მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144201.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
პასუხმაც არ დააყოვნა, ჩემი ოფისი დავთმე და სამხრეთ აფრიკისკენ ავიღე გეზი.
They promptly responded, I gave up the chambers and started for South Africa.
144202.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
ვვარაუდობდი, რომ სამხრეთ აფრიკაში წელიწადზე მეტხანს არ მომიწევდა დარჩენა, ასე რომ, ბუნგალო შევინარჩუნე და ცოლ-შვილი იქ დავტოვე.
I had an idea that the work in South Africa would keep me engaged for at least a year, so I kept the bungalow and left my wife and children there.
144203.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
იმ დროს მიმაჩნდა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც ქვეყნის შიგნით გასაქანი ვერ ეპოვათ, ბედის საძიებლად უცხოეთში უნდა წასულიყვნენ.
I believed then that enterprising youths who could not find an opening in the country should emigrate to other lands.
144204.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
ამიტომ ოთხი თუ ხუთი ახალგაზრდა თან წავიყვანე, მათგან ერთი მაგანლალ განდი იყო.
I, therefore, took with me four or five youths, one of whom was Maganlal Gandhi.
144205.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
მათთვის სხვა სამსახურის შოვნა არც შემეძლო და არც მეწადა, უბრალოდ, მინდოდა, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულიყვნენ.
I neither could nor would secure other service for them; I wanted them to be self-reliant.
144206.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
საუკეთესო შედეგს მაგანლალ განდის დამოძღვრით მივაღწიე.
I had the greatest success in guiding Maganlal Gandhi.
144207.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
მაგრამ ამაზე მოგვიანებით გიამბობთ.
But about this later.
144208.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
ცოლ-შვილთან განშორება, აწყობილი ცხოვრების დანგრევა და მოსალოდნელი გაურკვევლობა — ეს ყოველივე მტანჯავდა, მაგრამ თავი მივაჩვიე გაურკვევლობას.
The separation from wife and children, the breaking up of a settled establishment, and the going from the certain to the uncertain, - all this was for a moment painful, but I had inured myself to an uncertain life.
144209.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
არ უნდა ეძებო რაიმე კონკრეტული ამ ცხოვრებაში, სადაც ყველაფერი, ღმერთის გარდა, რომელიც თავადაა ჭეშმარიტება, გაურკვეველია.
I think it is wrong to expect certainties in this world, where all else but God that is Truth is an uncertainty.
144210.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
ყველაფერი, რაც თავს იჩენს და ჩვენს ირგვლივ ხდება, ასევე გაურკვეველი და წარმავალია.
All that appears and happens about and around us is uncertain, transient.
144211.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
მაგრამ არსებობს ჭეშმარიტების მიღმა მდგარი უმაღლესი არსება.
But there is a Supreme Being hidden therein as a Certainty.
144212.
განდი | ნაწილი III, თავი XXIII
ამ ჭეშმარიტების ძიება გახლავთ წუთისოფლის Summum bonum.
The quest for that Truth is the summum bonum of life.
144213.
განდი | ნაწილი IV, თავი I
მისტერ ჩემბერლენმა შეძლო სამხრეთ აფრიკისგან 35 მილიონი ფუნტი სტერლინგის საჩუქრად მიღება და ინგლისელებისა და ბურების გულის მოგება.
Mr. Chamberlain had come to get a gift of 35 million pounds from South Africa, and to win the hearts of Englishmen and Boers.
144214.
განდი | ნაწილი IV, თავი I
ამიტომ ინდოელების დეპუტაცია ცივად მიიღო.
So he gave a cold shoulder to the Indian deputation.
144215.
განდი | ნაწილი IV, თავი I
კარგად მოგეხსენებათ – ბრძანა მან, – იმპერიის მთავრობას არცთუ დიდი გავლენა აქვს თვითმმართველ კოლონიებზე.
'You know,' he said 'that the Imperial Government has little control over selfgoverning Colonies'.
144216.
განდი | ნაწილი IV, თავი I
– მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება.
'I shall do what I can'.
144217.
განდი | ნაწილი IV, თავი I
– თქვენ კი უნდა ეცადოთ ურთიერთობების მოგვარებას ევროპელებთან, თუკი მათთან ერთად გსურთ ცხოვრება.
'But you must try your best to placate the Europeans, if you wish to live in their midst.'
144218.
განდი | ნაწილი IV, თავი I
მეც გამიცრუვდა იმედი.
I was also disappointed.
144219.
განდი | ნაწილი IV, თავი I
ყველას თვალი აგვეხილა და მივხვდი, რომ ყველაფერი de novo უნდა დაგვეწყო.
It was an eye-opener for us all, and I saw that we should start with everything de novo.
144220.
განდი | ნაწილი IV, თავი I
ჩემს კოლეგებს არსებული ვითარება გავაცანი.
I explained the situation to my colleagues.