მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143841.
განდი | ნაწილი III, თავი XV
მოგეწონათ? — კარგია.
'Do you like it?' 'It is quite good.'
143842.
განდი | ნაწილი III, თავი XV
აკანკალებულმა ჩავიკითხე ტექსტი.
I read the text trembling.
143843.
განდი | ნაწილი III, თავი XV
გოქალემ მხარი დამიჭირა.
Gokhale supported me.
143844.
განდი | ნაწილი III, თავი XV
— ერთხმად გავიდა, — შესძახა ყველამ ერთად.
'Unanimously passed,' cried out everyone.
143845.
განდი | ნაწილი III, თავი XV
— განდი, ხუთი წუთი გექნებათ სალაპარაკოდ, – მითხრა ბატონმა ვაჩამ.
'You will have five minutes to speak on it, Gandhi,' said Mr. Wacha.
143846.
განდი | ნაწილი III, თავი XV
პროცედურა სრულებით არ მომეწონა.
The procedure was far from pleasing to me.
143847.
განდი | ნაწილი III, თავი XV
რეზოლუციის გასაცნობად თავი არავის შეუწუხებია, ყველას ერთი სული ჰქონდა, წასულიყო.
No one had troubled to understand the resolution, everyone was in a hurry to go.
143848.
განდი | ნაწილი III, თავი XV
დილით იმაზე ვიღელვე, თუ როგორ უნდა წარმომეთქვა სიტყვა.
The morning found me worrying about my speech.
143849.
განდი | ნაწილი III, თავი XV
კარგად მოვემზადე, მაგრამ სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი.
I had prepared myself well, but the words would not come to me.
143850.
განდი | ნაწილი III, თავი XV
გადავწყვიტე, სიტყვა კი არ წამეკითხა, არამედ extempore გამოვსულიყავი.
I had decided not to read my speech but to speak extempore.
143851.
განდი | ნაწილი III, თავი XV
მაგრამ საჯარო გამოსვლის ბუნებრიობა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამოვიმუშავე, იმ წამს თითქოს სადღაც გაქრა.
But the faculty for speaking that I had acquired in South Africa seemed to have left me for the moment.
143852.
განდი | ნაწილი III, თავი XV
როგორც კი ჩემი რეზოლუციის დრო დადგა, ბატონმა ვაჩამ გამომიძახა.
As soon as it was time for my resolution, Mr. Wacha called out my name.
143853.
განდი | ნაწილი III, თავი XV
თავბრუ მეხვეოდა.
My head was reeling.
143854.
განდი | ნაწილი III, თავი XV
რეზოლუცია როგორღაც წავიკითხე.
I read the resolution somehow.
143855.
განდი | ნაწილი III, თავი XV
ვიღაცას დაებეჭდა და დელეგატებისთვის დაერიგებინა ნაწყვეტი უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტების საქებარი პოემიდან.
Someone had printed and distributed amongst the delegates copies of a poem he had written in praise of foreign emigration.
143856.
განდი | ნაწილი III, თავი XV
პოემა წავიკითხე და სამხრეთ აფრიკელი მოსახლეების გაჭირვებულ მდგომარეობაზე დავიწყე საუბარი.
I read the poem and referred to the grievances of the settlers in South Africa.
143857.
განდი | ნაწილი III, თავი XV
ამ დროს ბატონმა ვაჰამ ზარი დარეკა.
Just at this moment Mr. Wacha rang the bell.
143858.
განდი | ნაწილი III, თავი XV
დარწმუნებული ვიყავი, რომ ხუთი წუთი არ მილაპარაკია.
I was sure I had not yet spoken for five minutes.
143859.
განდი | ნაწილი III, თავი XV
არ ვიცოდი, რომ ზარით მანიშნებდნენ, კიდევ ორი წუთი დაგრჩაო.
I did not know that the bell was rung in order to warn me to finish in two minutes more.
143860.
განდი | ნაწილი III, თავი XV
მეწყინა და ზარის დარეკვისთანავე დავჯექი.
I felt hurt and sat down as soon as the bell was rung.