მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144141.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ვიცოდი, რომ სარგებლობის მოტანა მარხვასაც შეეძლო.
I knew as well that fasting also could be tried with profit.
144142.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
სამი დღის განმავლობაში წყალნარევი ფორთოხლის წვენის გარდა არაფერს ვაძლევდი.
I kept him on orange juice mixed with water for three days.
144143.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
მაგრამ ტემპერატურა ფარენგეიტით 104 გრადუსს ქვემოთ არ ჩამოდიოდა.
But the temperature persisted, going up to 104 degree.
144144.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ღამღამობით აბოდებდა.
At night he would be delirious.
144145.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
შიშმა ამიტანა.
I began to get anxious.
144146.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
რას იტყოდა ჩემზე ხალხი?
What would people say of me?
144147.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
რას იფიქრებდა ჩემზე ჩემი უფროსი ძმა?
What would my elder brother think of me?
144148.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ხომ შეგვეძლო, სხვა ექიმი მოგვეყვანა?
Could we not call in another doctor?
144149.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ასეთი აზრები მოსვენებას არ მაძლევდა.
I was haunted by thoughts like these.
144150.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ღმერთს, რასაკვირველია, ეამებოდა, რომ მე ჩემს შვილსაც იმავე მეთოდით ვმკურნალობ, რომლითაც — საკუთარ თავს.
God would surely be pleased to see that I was giving the same treatment to my son as I would give myself.
144151.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ექიმები განკურნების იმედს ვერ მაძლევდნენ.
The doctors could not guarantee recovery.
144152.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა და ღვთის ანაბარა იყო.
The thread of life was in the hands of God.
144153.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
მაშ, რატომ არ უნდა მივნდობოდი მას და მისი სახელით რატომ არ უნდა მეკეთებინა ის, რაც სწორ მკურნალობად მიმაჩნდა?
Why not trust it to Him and in His name go on with what I thought was the right treatment?
144154.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
დადგა ღამე.
It was night.
144155.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
მე მანილალის საწოლში, მის გვერდით ვიწექი.
I was in Manilal's bed lying by his side.
144156.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
გადავწყვიტე, იგი სველ ზეწარში გამეხვია.
I decided to give him a wet sheet pack.
144157.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
ზეწარი დავასველე, გავწურე და მანილალი მასში ისე შევახვიე, რომ მხოლოდ თავი ამოვაყოფინე და მერე ზევიდან ორი თბილი საბანი დავახურე.
I wetted a sheet, wrung the water out of it and wrapped it about Manilal, keeping only his head out, and then covered him with two blankets.
144158.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
თავზე სველი პირსახოცი დავადე.
To the head I applied a wet towel.
144159.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
სხეული გავარვარებულ რკინასავით უხურდა.
The whole body was burning like hot iron.
144160.
განდი | ნაწილი III, თავი XXII
არც კი გაოფლიანებულა.
There was absolutely no perspiration.