მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143681.
განდი | ნაწილი III, თავი XI
მაგრამ უსიამოვნება მაინც შემხვდა.
But I had some bitter experiences.
143682.
განდი | ნაწილი III, თავი XI
ზოგან შეურცხყოფას ვაწყდებოდი, ზოგან - თავაზიან გულგრილობას.
At some places I met with insults, at others with polite indifference.
143683.
განდი | ნაწილი III, თავი XI
იმაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, რომ მენაგვის ფული ეშოვნათ.
To expect them to find money for the work was out of the question.
143684.
განდი | ნაწილი III, თავი XI
რეფორმების გატარება ყოველთვის თვითონ რეფორმატორს აღელვებს და არა — საზოგადოებას, რომლისგანაც წინააღმდეგობის, სიძულვილისა და გაკიცხვის მეტს არაფერს არ უნდა ელოდო.
It is the reformer who is anxious for the reform, and not society, from which he should expect nothing better than opposition, abhorrence and even mortal persecution.
143685.
განდი | ნაწილი III, თავი XI
ასეა თუ ისე, ამ მღელვარების შედეგი ის გახლდათ, რომ ინდურმა სათვისტომომ მეტ-ნაკლებად შეიგნო საკუთარი სახლებისა და კარმიდამოების სისუფთავის დაცვის აუცილებლობა.
Nevertheless the result of this agitation was that the Indian community learnt to recognize more or less the necessity for keeping their houses and environments clean.
143686.
განდი | ნაწილი III, თავი XI
მე კი ხელისუფლების პატივისცემა მოვიხვეჭე.
I gained the esteem of the authorities.
143687.
განდი | ნაწილი III, თავი XI
მათ დაინახეს, რომ, მართალია, ჩემს მოვალეობად ინდოელების საჩივრების კვლევა და მათი უფლებების დაცვა ვაქციე, არანაკლები მონდომებით ვიბრძოდი თვითგანწმენდისთვისაც.
They saw that, though I had made it my business to ventilate grievances and press for rights, I was no less keen and insistent upon self-purification.
143688.
განდი | ნაწილი III, თავი XI
თუმცა, კიდევ ერთი რამ იყო გასაკეთებელი, სახელდობრ, სამხრეთ აფრიკის ინდოელ მოსახლეობაში დედა სამშობლოს მიმართ მოვალეობის გრძნობა უნდა გამეღვივებინა.
There was one thing, however, which still remained to be done, namely, the awakening in the Indian settler of a sense of duty to the motherland.
143689.
განდი | ნაწილი III, თავი XI
ინდოეთი ღარიბი ქვეყანა იყო, სამხრეთ აფრიკაში ინდოელები სიმდიდრის საძიებლად იყვნენ წამოსულები.
India was poor, the Indian settler went to South Africa in search of wealth.
143690.
განდი | ნაწილი III, თავი XI
სწორედ ასე მოიქცა მოსახლეობა 1897 და 1899 წლების საშინელი შიმშილობისას.
This the settler did during the terrible famines of 1897 and 1899.
143691.
განდი | ნაწილი III, თავი XI
მათ გულუხვი დახმარება გაიღეს შიმშილობის აღმოსაფხვრელად, თან 1899 წელს — უფრო მეტი, ვიდრე 1897 წელს.
They contributed handsomely for famine relief, and more so in 1899 than in 1897.
143692.
განდი | ნაწილი III, თავი XI
ფულადი დახმარებისთვის ინგლისელებსაც მივმართეთ.
We had appealed to Englishmen also for funds.
143693.
განდი | ნაწილი III, თავი XI
ხელშეკრულებით დაქირავებულმა მუშახელმაც შეიტანა თავისი წვლილი ამ საქმეში.
Even the indentured Indians gave their share to the contribution.
143694.
განდი | ნაწილი III, თავი XI
სამხრეთ აფრიკის ინდური მოსახლეობა ყოველთვის მნიშვნელოვან ფულად დახმარებას უწევდა ინდოეთს ეროვნული ავბედობის ჟამს.
Indians in South Africa never fail to send handsome contributions to India in times of national calamity.
143695.
განდი | ნაწილი III, თავი XI
სამხრეთ აფრიკელი ინდოელებისთვის მსახურება ყოველ ახალ ეტაპზე ჭეშმარიტების არსს მიმჟღავნებდა.
Thus service of the Indians in South Africa ever revealed to me new implications of Truth at every stage.
143696.
განდი | ნაწილი III, თავი XI
ჭეშმარიტება უზარმაზარ ხეს ჰგავს, რომელიც მით უფრო მეტ ნაყოფს ისხამს, რაც უფრო მეტად ზრუნავს მასზე.
Truth is like a vast tree, which yields more and more fruit, the more you nurture it.
143697.
განდი | ნაწილი III, თავი XI
რაც უფრო ღრმად აღწევთ ჭეშმარიტების წიაღში, მით უფრო მეტ საუნჯეს აღმოაჩენთ მასში.
The deeper the search in the mine of Truth, the richer the discovery of the gems buried.
143698.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ინდოეთში დაბრუნება.
RETURN TO INDIA.
143699.
განდი | ნაწილი III, თავი XII
როცა სამხედრო ვალდებულებებისგან გავთავისუფლდი, მივხვდი, რომ საქმე სამხრეთ აფრიკაში კი არა, უკვე ინდოეთში უნდა მეკეთებინა.
On my relief from war-duty I felt that my work was no longer in South Africa but in India.
143700.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ვერ ვიტყვით, რომ სამხრეთ აფრიკაში აღარაფერი მქონდა გასაკეთებელი, მაგრამ შევშინდი, ჩემი საქმიანობა არ ქცეულიყო საქმედ, რომლის მიზანი ფულის შოვნა იქნებოდა.
Not that there was nothing to be done in South Africa, but I was afraid that my main business might become merely money-making.