მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143861.
განდი | ნაწილი III, თავი XV
რეზოლუცია უპრობლემოდ გავიდა.
There was no question about the passing of the resolution.
143862.
განდი | ნაწილი III, თავი XV
და მაინც, ის ფაქტი, რომ კონგრესმა ის დაამტკიცა, საკმარისი აღმოჩნდა, რომ გამხარებოდა.
And yet the very fact that it was passed by the Congress was enough to delight my heart.
143863.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
ლორდ კერზონის დარბარი.
LORD CURZON'S DURBAR.
143864.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
კონგრესი დაიხურა, მაგრამ რადგან სავაჭრო პალატაში ვიყავი მისასვლელი, სადაც რამდენიმე ადამიანს უნდა შევხვედროდი სამხრეთ აფრიკის საქმეებთან დაკავშრიებით, კალკუტაში ერთი თვით დავრჩი.
The Congress was over, but as I had to meet the Chamber of Commerce and various people in connection with work in South Africa, I stayed in Calcutta for a month.
143865.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
გოქალე ხშირად დადიოდა ამ კლუბში ბილიარდის სათამაშოდ.
Gokhale frequently went to this Club to play billiards.
143866.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
როცა შეიტყო, რომ ცოტა ხნით კალკუტაში ვაპირებდი დარჩენას, შემომთავაზა, მასთან დავბინავებულიყავი.
When he knew that I was to stay in Calcutta for some time, he invited me to stay with him.
143867.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
ჩემი თავშეკავების მიზეზს მიხვდა და მითხრა: „განდი, თქვენ ამ ქვეყანაში უნდა დარჩეთ და ასეთი მორიდება არ გარგებთ”.
He discovered my reserve and said: 'Gandhi, you have to stay in the country, and this sort of reserve will not do'.
143868.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
„უნდა გაიცნოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი”.
'You must get into touch with as many people as possible'.
143869.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
„მე მინდა, თქვენ კონგრესის საქმიანობაში ჩაგაბათ”.
'I want you to do Congress work'.
143870.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
სწორედ იმ ხანებში ლორდმა კერზონმა დარბარი გამართა.
Lord Curzon held his durbar about this time.
143871.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
დარბარზე მიწვეული ზოგიერთი რაჯა და მაჰარაჯა კლუბის წევრი იყო.
Some Rajas and Maharajas who had been invited to the durbar were members of the Club.
143872.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
კლუბში ისინი მუდამ მშვენიერ ბენგალურ დჰოტში, ხალათსა და შარფში გამოწყობილები მოდიოდნენ.
In the Club I always found them wearing fine Bengali dhotis and shirts and scarves.
143873.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
დარბარზე კი ყველას ხანსამის შარვალი და პრიალა ფეხსაცმელი ეცვა.
On the durbar day they put on trousers befitting khansamas and shining boots.
143874.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
ერთ-ერთს ვკითხე, რა გახდა ასეთი ცვლილების მიზეზი.
I inquired of one of them the reason for the change.
143875.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
„მარტო ჩვენ გვესმის ჩვენი მდგომარეობის უბადრუკობა“.
'We alone know our unfortunate condition'.
143876.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
„ჩვენს გარდა არავინ უწყის, რამდენი დამცირების ატანა გვიხდება იმისთვის, რომ სიმდიდრე და წოდებები შევინარჩუნოთ,“ — მომიგო მან.
'We alone know the insults we have to put up with, in order that we may possess our wealth and titles,' he replied.
143877.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
„კი მაგრამ, ხანსამას ჩალმა, ან ეს პრიალა ფეხსაცმელები რაღა შუაშია?“ – ვკითხე მე.
'But what about these khansama turbans and these shining boots?' I asked.
143878.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
„განა თქვენ რაიმე განსხვავებას ხედავთ ჩვენსა და ხანსამებს შორის? — მომიგო მან და დასძინა, – ჩვენცა გვყავს ხანსამები, ჩვენ თვითონ კი ლორდ კერზონის ხანსამები ვართ.
'Do you see any difference between khansamas and us?' he replied, and added, 'they are our khansamas, we are Lord Cruzon's khansamas'.
143879.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
„ლევიებზე თუ არ ვივლი, საქმე გამირთულდება”.
'If I were to absent myself from the levée, I should have to suffer the consequences'.
143880.
განდი | ნაწილი III, თავი XVI
ამ გულწრფელი ადამიანის სიტყვებმა გული თანაგრძნობით ამივსო.
I was moved to pity for this plain-spoken friend.