მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144241.
განდი | ნაწილი IV, თავი II
საყოველთაოდ მიღებულია, რომ დიდი ომის დასრულების შემდეგ მთავრობას დროებით საგანგებო უფლებებს მიანიჭებენ ხოლმე.
It is a general practice, on the termination of a big war, to invest the Government of the day with special powers.
144242.
განდი | ნაწილი IV, თავი II
სამხრეთ აფრიკაშიც სწორედ ასე მოხდა.
This was the case in South Africa.
144243.
განდი | ნაწილი IV, თავი II
მთავრობამ გამოსცა „მშვიდობის შენარჩუნების ბრძანებულება“, რომლის თანახმად, ტრანსვაალში უსაშვოდ შესული ნებისმიერი ადამიანი უნდა დაეკავებინათ და დაეპატიმრებინათ.
The Government had passed a Peace Preservation Ordinance, which provided that anyone entering the Transvaal without a permit should be liable to arrest and imprisonment.
144244.
განდი | ნაწილი IV, თავი II
ამ ბრძანებულების საფუძველზე, ჩემი დაპატიმრების საკითხი დააყენეს, მაგრამ არავის ჰყოფნიდა სითამამე, ჩემთვის საშვის წარდგენა მოეთხოვა.
The question of arresting me under this provision was mooted, but no one could summon up courage enough to ask me to produce my permit.
144245.
განდი | ნაწილი IV, თავი II
მაგრამ ეს ის ხალხი არ გახლდათ, ვინც ამგვარ გაწბილებას შეეგუებოდა.
But they were not the men to be defeated by such disappointment.
144246.
განდი | ნაწილი IV, თავი II
მართალია, ტრანსვაალში წარმატებით მოვახერხე შესვლა, მაგრამ ხელისუფლებას მარტივად შეეძლო, ჩემთვის მისტერ ჩემბერლენთან შეხვედრა ჩაეშალა.
Though I had succeeded in entering the Transvaal, the government could still successfully prevent me from waiting on Mr. Chamberlain.
144247.
განდი | ნაწილი IV, თავი II
რასაკვირველია, იმ დროს რასობრივი დისკრიმინაცია სამხრეთ აფრიკის ყველა კუთხეში არსებობდა, მაგრამ არ ველოდი, რომ აქაური თანამდებობის პირებს შორის ისეთსავე ბინძურ და მზაკვრულ გარიგებებს წავაწყდებოდი, როგორსაც ინდოეთში ვიყავი ჩვეული.
Colour prejudice was of course in evidence everywhere in South Africa, but I was not prepared to find here the dirty and underhand dealing among officials that I was familiar with in India.
144248.
განდი | ნაწილი IV, თავი II
თავიდან დეპარტამენტის უფროსთან, ცეილონელ ჩინოვნიკთან მისვლა მიბრძანეს.
I was first summoned to see the chief of the department, an officer from Ceylon.
144249.
განდი | ნაწილი IV, თავი II
არანაირი წერილობითი შეტყობინება არ მიმიღია.
No written order was sent to me.
144250.
განდი | ნაწილი IV, თავი II
ინდოელთა თავკაცებს ხშირად უწევდათ აზიელ ჩინოვნიკებთან მისვლა.
Indian leaders often had to visit the Asiatic officers.
144251.
განდი | ნაწილი IV, თავი II
ასეთებს შორის იყო აწ გარდაცვლილი თიებ ჰაჯი ხანმაჰომედიც.
Among these was the late Sheth Tyeb Haji Khanmahomed.
144252.
განდი | ნაწილი IV, თავი II
თანამდებობის პირმა სწორედ მას ჰკითხა, ვინ ვიყავი და რატომ ჩამოვედი პრეტორიაში.
The chief of the office asked him who I was and why I had come in Pretoria.
144253.
განდი | ნაწილი IV, თავი II
– ჩვენი მრჩეველია, — უთქვამს თიებ შეთს, — და აქ ჩვენი თხოვნით ჩამოვიდა.
'He is our adviser,' said Tyeb Sheth, 'and he has come here at our request.'
144254.
განდი | ნაწილი IV, თავი II
— აბა ჩვენ რის მაქნისები ვართ?
'Then what are we here for?
144255.
განდი | ნაწილი IV, თავი II
— განა სწორედ თქვენს დასაცავად არ დაგვნიშნეს აქ?
'Have we not been appointed to protect you?'
144256.
განდი | ნაწილი IV, თავი II
— რა უნდა იცოდეს განდიმ აქაური ყოფის შესახებ? — უკითხავს ავტოკრატს.
'What can Gandhi know of the conditions here?' asked the autocrat.
144257.
განდი | ნაწილი IV, თავი II
„მაგრამ განდი ჩვენებური კაცია“.
'But Gandhi is our man'.
144258.
განდი | ნაწილი IV, თავი II
„მან ჩვენი ენა იცის და ესმის ჩვენი“.
'He knows our language and understands us'.
144259.
განდი | ნაწილი IV, თავი II
საჰიბთან თიებ შეთისა და სხვა ინდოელების თანხლებით შევედი.
I went to the Sahib in company with Tyeb Sheth and others.
144260.
განდი | ნაწილი IV, თავი II
დაჯდომა არც კი შემოუთავაზებია, ყველანი ფეხზე ვიდექით.
No seats were offered, we were all kept standing.