მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144281.
განდი | ნაწილი IV, თავი III
გაწეული ღვაწლისთვის ჯილდოს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კეთილი საქმე საბოლოოდ კეთილ ნაყოფს გამოიღებს.
We may not look forward to any reward for our labours, but it is my firm conviction that all good action is bound to bear fruit, in the end.
144282.
განდი | ნაწილი IV, თავი III
„დავივიწყოთ წარსული და ამჟამად ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანაზე ვიფიქროთ“.
'Let us forget the past and think of the task before us.'
144283.
განდი | ნაწილი IV, თავი III
„მართალი გითხრათ, საქმე, რომლისთვისაც მომიწვიეთ, ამოწურულია“.
'To tell you the truth, the work for which you had called me is finished'.
144284.
განდი | ნაწილი IV, თავი III
„მაგრამ დარწმუნებული ვარ, ტრანსვაალი არასგზით არ უნდა მივატოვო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ შინ წასვლის ნებას დამრთავთ“.
'But I believe I ought not to leave the Transvaal, so far as it is possible, even if you permit me to return home'.
144285.
განდი | ნაწილი IV, თავი III
„ერთი წლის განმავლობაში არც კი უნდა ვიფიქრო ინდოეთში დაბრუნებაზე“.
'I must no longer think of returning to India within a year'.
144286.
განდი | ნაწილი IV, თავი III
„მისტერ ჩემბერლენის უარი ჩემს მიღებაზე, ან სახელმწიფო მოხელის მიერ მოყენებული შეურაცხყოფა რა მოსატანია მთელი სათვისტომოს შეურაცხყოფასთან?!“
The facts that Mr. Chamberlain refused to see me and that the official insulted me, are nothing before the humiliation of the whole community.
144287.
განდი | ნაწილი IV, თავი III
„ხოლო იმ ძაღლურ ცხოვრებასთან შეგუება, რაც ყოველივე ამას მოჰყვება, შეუძლებელი იქნება“.
'It will become impossible to put up with the veritable dog's life that we shall be expected to lead.'
144288.
განდი | ნაწილი IV, თავი III
პრეტორიისა და იოჰანესბურგის ინდოელ მოსახლეობასთან ყველა საკითხი შევათანხმე და საბოლოოდ გადავწყვიტე, იოჰანესბურგში ოფისი გამეხსნა.
So I set the ball rolling, discussed things with Indians in Pretoria and Johannesburg, and ultimately decided to set up office in Johannesburg.
144289.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
მსხვერპლის გაღების სულისკვეთება.
QUICKENED SPIRIT OF SACRIFICE.
144290.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
ჩემს მომავალ კეთილდღეობაზე ისე გამიბა საუბარი, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.
As though we were old friends he discussed my future welfare.
144291.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
„თქვენი სტატუსის ყველა მამაკაცს ამერიკაში სიცოცხლე დაზღვეული აქვს”.
'All men of your status in America have their lives insured'.
144292.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
„ამერიკაში დაზღვევა ლამის რელიგიურ მოვალეობად მიგვაჩნია”.
'We in America regard it as a religious obligation to get insured'.
144293.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
მე თვალწინ ჩემი ცოლი და შვილები მედგნენ.
I had before my mind's eye a picture of my wife and children.
144294.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
„შენ შენს ცოლს მთელი სამკაულები გაუყიდე, – ვუთხარი ჩემს თავს.
'Man, you have sold almost all the ornaments of your wife,' I said to myself.
144295.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
— რამე რომ დაგემართოს, შენს ცოლსა და შვილებზე ზრუნვა ისევ შენს საწყალ ძმას დააწვება მხრებზე.
'If something were to happen to you, the burden of supporting her and the children would fall on your poor brother'.
144296.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
ამ და სხვა ამგვარი არგუმენტებით დავიყოლიე საკუთარი თავი, 10 000 რუპიად დავზღვეულიყავი.
With these and similar arguments I persuaded myself to take out a policy for Rs. 10,000.
144297.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
იმ პერიოდში, განსაცდელის ჟამს, ყოველ ნაბიჯს ღვთის სახელითა და მისთვის მსახურებისთვის ვდგამდი.
All the steps I took at this time of trial were taken in the name of God and for His service.
144298.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
არ ვიცოდი, რამდენ ხანს მომიწევდა სამხრეთ აფრიკაში დარჩენა.
I did not know how long I should have to stay in South Africa.
144299.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
თანაც ვშიშობდი, ვაითუ, ინდოეთში ვერასოდეს დავბრუნდე-მეთქი, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ცოლი და შვილები ჩამომეყვანა და თვითონ მეზრუნა მათ რჩენაზე.
I had a fear that I might never be able to get back to India: so I decided to keep my wife and children with me and earn enough to support them.
144300.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
ამ გადაწყვეტილებამ მანანებინა, რომ დავეზღვიე და უხერხულობის გრძნობა დამეუფლა, სადაზღვევო აგენტის მახეში რომ გავები.
This plan made me deplore the life policy and feel ashamed of having been caught in the net of the insurance agent.