მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144101.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
- მე ვუპასუხე: ,,საქმე ის კი არაა, მეშინია თუ არა“.
I answered: 'It is not a question of my being afraid'.
144102.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
„მისი რატომ უნდა გვეშინოდეს? ვერავალის ჰავა მშვენიერია“.
'Why fear it? The climate of Veraval is lovely'.
144103.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
საჰიბი ქალაქიდან კარგა მოშორებით ცხოვრობდა დიდებულ კარავში, რომელიც ზღვის პირას გაემართათ.
The sahib lived far away from the town in a palatial tent pitched on the seashore.
144104.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
„დროა ხალხმა ღია ცის ქვეშ ცხოვრება ისწავლოს“.
'People must learn to live thus in the open.'
144105.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
ამ ფილოსოფიის წინააღმდეგ დავას აზრი არ ჰქონდა.
It was no use arguing against this philosophy.
144106.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
საჰიბმა თავის შირასტედარს უთხრა: „ჩაინიშნეთ, რაც მისტერ განდიმ გვითხრა.“
The sahib told his shirastedar: 'Make a note of what Mr. Gandhi says'.
144107.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
რა თქმა უნდა, საჰიბი პატიოსნად მოიქცა, როგორც თვითონ მიაჩნდა სწორად.
The sahib of course had honestly done what he thought was the right thing.
144108.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
საიდან უნდა ჰქონოდა წარმოდგენა იმაზე, თუ რა განსაცდელი ადგა საწყალ ინდოეთს?
But how could the man have an idea of the hardships of poor India?
144109.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
საიდან უნდა სცოდნოდა ჩვენი ხალხის გაჭირვება, ჩვევები, თავისებურებები და ადათები?
How was he to understand the needs, habits, idiosyncrasies and customs of the people?
144110.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
რაც გინდა კეთილი ზრახვა ამოძრავებდეს, სპილო ვერასოდეს შეძლებს იფიქროს ისე, როგორც ჭიანჭველა ფიქრობს: ასევე ინგლისელს არ შესწევს უნარი, იაზროვნოს ინდოელების ცნებებით და ამიტომ ვერც კანონებს დაუდგენს მათ.
As the elephant is powerless to think in the terms of the ant, in spite of the best intentions in the world, even so is the Englishman powerless to think in the terms of, or legislate for, the Indian.
144111.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
მიუხედავად ჩემი წარმატებებისა, რაჯკოტში კიდევ ცოტა ხნით დარჩენას ვვარაუდობდი.
In spite of my successes, I had been thinking of staying on in Rajkot for some time longer.
144112.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
ერთ დღეს კევალრამ დავე მესტუმრა და მითხრა: „განდი, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ შენ აქ უქმად ცდებოდე. ბომბეიში უნდა გადსახლდე.“
One day Kevalram Dave came to me and said: 'Gandhi, we will not suffer you to vegetate here. You must settle in Bombay.'
144113.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
– კი მაგრამ ბომბეიში სამუშაოს ვინ მიშოვნის? — ვკითხე მე.
'But who will find work for me there?' I asked.
144114.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
თქვენ უკვე გამოიჩინეთ თავი ჯამნაგარში და ვერავალში, ამიტომ ამაზე არ ვღელავ.
You have proved your worth in Jamnagar and Veraval, and I have therefore not the least anxiety about you.
144115.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
თქვენ საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ხართ დაბადებული.
You are destined to do public work.
144116.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
მაშ ასე, აბა მითხარით, როდის გადმოხვალთ ბომბეიში?
So tell me, when then, you will go to Bombay.'
144117.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
— ნატალიდან ფულის გადმორიცხვას ველოდები.
'I am expecting a remittance from Natal'.
144118.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
როგორც კი მივიღებ, მაშინვე გამოვემგზარები, — მივუგე მე.
'As soon as I get it I will go,' I replied.
144119.
განდი | ნაწილი III, თავი XXI
ფული ორიოდე კვირაში ჩამომივიდა და ბომბეიში წავედი.
The money came in about two weeks, and I went to Bombay.
144120.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
რწმენის გამოცდა.
FAITH ON ITS TRIAL.