მოიძებნა 668043 ჩანაწერი
143961.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
— ხალხი ცხვრის ფარასავითაა, იქით წავა, საითაც წინამძღოლი წაიყვანს.
'The people are like a flock of sheep, following where leaders lead them'.
143962.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
— ეგ არაა ჩვენი საქმე, ჩვენ სადჰუები ვართ.
'It is no business of us sadhus'.
143963.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
საუბარი აღარ გაგვიგრძელებია და ჩვენ კვლავ ტაძრისკენ მიმავალ გზას დავადექით.
We did not prolong the discussion but passed on to the temple.
143964.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
იქ გაჩერება აღარ შემეძლო.
I could not bear to stand there.
143965.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
არასოდეს დამავიწყდება ის სანახაობა.
I have never forgotten that sight.
143966.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
სწორედ იმ საღამოს ბენგალელ მეგობრებთან ვიყავი სადილად მიწვეული.
That very evening I had an invitation to dinner at a party of Bengali friends.
143967.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
იქ ერთ-ერთ მეგობარს ვესაუბრე ღვთისმსახურების ამ სასტიკ ფორმაზე.
There I spoke to a friend about this cruel form of worship.
143968.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
მან მითხრა: „ცხვარი ვერაფერს გრძნობს“.
He said: 'The sheep don't feel anything'.
143969.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
„ხმაური და დაფდაფის ცემა ტკივილის განცდას უკლავს“.
'The noise and the drum-beating there deaden all sensation of pain'.
143970.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
ამის მოთმენა ვერ შევძელი.
I could not swallow this.
143971.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
ვუთხარი, ცხვარი რომ მეტყველი იყოს, ალბათ სულ სხვა რამეს გვეტყოდა-მეთქი.
I told him that, if the sheep had speech, they would tell a different tale.
143972.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
ვგრძნობდი, ეს სასტიკი ჩვეულება უნდა მოგვესპო.
I felt that the cruel custom ought to be stopped.
143973.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
ბუდას ამბავი გამახსენდა, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ ამის ძალა მე არ შემწევდა.
I thought of the story of Buddha, but I also saw that the task was beyond my capacity.
143974.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
დღესაც იმავე აზრის ვარ, როგორისაც მაშინ ვიყავი.
I hold today the same opinion as I held then.
143975.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
მიმაჩნია, რომ კრავის სიცოცხლე ისეთივე ძვირფასია, როგორიც ადამიანისა.
To my mind the life of a lamb is no less precious than that of a human being.
143976.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
ადამიანის ფიზიკური გადარჩენისათვის ცხვარს სიცოცხლეს არ გამოვასალმებდი.
I should be unwilling to take the life of a lamb for the sake of the human body.
143977.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
მწამს, რომ რაც უფრო უსუსურია პირუტყვი, მით მეტად უნდა იცავდეს მას ადამიანი ადამიანისავე სისასტიკისგან.
I hold that, the more helpless a creature, the more entitled it is to protection by man from the cruelty of man.
143978.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
მაგრამ ის, ვისაც ასეთი მსახურებისთვის თავისი თავი არ მოუმზადებია, მათ დაცვას ვერ შეძლებს.
But he who has not qualified himself for such service is unable to afford to it any protection.
143979.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
უფრო მეტად თვითგანწმენდა და მსხვერპლის გაღება მომიწევს მანამ, სანამ იმის იმედი გამიჩნდება, რომ ცხვრებს ამ უწმინდური მსხვერპლშეწირვისგან დავიხსნი.
I must go through more self-purification and sacrifice, before I can hope to save these lambs from this unholy sacrifice.
143980.
განდი | ნაწილი III, თავი XVIII
გამუდმებით ვევედრები ღმერთს, მოავლინოს ამქვეყნად ისეთი დიადი სული, კაცი თუ ქალი, ღვთაებრივი თანაგრძნობით ანთებული, რომელიც ამ სულის წამწყმედი ცოდვისგან გვიხსნის, უდანაშაულო პირუტყვის სიცოცხლეს გადაარჩენს და ტაძარს განწმენდს.
It is my constant prayer that there may be born on earth some great spirit, man or woman, fired with divine pity, who will deliver us from this heinous sin, save the lives of the innocent creatures, and purify the temple.