მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144041.
განდი | ნაწილი III, თავი XX
პანდამ ამისთვის მზადება დაიწყო.
The panda made preparations for it.
144042.
განდი | ნაწილი III, თავი XX
პანდა ხალისით დამთანხმდა.
The panda readily assented.
144043.
განდი | ნაწილი III, თავი XX
„სულ ერთია, მდიდარია თუ ღარიბი მომლოცველი“, — განაცხადა მან.
'Be the pilgrim rich or poor,' said he.
144044.
განდი | ნაწილი III, თავი XX
„ხოლო დაქშინას ოდენობა მომლოცველის ნებასა და შეძლებაზეა დამოკიდებული“.
'But the amount of dakshina we receive depends upon the will and the ability of the pilgrim.'
144045.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ფუჯა თორმეტ საათზე დამთავრდა და მე კაში ვიშვანათის ტაძრისკენ გავემართე დარშანის მისაღებად.
The puja was over at twelve o'clock, and I went to the Kashi Vishvanath temple for darshan.
144046.
განდი | ნაწილი III, თავი XX
იქ ნანახმა ძალიან დამწყვიტა გული.
I was deeply pained by what I saw there.
144047.
განდი | ნაწილი III, თავი XX
როცა 1891 წელს ბომბეიში ვექილად ვმუშაობდი, შესაძლებლობა მომეცა, „პრართანა სამაჯ ჰოლში“ ლექციას დავსწრებოდი თემაზე „კაშის მომლოცველობა“.
When practising as a barrister in Bombay in 1891, I had occasion to attend a lecture on 'Pilgrimage to Kashi' in the Prarthana Samaj hall.
144048.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ამიტომ იმედგაცრუებისათვის ასე თუ ისე მზად ვიყავი.
I was therefore prepared for some measure of disappointment.
144049.
განდი | ნაწილი III, თავი XX
სიმშვიდეს იქ ვერ ჰპოვებდით.
Quiet there was none.
144050.
განდი | ნაწილი III, თავი XX
თვალშისაცემი იყო მედიტაციისა და ზიარებისთვის შესაფერისი გარემოს არარსებობა იქ, სადაც ამას ყველაზე მეტად მოელის კაცი.
Where one expected an atmosphere of meditation and communion, it was conspicuous by its absence.
144051.
განდი | ნაწილი III, თავი XX
შევნიშნე ღვთისმოსავი დედები, მედიტაციაში ღრმად ჩაფლულები რომ მიუყვებოდნენ გზას და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდნენ.
I did observe devout sisters, who were absorbed in meditation, entirely unconscious of the environment.
144052.
განდი | ნაწილი III, თავი XX
მაგრამ ამაში ტაძრის მესვეურებს არანაირი წვლილი არ მოუძღოდათ.
But for this the authorities of the temple could scarcely claim any credit.
144053.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ხელისუფლებას ტაძრის ირგვლივ სუფთა, საამური და უდრტვინველი ფიზიკური და სულიერი ატმოსფეროს შექმნაზე უნდა ეზრუნა.
The authorities should be responsible for creating about the temple a pure, sweet and serene atmosphere, physical as well as moral.
144054.
განდი | ნაწილი III, თავი XX
მე იქ დამხვდა ბაზარი, სადაც გაიძვერა მოვაჭრეები ტკბილეულობასა და მოდურ თოჯინებს ყიდდნენ.
I found a bazaar where cunning shop-keepers were selling sweets and toys of the latest fashion.
144055.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ტაძართან მისულს შესასვლელთან დამჭკნარი ყვავილების აყროლებული ზვინი შემომეგება.
When I reached the temple, I was greeted at the entrance by a stinking mass of rotten flowers.
144056.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ჯანანა-ვაპის (ცოდნის ჭა) მივუახლოვდი.
I went near the Jnana-vapi (Well of knowledge).
144057.
განდი | ნაწილი III, თავი XX
იქ უფლის საძიებლად მივედი, მაგრამ ვერ მივაგენი.
I searched here for God but failed to find Him.
144058.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ამიტომ ვერ ვიყავი მაინცადამაინც კარგ გუნებაზე.
I was not therefore in a particularly good mood.
144059.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ჯანანა-ვაპის მისადგომებიც დაბინძურებული დამხვდა.
The surroundings of the Jnana-vapi too I found to be dirty.
144060.
განდი | ნაწილი III, თავი XX
დაქშინას მისაცემად განწყობილი არ ვიყავი და ამიტომ მხოლოდ ერთი პაი გავიღე.
I had no mind to give any dakshina. So I offered a pie.