მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144061.
განდი | ნაწილი III, თავი XX
შემომიკურთხა და მითხრა, ეს შეურაცხყოფა პირდაპირ ჯოჯოხეთში მიგიყვანსო.
He swore at me and said, 'This insult will take you straight to hell.'
144062.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ამას არ შევუშინებივარ.
This did not perturb me.
144063.
განდი | ნაწილი III, თავი XX
„მაჰარაჯ, – ვუთხარი მე, – ბედი რასაც არ უნდა მიქადდეს, თქვენი წოდების ადამიანს არ შეშვენის ასეთი ენით მეტყველება“.
'Maharaj,' said I, 'whatever fate has in store for me, it does not behove one of your class to indulge in such language'.
144064.
განდი | ნაწილი III, თავი XX
„თუ გნებავთ, ეს პაი გამომართვით, თუ – არა, ამასაც დაკარგავთ“.
'You may take this pie if you like, or you will lose that too'.
144065.
განდი | ნაწილი III, თავი XX
„მოშორდი აქედან, — მომიგო მან, — რად მინდა შენი პაი“.
'Go away,' he replied, 'I don't care for your pie.'
144066.
განდი | ნაწილი III, თავი XX
და მერე ისევ მოაყოლა ლანძღვა-გინება.
And then followed a further volley of abuse.
144067.
განდი | ნაწილი III, თავი XX
პაი ავიღე და გზას გავუდექი.
I took up the pie and went my way.
144068.
განდი | ნაწილი III, თავი XX
მაგრამ მაჰარაჯი ის კაცი არ გახლდათ, პაი ხელიდან გაეშვა.
But the Maharaj was hardly the man to let the pie go.
144069.
განდი | ნაწილი III, თავი XX
დამიძახა და მითხრა: – „კარგი, აქ დატოვე ეგ შენი პაი, არ მინდა შენნაირი ვიყო“.
He called me and said, 'All right, leave the pie here, I would rather not be as you are'.
144070.
განდი | ნაწილი III, თავი XX
„თუ პაიზე უარს გეტყვი, შენთვისვე იქნება უარესი“.
'If I refuse your pie, it will be bad for you.'
144071.
განდი | ნაწილი III, თავი XX
უხმოდ გავუწოდე პაი, ამოვიოხრე და წამოვედი.
I silently gave him the pie and, with a sigh, went away.
144072.
განდი | ნაწილი III, თავი XX
იმ შემთხვევის მერე კაში ვიშვანათში კიდევ ორჯერ ვიყავი, მაგრამ უკვე მას შემდეგ, რაც წოდება მაჰათმა მომანიჭეს და იმგვარი თავგადასავლების არსებობა, რაც ზემოთ გიამბეთ, გამოირიცხა.
Since then I have twice been to Kashi Vishvanath, but that has been after I had already been afflicted with the title of Mahatma and experiences such as I have detailed above had become impossible.
144073.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ადამიანები, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, ჩემგან დარშანი მიეღოთ, არ მაცლიდნენ, მეც მიმეღო ტაძრის დარშანი.
People eager to have my darshan would not permit me to have a darshan of the temple.
144074.
განდი | ნაწილი III, თავი XX
მაჰათმების დარდი მხოლოდ მაჰათმებისთვისაა ცნობილი.
The woes of Mahatmas are known to Mahatmas alone.
144075.
განდი | ნაწილი III, თავი XX
თუ ვინმეს ღვთის წყალობაში ეჭვი ეპარება, თვალი გადაავლოს ამ წმინდა ადგილებს.
If anyone doubts the infinite mercy of God, let him have a look at these sacred places.
144076.
განდი | ნაწილი III, თავი XX
რამდენი მისივე წმინდა სახელით ჩადენილი ფარისევლობისა და უღმერთობის ატანა უწევს იოგების ღმერთს?!
How much hypocrisy and irreligion does the Prince of Yogis suffer to be perpetrated in His holy name?
144077.
განდი | ნაწილი III, თავი XX
კაცი რასაც დასთესს, იმას მოიმკისო.
Whatever a man sows, that shall he reap.
144078.
განდი | ნაწილი III, თავი XX
კარმას კანონი ულმობელია და მისი არიდება შეუძლებელია.
The law of Karma is inexorable and impossible of evasion.
144079.
განდი | ნაწილი III, თავი XX
ამდენად, ღმერთის ჩარევა საჭირო აღარაა.
There is thus hardly any need for God to interfere.
144080.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
ბომბეიში დასახლება.
SETTLED IN BOMBAY?