მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144021.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
კონტროლიორმა შეაჩერა, მაგრამ როცა გოქალემ უთხრა, ჩემი მეგობარიაო, ისიც შემოუშვეს.
He was stopped by the ticket collector, but on Gokhale telling him that he was his friend, he was admitted.
144022.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
ასე, მეგობრების ლოცვა-კურთხევით, შევუდექი მოგზაურობას.
Thus with my friend's good wishes, I started on my journey.
144023.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ბენარესში.
IN BENARAS.
144024.
განდი | ნაწილი III, თავი XX
გზად ბენარესში, აგრაში, ჯაიპურსა და პალანპურში ვაპირებდი შევლას.
I planned to halt at Benares, Agra, Jaipur and Palanpur en route.
144025.
განდი | ნაწილი III, თავი XX
უდროობის გამო მეტის ნახვას ვერ მოვასწრებდი.
I had not the time to see any more places than these.
144026.
განდი | ნაწილი III, თავი XX
რამდენადაც ახლა მაგონდება, 31 რუპიაზე მეტი (თუ არ ჩავთვლით მატარებლით მგზავრობის საფასურს) იმ მგზავრობისას არ დამიხარჯავს.
So far as I can remember, I did not spend more than Rs. 31 (including the train fare) on this journey.
144027.
განდი | ნაწილი III, თავი XX
მესამე კლასის კუპეები დღესაც ისეთივე ჭუჭყიანია და საპირფარეშო ისეთივე საშინელი, როგორიც მაშინ იყო.
The third class compartments are practically as dirty, and the closet arrangements as bad, today as they were then.
144028.
განდი | ნაწილი III, თავი XX
დღეს შეიძლება ოდნავი გაუმჯობესება იგრძნობოდეს, მაგრამ პირველი და მესამე კლასის მომსახურება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამ ორი კლასით მგზავრობის საფასურის პროპორციული სულაც არ არის.
There may be a little improvement now, but the difference between the facilities provided for the first and the third classes is out of all proportion to the difference between the fares for the two classes.
144029.
განდი | ნაწილი III, თავი XX
მესამე კლასის მგზავრებს ცხვრებივით ეპყრობიან და მათი კომფორტიც ცხვრის კომფორტის დონეზეა.
Third class passengers are treated like sheep and their comforts are sheeps' comforts.
144030.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ევროპაში მესამე კლასით ვმგზავრობდი და მხოლოდ ერთხელ ვიმგზავრე პირველი კლასით, ისიც მარტო იმიტომ, რომ მენახა, როგორი იყო, მაგრამ პირველსა და მესამე კლასებს შორის ასეთი განსხვავება არ შემინიშნავს.
In Europe I travelled third class, – and only once first, just to see what it was like, – but there I noticed no such difference between the first and the third classes.
144031.
განდი | ნაწილი III, თავი XX
სამხრეთ აფრიკის ზოგ ნაწილში მესამე კლასის ვაგონებს დასაძინებელი ადგილებიც აქვს და რბილი სკამებიც.
In parts of South Africa third class compartments are provided with sleeping accommodation, and cushioned seats.
144032.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ვგულისხმობ ნაგვის დაყრას პირდაპირ კუპეს იატაკზე, თამბაქოს მოწევას განურჩევლად ყველგან და ყოველთვის, საღეჭი პილპილისა და თამაბქოს ღეჭვას და მთელი ვაგონის საფურთხებლად ქცევას, ყვირილსა და ღრიალს, ლანძღვა-გინებას, ისე, რომ არავინ დაგიდევდათ მგზავრების სიმშვიდესა და კომფორტს.
I mean throwing of rubbish on the floor of the compartment, smoking at all hours and in all places, betel and tobacco chewing, converting of the whole carriage into a spittoon, shouting and yelling, and using foul language, regardless of the convenience or comfort of the passengers.
144033.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ამ საშინელი ვითარების საშველი, ჩემი აზრით, ერთადერთია: განათლებულმა ადამიანებმა წესად უნდა გაიხადონ მესამე კლასით მგზავრობა, რათა ხალხის დამოკიდებულება შეცვალონ, რკინიგზის მესვეურებსაც არ უნდა მივცეთ მოსვენება.
I can think of only one remedy for this awful state of things – that educated men should make a point of travelling third class and reforming the habits of the people, as also of never letting the railway authorities rest in peace.
144034.
განდი | ნაწილი III, თავი XX
დარწმუნებული ვარ, ეს ნამდვილად მოიტანს საგრძნობ გაუმჯობესებას.
This, I am sure, would bring about considerable improvement.
144035.
განდი | ნაწილი III, თავი XX
საუბედუროდ, მძიმე ავადმყოფობამ, რომელიც 1918-1919 წლებში გადავიტანე, მაიძულა უარი მეთქვა მესამე კლასით მგზავრობაზე, რაც ჩემთვის მუდმივი გულდაწყვეტის საგანი გახდა.
My serious illness in 1918-19 has unfortunately compelled me practically to give up third class travelling, and it has been a matter of constant pain to me.
144036.
განდი | ნაწილი III, თავი XX
მაგრამ ახლა მესამე კლასის მგზავრებს თავი გავანებოთ და მივუბრუნდეთ ჩემს თავგადასავალს ბენარესში.
But I shall leave the third class passengers at that, and come to my experiences in Benares.
144037.
განდი | ნაწილი III, თავი XX
იქ დილით ჩავედი.
I arrived there in the morning.
144038.
განდი | ნაწილი III, თავი XX
როგორც კი მატარებლიდან გადმოვედი, უამრავი ბრაჰმანი შემომეხვია.
Numerous Brahmans surrounded me, as soon as I got out of the train.
144039.
განდი | ნაწილი III, თავი XX
არჩევანმა გაამართლა.
It proved to be a good choice.
144040.
განდი | ნაწილი III, თავი XX
სახლის ეზოში ძროხა ება, მე სახლის მეორე სართულზე დამაბინავა.
There was a cow in the courtyard of his house and an upper storey where I was given a lodging.