მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143921.
განდი | ნაწილი III, თავი XVII
„მაგრამ თითქმის გარდაუვალია, ჩემნაირმა კაცმა გარკვეული ხარჯი აირიდოს“.
'But some expense is almost inevitable for a man like myself.'
143922.
განდი | ნაწილი III, თავი XVII
— მაგრამ თქვენ საერთოდ არ დადიხართ სასეირნოდ, — ვუთხარი მე.
'But you do not even go out for walks,' said I.
143923.
განდი | ნაწილი III, თავი XVII
— ოდესმე გინახავთ, სასეირნოდ რომ მეცალოს? — მომიგო მან.
'When do you ever find me free to go out for a walk?' he replied.
143924.
განდი | ნაწილი III, თავი XVII
გოქალეს იმდენად დიდ პატივს ვცემდი, რომ არასოდეს ვეპაექრებოდი ხოლმე.
I had such a great regard for Gokhale that I never strove with him.
143925.
განდი | ნაწილი III, თავი XVII
მიუხედავად იმისა, რომ მისმა პასუხმა სრულებით არ დამაკმაყოფილა, ხმა აღარ ამომიღია.
Though this reply was far from satisfying me, I remained silent.
143926.
განდი | ნაწილი III, თავი XVII
მაშინაც დარწმუნებული ვიყავი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად არის დატვირთული ადამიანი.
I believed then, and I believe even now, that, no matter what amount of work one has.
143927.
განდი | ნაწილი III, თავი XVII
ფიზიკური ვარჯიშისთვის, ზუსტად ისევე, როგორც კვებისთვის, გარკვეული დრო მაინც უნდა გამონახოს კაცმა.
One should always find some time for exercise, just as one does for one's meals.
143928.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
ერთი თვე გოქალესთან - II.
A MONTH WITH GOKHALE – II.
143929.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
გოქალეს ჭერქვეშ ცხოვრებისას სრულებითაც არ გახლდით შინ გამოკეტილი.
Whilst living under Gokhlae's roof I was far from being a stay-at-home.
143930.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
ჩემს სამხრეთ აფრიკელ ქრისტიან მეგობრებს დავპირდი, რომ ქრისტიან ინდოელებს შევხვდებოდი და მათი ცხოვრების პირობებს გავეცნობოდი.
I had told my Christian friends in South Africa that in India I would meet the Christian Indians and acquaint myself with their condition.
143931.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
ბევრი მსმენოდა კალიჩარან ბანერჯის შესახებ და დიდ პატივს ვცემდი მას.
I had heard of Babu Kalicharan Banerji and held him in high regard.
143932.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
იგი კონგრესის საქმიანობაში თვალსაჩინო მონაწილეობას იღებდა.
He took a prominent part in the Congress.
143933.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
მას არ ვუყურებდი ისეთი ეჭვით, როგორც იმ რიგით ინდოელ ქრისტიანებს, რომლებსაც კონგრესისგან შორს ეჭირათ თავი და ინდუსებსა და მუსლიმანებს ყოველნაირად ერიდებოდნენ.
I had none of the misgivings about him that I had about the average Christian Indian, who stood aloof from the Congress and isolated himself from Hindus and Musalmans.
143934.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
გოქალეს ვუთხარი, რომ მასთან შეხვედრას ვაპირებდი.
I told Gokhale that I was thinking of meeting him.
143935.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
„ძალიან კარგი კაცია, მაგრამ არა მგონია, იმედი გაგიმართლოს.“
'He is a very good man, but I am afraid he will not satisfy you'.
143936.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
„კარგად ვიცნობ. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ გსურს, შეგიძლია შეხვდე“.
'I know him very well. However, you can certainly meet him if you like.'
143937.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
სახლი უბრალოდ ჰქონდა გაწყობილი.
His house was simple.
143938.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
როცა კონგრესზე ვნახე, შარვალსა და პიჯაკში იყო გამოწყობილი, ახლა კი სიამოვნებით შევნიშნე, რომ ბენგალური დჰოტი და პერანგი ეცვა.
In the Congress I had seen him in a coat and trousers, but I was glad to find him now wearing a Bengal dhoti and shirt.
143939.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
მომეწონა მისი უბრალო ტანსაცმელი, თუმც კი თავად იმ დროს პარსულ სერთუკსა და შარვალს ვატარებდი.
I liked his simple mode of dress, though I myself then wore a Parsi coat and trousers.
143940.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
მან მკითხა: „მითხარით, გწამთ თუ არა მოძღვრების პირველი ცოდვის შესახებ?”
He asked: 'Do you believe in the doctrine of original sin?'