მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143761.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ერთ-ერთი გაჩერება მავრიტანიის პორტი იყო და რაკი ხომალდი იქ დიდხანს ჩერდებოდა, ნაპირზე გადავედი.
Mauritius was one of the ports of call, and as the boat made a long halt there, I went ashore.
143762.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ერთ-ერთ საღამოს კოლონიის გუბერნატორთან, სერ ჩარლზ ბრიუსთანაც ვიყავი სტუმრად მიწვეული.
For one night I was the guest of Sir Charles Bruce, the Governor of the Colony.
143763.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ინდოეთში ჩასულმა, ერთხანს ქვეყანაში ვიმოგზაურე.
After reaching India I spent some time in going about the country.
143764.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
1901 წელი იყო, როცა კალკუტაში ინდოეთის კონგრესი შეიკრიბა მისტერ (შემდგომში „სერ“) დინშო ვაჩას თავმჯდომარეობით.
It was the year 1901 when the Congress met at Calcutta under the presidentship of Mr. (later Sir) Dinshaw Wacha.
143765.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
მე, რა თქმა უნდა, დავესწარი.
And I of course attended it.
143766.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ეს იყო ჩემი პირველი შეხება კონგრესთან.
It was my first experience of the Congress.
143767.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ბომბეიდან იმავე მატარებლით გავემგზავრე, რომლითაც სერ ფეროზეშაჰ მეჰთა მგზავრობდა, რადგან მისთვის სამხრეთ აფრიკაში გაბატონებული ვითარების შესახებ უნდა მეამბნა.
From Bombay I travelled in the same train as Sir Pherozeshah Mehta, as I had to speak to him about conditions in South Africa.
143768.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ცალკე ვაგონ-სალონი ექირავა სამგზავროდ.
He had engaged a special saloon for himself.
143769.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
მასთან ერთად იყვნენ ბატონი ვაჩა და ბატონი (ახლა „სერ“) ჩიმანლალ ეტალვადი.
With him were Mr. Wacha, and Mr. (now Sir) Chimanlal Setalvad.
143770.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
პოლიტიკაზე საუბრობდნენ.
They were discussing politics.
143771.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
როგორც კი სერ ფეროზეშაჰმა დამინახა, მითხრა: „განდი, მგონი ვერაფრით დაგეხმარებით”.
As soon as Sir Pherozeshah saw me, he said, 'Gandhi, it seems nothing can be done for you'.
143772.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
„რა თქმა უნდა, მივიღებთ თქვენს შემოთავაზებულ რეზოლუციას”.
'Of course, we will pass the resolution you offer'.
143773.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
„მაგრამ აბა, აქ, ჩვენს საკუთარ სამშობლოში გვაქვს კი უფლებები?”
'But what rights have we here in our own country?'
143774.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
„ჩემი აზრით, ვიდრე ჩვენს საკუთარ მიწაზე არ მოვიპოვებთ ძალაუფლებას, კოლონიებში უკეთეს მდგომარეობას ვერც მიაღწევთ”.
'I believe that, so long as we have no power in our own land, you cannot fare better in the colonies'.
143775.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ბატონმა ვაჟამ თანაგრძნობით შემომხედა.
Mr. Wacha cast a pathetic look at me.
143776.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
შევეცადე, სერ ფეროზეშაჰისათვის აზრი შემეცვლევინებინა, მაგრამ ჩემნაირი კაცისთვის ბომბეის უგვირგვინო მეფის დაყოლიებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.
I tried to plead with Sir Pherozeshah, but it was out of the question for one like me to prevail upon the uncrowned king of Bombay.
143777.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
„რა თქმა უნდა, მაჩვენებთ რეზოლუციას,“ – მითხრა ბატონმა ვაჩამ გასამხნევებლად.
'You will of course show me the resolution,' said Mr. Wacha, to cheer me up.
143778.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
მადლობა გადავუხადე და მომდევნო გაჩერებაზე დავემშვიდობე.
I thanked him and left them at the next stop.
143779.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ასე მივაღწიეთ კალკუტამდე.
So we reached Calcutta.
143780.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ერთ-ერთ მოხალისეს ვკითხე, საით წავსულიყავი.
I asked a volunteer where I was to go.