მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144121.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ახალ სახლში გადაბარგება ვერ მოვასწარი, რომ ჩემს მეორე ვაჟს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ყვავილი გადაიტანა, ტიფი დაემართა, რასაც ფილტვების ანთება დაერთო.
Scarcely had I moved into my new house when my second son Manilal, who had already been through an acute attack of smallpox some years back, had an attack of typhoid, combined with pneumonia.
144122.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
გამოვიძახეთ ექიმი.
The doctor was called in.
144123.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
მანილალი ჯერ მხოლოდ ათი წლისა იყო.
Manilal was only ten years old.
144124.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
აზრი არ ჰქონდა მეკითხა, რა გირჩევნია-მეთქი.
To consult his wishes was out of the question.
144125.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ექიმი ძალიან გულითადი პარსი კაცი იყო.
The doctor was a very good Parsi.
144126.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
მე მას ავუხსენი, რომ ჩვენ, მთელი ოჯახი ვეგეტარიანელები ვიყავით და ამ ორი საკვებიდან არც ერთის მიცემა არ შემეძლო.
I told him that we were all vegetarians and that I could not possibly give either of the two things to my son.
144127.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
„თქვენი ვაჟის სიცოცხლე საფრთხეშია“, — მითხრა ექიმმა.
'Your son's life is in danger,' said the good doctor.
144128.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
„რა თქმა უნდა, შეგვიძლია წყალში გახსნილი რძე მივცეთ, მაგრამ რძე საკმარისად ნოყიერი ვერ იქნება“.
'We could give him milk diluted with water, but that will not give him enough nourishment'.
144129.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
„ჩემი დაჟინებული რჩევაა, ასე მკაცრად არ მოექცეთ თქვენს ვაჟს“.
'I think you will be well-advised not to be so hard on your son'.
144130.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
„მართალს ბრძანებთ“, – ვუთხარი მე.
'What you say is quite right,' said I.
144131.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
„როგორც ექიმს, უფლება არა გაქვთ სხვაგვარად მოიქცეთ“.
'As a doctor you could not do otherwise'.
144132.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
„მაგრამ მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია“.
'But my responsibility is very great'.
144133.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
„ბიჭი რომ ზრდასრული იყოს, მაშინ, რა თქმა უნდა, შევეცდებოდი მისი სურვილი გამეგო“.
'If the boy had been grown up, I should certainly have tried to ascertain his wishes'.
144134.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
„მაგრამ ახლა მის მაგივრად მე მიწევს ფიქრიც და გადაწყვეტილების მიღებაც“.
'But here I have to think and decide for him'.
144135.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ჩემი აზრით, სწორედ ასეთ დროს ხდება ადამიანის რწმენის გამოცდა.
To my mind it is only on such occasions that a man's faith is truly tested.
144136.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
რელიგია, როგორც მე მესმის მისი არსი, მსგავს ვითარებაშიც კი გვიკრძალავს მე და ჩემს ახლობლებს ხორცისა თუ კვერცხის მიღებას.
Religion, as I understand it, does not permit me to use meat or eggs for me or mine even on occasions like this.
144137.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ.
But I beg of you one thing.
144138.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
„თუ თქვენ დროდადრო მოუსმენთ ჩემს შვილს და მეც ამიხსნით მის მდგომარეობას, ძალიან დამავალებთ.“
'If you will kindly look in from time to time to examine my son and keep me informed of his condition, I shall be grateful to you.'
144139.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
მიუხედავად იმისა, რომ მანილალი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა, მაინც ვუამბე, რაზე ვისაუბრეთ ექიმმა და მე და ვკითხე, რას ფიქრობდა ამის შესახებ.
Though Manilal could not have made his choice, I told him what had passed between the doctor and myself and asked him his opinion.
144140.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
„გეხვეწები, სცადე შენი ჰიდროპათიული მკურნალობა, — მითხრა მან, – კვერცხს ან ქათმის ბულიონს არ შევჭამ.“
'Do try your hydropathic treatment,' he said. 'I will not have eggs or chicken broth.'