მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143741.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ ადრე დაქორწინდნენ?!“
'We do not want to see them married young'.
143742.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„როცა გაიზრდებიან, თვითონ მიხედავენ თავს“.
'When they are grown up, they can take care of themselves'.
143743.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„თანაც, ნამდვილად ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენს შვილებს ძვირფასეულობის მოტრფიალე ცოლები შეხვდეთ“.
'And surely we shall not have, for our sons, brides who are fond of ornaments'.
143744.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„და თუ მაინც დაგვჭირდა სამკაულები მათთვის, მე აქ არა ვარ?“
'And if, after all, we need to provide them with ornaments, I am there'.
143745.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„შენ მოგთხოვ? უკვე ძალიან კარგად გიცნობ“.
'Ask you? I know you by this time'.
143746.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„ჩემს საკუთარ სამკაულებს მართმევ, არ გინდა, რომ შემარჩინო“.
'You deprived me of my ornaments, you would not leave me in peace with them'.
143747.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„შენ, — ვისაც გინდა, რომ ჩემი ბიჭები დღეიდან სადჰუებად აქციო!“
'You who are trying to make sadhus of my boys from today!'
143748.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„არა, სამკაულებს არ დავაბრუნებ“.
'No, the ornaments will not be returned'.
143749.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„და, აბა, ერთი მითხარი, ჩემს ყელსაბამთან შენ რა ხელი გაქვს?“
'And pray what right have you to my necklace?'
143750.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„მაშინ მიპასუხე, ეგ ყელსაბამი შენი გაწეული სამსახურისთვის გაჩუქეს, თუ — ჩემი?”
'But is the necklace given you for your service or for my service?'
143751.
განდი | ნაწილი III, თავი XII
„წელებზე ფეხს ვიდგამ შენთვის დღედაღამ. განა ეს არაა მსახურება?”
'I have toiled and moiled for you day and night. Is that no service?'
143752.
განდი | ნაწილი III, თავი XII
მაგრამ სამკაულების გამორთმევა გადაწყვეტილი მქონდა.
But I was determined to return the ornaments.
143753.
განდი | ნაწილი III, თავი XII
როგორღაც მოვახერხე მისი დაყოლიება.
I somehow succeeded in extorting a consent from her.
143754.
განდი | ნაწილი III, თავი XII
საჩუქრები, რომლების 1896 წელსა და 1901 წელს მივიღე, უკლებლივ დავიბრუნე.
The gifts received in 1896 and 1901 were all returned.
143755.
განდი | ნაწილი III, თავი XII
მოვამზადე სამეურვეო საბუთები და ყველაფერი ბანკს გადავეცი, რათა სათვისტომოს საქმეებს მოხმარებოდა ჩემი და მეურვეების სურვილისამებრ.
A trust-deed was prepared, and they were deposited with a bank, to be used for the service of the community, according to my wishes or to those of the trustees.
143756.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ჩემი საქციელი არასოდეს მინანია. და ახლა, როცა ბევრმა წელმა ჩაიარა, ჩემმა ცოლმაც გააცნობიერა იმ ნაბიჯის სიბრძნე.
I have never since regretted the step, and as the years have gone by, my wife has also seen its wisdom.
143757.
განდი | ნაწილი III, თავი XII
ამან მრავალი ცდუნებისგან გვიხსნა.
It has saved us from many temptations.
143758.
განდი | ნაწილი III, თავი XII
მტკიცედ ვდგავარ იმ აზრზე, რომ საზოგადო მოღვაწე ძვირფას საჩუქრებს არ უნდა იღებდეს.
I am definitely of opinion that a public worker should accept no costly gifts.
143759.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ისევ ინდოეთში.
IN INDIA AGAIN.
143760.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ასე გავემგზავრე შინისაკენ.
So I sailed for home.