მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143781.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
მან ,,რაიპენ კოლეჯში“ წამიყვანა, სადაც რამდენიმე დელეგატი დაებინავებინათ.
He took me to the Ripon College, where a number of delegates were being put.
143782.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ყველგან წყლის გუბეები იდგა.
Pools of water were everywhere.
143783.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
მხოლოდ რამდენიმე საპირფარეშო მოქმედებდა და მათი სიმყრალე რომ მახსენდება, დღესაც გული მერევა.
There were only a few latrines, and the recollection of their stink still oppresses me.
143784.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ამაზე მოხალისეებს ვუსაყვედურე.
I pointed it out to the volunteers.
143785.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
მათ უხეშად მომიგეს, ეს ჩვენი საქმე არაა, ეგ მენაგვეს ევალებაო.
They said pointblank: 'That is not our work, it is the scavenger's work.'
143786.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ცოცხი მოვითხოვე.
I asked for a broom.
143787.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
კაცმა გაოცებით შემომხედა.
The man stared at me in wonder.
143788.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
ცოცხი ვიშოვე და საპირფარეშო დავასუფთავე.
I procured a broom and cleaned the latrine.
143789.
განდი | ნაწილი III, თავი XIII
მას შემდეგ პირობები გაცილებით გაუმჯობესდა.
Conditions have since considerably improved.
143790.
განდი | ნაწილი III, თავი XIV
კლერკი და მსახური.
CLERK AND BEARER.
143791.
განდი | ნაწილი III, თავი XIV
კონგრესის სესიის დაწყებამდე კიდევ ორი დღე რჩებოდა.
There were yet two days for the Congress session to begin.
143792.
განდი | ნაწილი III, თავი XIV
ამიტომ, კალკუტაში ჩასვლისთანავე წმინდა განბანვა დავასრულე თუ არა, კონგრესის კანცელარიისკენ ავიღე გეზი.
So as soon as I had finished the daily ablutions on arrival at Calcutta, I proceeded to the Congress office.
143793.
განდი | ნაწილი III, თავი XIV
კანცელარიის მდივნები ბაბუ ბჰუპენდრანათ ბასუ და ადვოკატი გოსალი იყვნენ.
Babu Bhupendranath Basu and Sjt. Ghosal were the secretaries.
143794.
განდი | ნაწილი III, თავი XIV
ბჰუპენბაბუსთან მივედი და ჩემი სამსახური შევთავაზე.
I went to Bhupenbabu and offered my services.
143795.
განდი | ნაწილი III, თავი XIV
მან შემომხედა და მითხრა: „მე სამუშაო არა მაქვს, მაგრამ შეიძლება გოჭალბაბუს ჰქონდეს რამე სათქვენო. თუ შეიძლება, მასთან მიბრძნდით“.
He looked at me, and said: 'I have no work, but possibly Ghosalbabu might have something to give you. Please go to him'.
143796.
განდი | ნაწილი III, თავი XIV
გულდასმით დამაკვირდა და ღიმილით მითხრა: „მხოლოდ საკანცელარიო სამუშაო შემიძლია შემოგთავაზოთ. შეასრულებთ?“
He scanned me and said with a smile: 'I can give you only clerical work. Will you do it?'
143797.
განდი | ნაწილი III, თავი XIV
,,რასაკვირველია, — მივუგე მე, — მზადა ვარ ნებისმიერი საქმე ვაკეთო, თუ ჩემს ძალებს არ აღემატება.“
'Certainly', said I. 'I am here to do anything that is not beyond my capacity.'
143798.
განდი | ნაწილი III, თავი XIV
„გესმით, რას ამბობს ეს ყმაწვილი?“
'Do you hear what this young man says?'
143799.
განდი | ნაწილი III, თავი XIV
განაგრძო: „კეთილი, მაშ, აი, იქ დასახარისხებელი წერილების გროვაა“.
He proceeded: 'Well then, here is a heap of letters for disposal'.
143800.
განდი | ნაწილი III, თავი XIV
„აიღეთ სკამი და საქმეს შეუდექით“.
'Take that chair and begin'.