მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143721.
განდი | ნაწილი III, თავი XII
როგორ უნდა შეგვება ყელზე ოქროს ძეწკვები და თითებზე ალმასის ბეჭდები აგვესხა?
How could we afford to wear gold chains and diamond rings?
143722.
განდი | ნაწილი III, თავი XII
უკვე მაშინ შთავაგონებდი ადამიანებს, დაეძლიათ სამკაულების მიმართ უზომო ლტოლვა.
Even then I was exhorting people to conquer the infatuation for jewellery.
143723.
განდი | ნაწილი III, თავი XII
გადავწყვიტე, რომ ნივთებს ვერ დავიტოვებდი.
I decided that I could not keep these things.
143724.
განდი | ნაწილი III, თავი XII
შევადგინე წერილი, მათზე მეურვეობა სათვისტომოს გავუფორმე და მეურვეებად პარსი რუსტომჯი და სხვა მეგობრები დავუნიშნე.
I drafted a letter, creating a trust of them in favour of the community and appointing Parsi Rustomji and others trustees.
143725.
განდი | ნაწილი III, თავი XII
დილით ჩემს შვილებსა და მეუღლეს რჩევა ვკითხე და საბოლოოდ მოვიხსენი ეს უმძიმესი ტვირთი.
In the morning I held a consultation with my wife and children and finally go rid of the heavy incubus.
143726.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ვიცოდი, რომ ცოლის დაყოლიება გამიჭირდებოდა.
I knew that I should have some difficulty in persuading my wife.
143727.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„ასეთი ძვირფასი საჩუქრები არ გვჭირდება, ისინი ინდურ სათვისტომოს უნდა გადავცეთ, ხოლო თუ ოდესმე დაგვჭირდება, ვიყიდით,“ — მითხრეს შვილებმა.
'We do not need these costly presents, we must return them to the community, and should we ever need them, we could easily purchase them,' they said.
143728.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„მაშინ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, დედათქვენთან ჩემს დამცველებად გამოხვიდეო?“ – ვკითხე მე.
'Then you will plead with mother won't you?' I asked them.
143729.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„რა თქმა უნდა, არა, – მიპასუხეს ბიჭებმა.
Certainly', said the boys.
143730.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„ახლა მოინდომებს, რომ ჩვენ შეგვინახოს. ენ კი სამკაულები არაფერში გვჭირდება, მაშ რატომ არ უნდა დათმოს ისინი?”
'She would want to keep them for us, and if we don't want jewellery, why should she not agree to part with them?''
143731.
განდი | ნაწილი III, თავი XII
მაგრამ ეს სათქმელად უფრო იოლი იყო, ვიდრე შესასრულებლად.
But it was easier said than done.
143732.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„შენ მართლაც არ გჭირდება, - მითხრა ცოლმა, – შეიძლება, ახლა შენს შვილებსაც არ სჭირდებათ”.
'You may not need them', said my wife. 'Your children may not need them'.
143733.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„შენგან მოთაფლულები, შენს დაკრულზე ცეკვავენ”.
'Cajoled, they will dance to your tune'.
143734.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„იმის გაგებაც შემიძლია, რომ არ გსურს სამკაულები ვატარო, მაგრამ რძლებზე რაღას იტყვი?”
'I can understand your not permitting me to wear jewellery. But what about my daughters-in-law?'
143735.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„სამკაულები მათ ნამდვილად დასჭირდებათ”.
'They will be sure to need the jewellery'.
143736.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„და ვინ იცის, რა მოხდება ხვალ?!”
'And who knows what will happen tomorrow?'
143737.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„ასეთი სიყვარულით მოძღვნილი საჩუქრები რა გულით უნდა დავთმო?“
'I would be the last person to part with gifts so lovingly given'.
143738.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ამას მოჰყვა არგუმენტების ნიაღვარი, რასაც ცრემლები ამყარებდა.
And thus the torrent of argument went on, reinforced, in the end, by tears.
143739.
განდი | ნაწილი III, თავი XII
მაგრამ ბავშვები მტკიცედ იდგნენ თავისაზე და არც მე მომილბა გული.
But the children were adamant. And I was unmoved.
143740.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ფრთხილად შევაწიე სიტყვა: „ბავშვები ჯერ არ დაოჯახებულან“.
I mildly put in: 'The children have yet to get married'.