მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144181.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ორივეს მკვდარივით გვეძინა.
And each slept like a log.
144182.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
მეორე დილით მანილალს ციებ–ცხელებამ უკლო.
Next morning Manilal had much less fever.
144183.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ახლა უკვე აღარ მეშინოდა.
I had no fear now.
144184.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
მანილალი დღეს ჩემი ბიჭებიდან ყველაზე ჯანმრთელია.
Today Manilal is the healthiest of my boys.
144185.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ვინ იტყვის, რამ განკურნა – უფლის მადლმა, ჰიდროპათიამ თუ სწორად შერჩეულმა დიეტამ და მოვლამ?
Who can say whether his recovery was due to God's grace, or to hydropathy, or to careful dietary and nursing?
144186.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
დაე, ყველამ თავისი რწმენით განსაჯოს.
Let everyone decide according to his own faith.
144187.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
ისევ სამხრეთ აფრიკაში.
TO SOUTH AFRICA AGAIN.
144188.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
მანილალი სრულიად განიკურნა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ გირგაუმის ბინა საცხოვრებლად უვარგისი იყო — ნესტიანი და ბნელი.
Manilal was restored to health, but I saw that the Girgaum house was not habitable. It was damp and ill-lighted.
144189.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
შემოვიარე ბანდრა და სანტა კრუზი.
I wandered about in Bandra and Santa Cruz.
144190.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
გატკოპარი და მისი მიმდებარე ტერიტორია მეტისმეტად შორს იყო ზღვიდან.
Ghatkopar and places near it were too far from the sea.
144191.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
ბოლოს ერთ მშვენიერ ბუნგალოს წავაწყდით სანტა კრუზში და ვიქირავეთ კიდეც, რადგან სანიტარული თვალსაზრისით ყველაზე უკეთ გამოიყურებოდა.
At last we hit upon a fine bungalow in Santa Cruz, which we hired as being the best from the point of view of sanitation.
144192.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
სანტა კრუზიდან ჩერჩგენტამდე პირველი კლასის სეზონური ბილეთი შევიძინე და ის დრო მომაგონდა, რაღაცნაირ სიამაყეს რომ მგვრიდა იმის შეგრძნება, რომ კუპეში პირველი კლასის ერთადერთი მგზავრი ვიყავი.
I took a first class season ticket from Santa Cruz to Churchgate, and remember having frequently felt a certain pride in being the only first class passenger in my compartment.
144193.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
ჩემს პროფესიაში მოსალოდნელზე დიდ წარმატებას მივაღწიე.
I prospered in my profession better than I had expected.
144194.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
მონაწილეობას ვერ ვბედავდი.
I never ventured to take part in it.
144195.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
სხვა დამწყები ვექილების მსგავსად წესად გავიხადე უმაღლეს სასამართლოს განხილვებზე დასწრება.
Like other fresh barristers I made a point of attending the hearing of cases in the High Court.
144196.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
მაშინ ეს მოდაში იყო და სირცხვილადაც არ ითვლებოდა.
It seemed to be the fashion and therefore nothing to be ashamed of.
144197.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკით დავიწყე სარგებლობა, ახალი კონტაქტები დავამყარე.
I began to make use of the High Court library and make fresh acquaintances.
144198.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
კვირაში ორჯერ-სამჯერ მაინც შემოივლიდა ხოლმე ჩემს ოფისში, ხშირად მეგობრებთან ერთად, რომლებიც სურდა, რომ გამეცნო, თან თავის მუშაობის მეთოდზე მესაუბრებოდა.
He peeped in at my chambers twice or thrice every week, often in company with friends whom he wanted me to know, and he kept me acquainted with his mode of work.
144199.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
მაგრამ ღმერთი არც ერთი ჩემი გეგმის განხორციელებას არ მაცლიდა.
But God has never allowed any of my own plans to stand.
144200.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
„აქ ჩემბერლენს ელიან. გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩამოხვიდეთ.“
'Chamberlain expected here. Please return immediately.'