მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143981.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
ერთი თვე გოქალესთან — III.
A MONTH WITH GOKHALE – III.
143982.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
კალიში ნანახმა შემზარავმა მსხვერპლშეწირვამ ბენგალური ცხოვრების უკეთ გაცნობის ინტერესი აღმიძრა.
The terrible sacrifice offered to Kali in the name of religion enhanced my desire to know Bengali life.
143983.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
ბრაჰმო სამაჯის შესახებ ბევრი წამეკითხა და მსმენოდა კიდეც.
I had read and heard a good deal about the Brahmo Samaj.
143984.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
ცოტა რამ პრატაპ ჩანდრა მაზმუდარის შესახებაც ვიცოდი.
I knew something about Pratap Chandra Mazumdar.
143985.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
მის ცხოვრებას გავეცანი კეშავ ჩანდრა სენის წიგნით, რომელიც დიდი ინტერესით წავიკითხე.
I secured his life of Keshav Chandra Sen, read it with great interest, .
143986.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
გავიგე, რა განსხვავებაა სადჰარან ბრაჰმო სამაჯსა და ადი ბრაშმო სამაჯს შორის.
I understood the distinction between Sadharan Brahmo Samaj and Adi Brahmo Samaj.
143987.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
შევხვდი პანდიტ შივანათ შასტრის, ხოლო შემდეგ პროფესორ კათავაზესთან ერთად მაჰარაჯა დევენდრანათ თაგორის სანახავად წავედი.
I met Pandit Shivanath Shastri and in company with Prof. Kathavate went to see Maharshi Devendranath Tagore.
143988.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
სამაგიეროდ, მიგვიწვიეს ბრაჰმო სამაჯის დღესასწაულზე მის სახლში და იქ წილად გვხვდა ბედნიერება, ბენგალური მუსიკა მოგვესმინა.
We were, however, invited to a celebration of the Brahmo Samaj held at his place, and there we had the privilege of listening to Bengali music.
143989.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
მას შემდეგ ბენგალური მუსიკის მოტრფიალე ვარ.
Ever since I have been a lover of Bengali music.
143990.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
და ამგვარად, დიდი ხალისით შევუყევი გზას ბელურ მათისკენ. გზის დიდი ნაწილი, შესაძლოა, მთელი გზაც, ფეხით გავიარე.
So with great enthusiasm I went to Belur Math, mostly, or maybe all the way, on foot.
143991.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
ძალიან გავწბილდი და გული დამწყდა, როცა მაცნობეს, რომ სვამის ვერ ვნახავდი, რადგან ავად იყო და თავის სახლში, კალკუტაში იმყოფებოდა.
I was disappointed and sorry to be told that the Swami was at his Calcutta house, lying ill, and could not be seen.
143992.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
ამის შემდეგ დედა ნივედიტას საცხოვრებელი ადგილი დავაზუსტე და ის მოვინახულე ჩორინგის სავანეში.
I then ascertained the place of residence of Sister Nivedita, and met her in a Chowringhee mansion.
143993.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
გაოცებული დავრჩი იმ დიდებულებით, რაც მას ერტყა გარს.
I was taken aback by the splendour that surrounded her.
143994.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
მას ერთხელ კიდევ მისტერ პესტონჯი ფადიშაჰის სახლში შევხვდი.
I met her again at Mr. Pestonji Padshah's place.
143995.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
მიუხედავად იმისა, რომ მასთან საერთო ენა ვერ გამოვნახე, შეუძლებელი იყო, არ დამენახა და აღტაცებული არ დავრჩენლიყავი მისი გულანთებული სიყვარულით ინდუიზმის მიმართ.
In spite of my failure to find any agreement with her, I could not but notice and admire her overflowing love for Hinduism.
143996.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
მის წიგნებს უფრო გვიან გავეცანი.
I came to know of her books later.
143997.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
სამხრეთ აფრიკის პრობლემებთან დაკავშირებით სასაუბროდ ვხვდებოდი გამოჩენილ კალკუტელებს და დავდიოდი და ვაკვირდებოდი ქალაქის რელიგიური და საჯარო ინსტიტუტების მუშაობას.
I used to divide my day between seeing the leading people in Calcutta regarding the work in South Africa, and visiting and studying the religious and public institutions of the city.
143998.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
მისტერ სონდერსი იმ დროს ავად იყო, მაგრამ მაინც არანაკლები დახმარება გამიწია, ვიდრე 1896 წელს.
Mr. Saunders was ill then, but rendered me as much help as in 1896.
143999.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
გოქალეს მოეწონა ჩემი სიტყვა და გაუხარდა, როცა დოქტორმა რეიმ შემაქო.
Gokhale liked this speech of mine, and he was glad to hear Dr. Ray praising it.
144000.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
ასე რომ, გოქალეს ჭერქვეშ ცხოვრებამ კალკუტაში მუშაობა ძალიან გამიადვილა.
Thus my stay under the roof of Gokhale made my work in Calcutta very easy.