მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144001.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
საშუალება მომეცა ცნობილ ბენგალურ ოჯახებს დავკავშირებოდი და საფუძველი ჩაუყარა ჩემს მჭიდრო კავშირს ბენგალიასთან.
It brought me into touch with the foremost Bengali families, and was the beginning of my intimate contact with Bengal.
144002.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
იმ ღირსახსოვარი თვის განმავლობაში განცდილი ბევრი მოგონების გამოტოვება მომიწევს.
I must needs skip over many a reminiscence of this memorable month.
144003.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
განმაცვიფრა მათმა აპათიურმა მდგომარეობამ.
I was pained by their lethargy.
144004.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
ვნახე ოქროს პაგოდა.
I saw the golden pagoda.
144005.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
არ მომეწონა, რომ ტაძარში უთვალავი პატარა სანთელი ენთო, ხოლო ვირთხებმა, რომლებიც წმიდათაწმიდაში დარბოდნენ, მორვის შესახებ სვამი დაიანანდის შთაბეჭდილებები მომაგონა.
I did not like the innumerable little candles burning in the temple, and the rats running about the sanctum brought to my mind thoughts of Swami Dayanand's experience at Morvi.
144006.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
ბირმელი ქალების სილაღემ და ენერგიულობამ იმდენადვე მომხიბლა, რამდენადაც მამაკაცების სიზანტემ დამამწუხრა.
The freedom and energy of the Burmese women charmed just as the indolence of the men pained me.
144007.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
და ჩემმა ხანმოკლე სტუმრობამ დამანახა, რომ, როგორც ბომბეი არ იყო ინდოეთი, ასევე რანგონი არ იყო ბირმა;
I also saw, during my brief sojourn, that just as Bombay was not India, Rangoon was not Burma.
144008.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
ბირმიდან დაბრუნების შემდეგ გოქალეს დავემშვიდობე.
On my return from Burma I took leave of Gokhale.
144009.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
განშორება მიჭირდა, მაგრამ ჩემი საქმე ბენგალში, ან უფრო ზუსტად, კალკუტაში დასრულდა და იქ დარჩენის მიზეზი აღარ მქონდა.
The separation was a wrench, but my work in Bengal, or rather Calcutta, was finished, and I had no occasion to stay any longer.
144010.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
სანამ ინდოეთში ფეხს მოვიკიდებდი, გადავწყვიტე, ქვეყანა მესამე კლასის ვაგონით შემომევლო, თან მესამე კლასის მგზავრების პრობლემებსაც გავეცნობოდი.
Before settling down I had thought of making a tour through India travelling third class, and of acquainting myself with the hardships of third class passengers.
144011.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
პირველად ბენარესში ჩასვლას ვგეგმავდი, რადგან მინდოდა, ჩემი პატივისცემა დამედასტურებინა მისის ბეზანტისათვის, რომელიც იმ დროს ავად იყო.
I planned to go first to Benares to pay my respects to Mrs. Besant, who was then ill.
144012.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
მესამე კლასში სამგზავროდ რაღაც-რაღაცები უნდა მომემარაგებინა.
It was necessary to equip myself anew for the third class tour.
144013.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
თავად გოქალემ საუზმის რკინის სამგზავრო ყუთი მაჩუქა და ტკბილი კვერებითა და პურიებით ამივსო.
Gokhale himself gave me a metal tiffin-box and got it filled with sweet balls and puris.
144014.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
მე თორმეტ ანად ღირებული ტილოს ჩანთა და ჩაიას შალის გრძელი პალტო ვიყიდე.
I purchased a canvas bag worth twelve annas and a long coat made of Chhaya wool.
144015.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
ჩანთაში ეს პალტო, ერთი დჰოტი, პირსახოცი და ერთი პერანგი უნდა ჩამტეოდა.
The bag was to contain this coat, a dhoti, a towel and a shirt.
144016.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
გოქალემ და დოქტორმა რეიმ მატარებლამდე მიმაცილეს.
Gokhale and Dr. Ray came to the station to see me off.
144017.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
ორივეს ვთხოვე, არ შეწუხებულიყვნენ, მაგრამ თავისი არ დაიშალეს.
I had asked them both not to trouble to come, but they insisted.
144018.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
„პირველი კლასით რომ მიდიოდეთ, არ გაგაცილებდით, მაგრამ ახლა უნდა გაგაცილოთ,“ — მითხრა გოქალემ.
'I should not have come if you had gone first class, but now I had to,' said Gokhale.
144019.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
აბრეშუმის ჩალმაში, ქურთუკსა და დჰოტიში იყო გამოწყობილი.
He was in his silk turban, jacket and dhoti.
144020.
განდი | ნაწილი III, თავი XIX
დოქტორ რეის თავისი ბენგალური სამოსი ეცვა.
Dr. Ray was in his Bengali dress.