მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144221.
განდი | ნაწილი IV, თავი I
ნატალიდან ტრანსვაალისკენ გაეშურა.
From Natal he hastened to the Transvaal.
144222.
განდი | ნაწილი IV, თავი I
მე იქაური ინდოელების მდგომარეობაზეც უნდა შემედგინა წერილი და გადამეცა მისთვის.
I had to prepare the case for the Indians there as well and submit it to him.
144223.
განდი | ნაწილი IV, თავი I
მაგრამ პრეტორიამდე როგორ უნდა მიმეღწია?
But how was I to get to Pretoria?
144224.
განდი | ნაწილი IV, თავი I
იქ არც სურსათ-სანოვაგე იშოვებოდა და არც — ტანსაცმელი.
There were neither provisions nor clothing available.
144225.
განდი | ნაწილი IV, თავი I
ლტოლვილებსაც კი არ ჰქონდათ დაბრუნების ნება მანამდე, ვიდრე მაღაზიები არ მომარაგდებოდა სურსათ-სანოვაგით.
Even refugees could not be allowed to return until the shops were ready with provisions.
144226.
განდი | ნაწილი IV, თავი I
ამრიგად, ყოველი ტრანსვაალელი ვალდებული იყო, საშვი ჰქონოდა.
Every Transvaaller had therefore to obtain a permit.
144227.
განდი | ნაწილი IV, თავი I
ევროპელებს არ უჭირდათ საშვის მიღება, მაგრამ ინდოელებისთვის ეს არცთუ იოლი საქმე გახლდათ.
The European had no difficulty in getting a permit, but the Indian found it very hard.
144228.
განდი | ნაწილი IV, თავი I
ომის დროს ინდოეთიდან და ცეილონიდან სამხრეთ აფრიკაში ბევრი ჩინოვნიკი და სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა.
During the War many officers and soldiers had come to South Africa from India and Ceylon.
144229.
განდი | ნაწილი IV, თავი I
და რადგან უამრავ ადამიანს სურდა ტრანსვაალში დაბრუნება, შეიქმნა შუამავლებისა და გადამყიდველების უზარმაზარი არმია, რომლებიც ჩინოვნიკებთან ერთად ძარცვავდნენ ათასობით საბრალო ინდოელს.
And as there were large numbers wishing to return to the Transvaal, there grew up an army of intermediaries or touts, who, with the officers, looted the poor Indians to the tune of thousands.
144230.
განდი | ნაწილი IV, თავი I
ასე რომ, ჩემთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა.
Thus there seemed to be no way open to me.
144231.
განდი | ნაწილი IV, თავი I
დახმარებისათვის ჩემს ძველ მეგობარს, დურბანის პოლიციის სუპერინტენდანტს მივმართე და ვუთხარი: ,,გთხოვთ, საშვის მიღებაში დამეხმაროთ“.
I went to my old friend, the Police Superintendent of Durban, and said to him: 'Please help me to obtain a permit'.
144232.
განდი | ნაწილი IV, თავი I
,,თქვენ მაინც ხომ იცით, რომ მე ტრანსვაალის რეზიდენტი ვარ.“
'You know that I have been a resident of the Transvaal.'
144233.
განდი | ნაწილი IV, თავი I
მან მაშინვე დაიხურა ქუდი, გარეთ გავიდა და საშვი მომიტანა.
He immediately put on his hat, came out and secured me a permit.
144234.
განდი | ნაწილი IV, თავი I
ჩემი მატარებლის გასვლამდე ერთი საათიც აღარ რჩებოდა.
There was hardly an hour left before my train was to start.
144235.
განდი | ნაწილი IV, თავი I
სუპერინტენდანტს მადლობა გადავუხადე და პრეტორიაში გავემგზავრე.
I thanked Superintendent Alexander and started for Pretoria.
144236.
განდი | ნაწილი IV, თავი I
ახლა უკვე შეიძლებოდა, მოსალოდნელ სიძნელეებზე მეფიქრა.
I now had a fair idea of the difficulties ahead.
144237.
განდი | ნაწილი IV, თავი I
არ მახსოვს, დურბანში ინდოელებისათვის ოდესმე წინასწარ მოეთხოვოთ მათი წარმომადგენლების სახელების მითითება.
In Durban I do not recollect the Indians having been asked to submit in advance the names of their representatives.
144238.
განდი | ნაწილი IV, თავი I
მაგრამ ამ მძიმე, თუმცა კი სასეირო თავგადასავლის აღწერას კიდევ ერთი თავი დასჭირდება.
But another chapter is necessary for this painful though amusing incident.
144239.
განდი | ნაწილი IV, თავი II
აზიელი ავტოკრატები.
AUTOCRATS FROM ASIA.
144240.
განდი | ნაწილი IV, თავი II
კანონით დაპატიმრება მემუქრებოდა!
I was liable to be arrested!