მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143701.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ჩემი მეგობრები სამშობლოდან დაბეჯითებით მთხოვდნენ შინ დაბრუნებას და მეც ვიგრძენი, რომ ინდოეთში მეტი სარგებლობის მოტანა შემეძლო.
Friends at home were also pressing me to return, and I felt that I should be of more service in India.
143702.
განდი | ნაწილი III, თავი XII
რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, იქ, რა თქმა უნდა, მეგულებოდნენ ბატონები – კჰანი და მანსუკლალ ნააზარი.
And for the work in South Africa, there were, of course, Messrs Khan and Mansukhlal Naazar.
143703.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ამიტომ თანამშრომლებს ვთხოვე, გავეშვით.
So I requested my co-workers to relieve me.
143704.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ძალიან დიდი წინააღმდეგობის შემდეგ ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს, ოღონდ იმ პირობით, რომ სამხრეთ აფრიკაში დავბრუნდებოდი, თუ წლის განმავლობაში ინდურ სათვისტომოს დავჭირდებოდი.
After very great difficulty my request was conditionally accepted, the condition being that I should be ready to go back to South Africa if, within a year, the community should need me.
143705.
განდი | ნაწილი III, თავი XII
მიმაჩნდა, რომ პირობა მძიმე იყო, მაგრამ სიყვარულმა, რომელსაც სათვისტომოსადმი ვგრძნობდი, მაიძულა, დავთანხმებულიყავი.
I thought it was a difficult condition, but the love that bound me to the community made me accept it.
143706.
განდი | ნაწილი III, თავი XII
და ჩემთვისაც, სიყვარულის ძაფს, რომლითაც სათვისტომოზე ვიყავი მიბმული, ვერაფერი გაწყვეტდა.
And for me, too, the cotton-thread of love that bound me to the community was too strong to break.
143707.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ხალხის ხმა უფლის ხმაა, ხოლო ამ შემთხვევაში მეგობრების ხმა ჭეშმარიტების ხმა იყო და მას ხელს ვერ ვკრავდი.
The voice of the people is the voice of God, and here the voice of friends was too real to be rejected.
143708.
განდი | ნაწილი III, თავი XII
პირობაზე დავთანხმდი და წასვლის ნებართვაც მივიღე.
I accepted the condition and got their permission to go.
143709.
განდი | ნაწილი III, თავი XII
საჩუქრები მაშინაც მომიძღვნეს, როცა 1899 წელს ინდოეთში ვბრუნდებოდი.
Gifts had been bestowed on me before when I returned to India in 1899.
143710.
განდი | ნაწილი III, თავი XII
რა უფლებით უნდა მიმეღო ასეთი საჩუქრები?
What right had I to accept all these gifts?
143711.
განდი | ნაწილი III, თავი XII
და თუ მივიღებდი, როგორ უნდა დამერწმუნებინა თავი, რომ სათვისტომოს უანგაროდ ვემსახურებოდი?
Accepting them, how could I persuade myself that I was serving the community without remuneration?
143712.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ყველა საჩუქარი, გარდა რამდენიმე ჩემი კლიენტისაგან მიღებული ნივთისა, სათვისტომოსთვის გაწეული სამსახურისთვის მომიძღვნეს.
All the gifts, excepting a few from my clients, were purely for my service to the community.
143713.
განდი | ნაწილი III, თავი XII
კლიენტებიც მეხმარებოდნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში.
The clients also helped me in my public work.
143714.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ერთ-ერთი საჩუქარი, ოქროს ყელსაბამი, რომელიც ორმოცდაათი გინეა ღირდა, ჩემს ცოლს მიართვეს.
One of the gifts was a gold necklace worth fifty guineas, meant for my wife.
143715.
განდი | ნაწილი III, თავი XII
მაგრამ ისიც ხომ ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის გაიღეს, ასე რომ, ვერც მას გამოვარჩევდი სხვებისგან.
But even that gift was given because of my public work, and so it could not be separated from the rest.
143716.
განდი | ნაწილი III, თავი XII
აფორიაქებული ბოლთას ვცემდი ოთახში, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობდი.
I walked up and down my room deeply agitated, but could find no solution.
143717.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ასობით რუპიად ღირებული ოქროს ნივთები არ მეთმობოდა, მაგრამ მათი დატოვება კიდევ უფრო მიძნელდებოდა.
It was difficult for me to forego gifts worth hundreds, it was more difficult to keep them.
143718.
განდი | ნაწილი III, თავი XII
რომც დამეტოვებინა, რა უნდა მეთქვა შვილებისთვის, მეუღლისათვის?
And even if I could keep them, what about my children? What about my wife?
143719.
განდი | ნაწილი III, თავი XII
სახლში არანაირი ძვირფასეულობა არ გამაჩნდა.
I had no costly ornaments in the house.
143720.
განდი | ნაწილი III, თავი XII
მაშ, ახლა როგორღა უნდა მიგვეცა ჩვენი თავისთვის უფლება, ოქროს საათები გვეტარებინა?
How then could we afford to have gold watches?