მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144301.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
თუკი ჩემი ძმა მართლა მამობას მიწევს, გავიფიქრე მე, მაშინ რა თქმა უნდა, არც იმას ჩათვლის მძიმე ტვირთად, ჩემს ქვრივს შეეწიოს, თუ აქამდე მივა საქმე.
If, I said to myself, my brother is really in the position of my father, surely he would not consider it too much of a burden to support my widow, if it came to that.
144302.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
ანკი რატომ ვფიქრობ, რომ სიკვდილი სხვებზე ადრე მეწვევა?
And what reason had I to assume that death would claim me earlier than the others?
144303.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
ბოლოს და ბოლოს, ნამდვილი მფარველი ყოვლისშემძლე ღმერთია და არა — მე ან ჩემი ძმა.
After all the real protector was neither I nor my brother, but the Almighty.
144304.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
რატომ არ უნდა ჩამეთვალა ჩემი თავი ერთ-ერთ მათგანად?
Why should I not count myself as one of them?
144305.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
გონებაში უამრავი ასეთი აზრი მიტრიალებდა, მაგრამ მაშინვე როდი ვიმოქმედე.
A multitude of such thoughts passed through my mind, but I did not immediately act upon them.
144306.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
გარემოებაც უწყობდა ხელს ჩემს ასეთ ფიქრებს.
Outward circumstances too supported this train of my thought.
144307.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
სამხრეთ აფრიკაში ჩემი პირველი ჩამოსვლისას ქრისტიანების გავლენამ რელიგიური გრძნობა შემინარჩუნა.
During my first sojourn in South Africa it was Christian influence that had kept alive in me the religious sense.
144308.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
მისტერ რიტჩი თეოსოფი გახლდათ და იოჰანესბურგში თავის თეოსოფ თანამოაზრეებს დამაკავშირა.
Mr. Ritch was a theosophist and put me in touch with the society at Johannesburg.
144309.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
ყოველდღე ვმართავდი რელიგიურ საუბრებს მათთან.
I had religious discussions with them every day.
144310.
განდი | ნაწილი IV, თავი IV
თეოსოფიის წამყვანი იდეა ადამიანებს შორის ძმობის დანერგვა და ხელშეწყობაა.
The chief thing about theosophy is to cultivate and promote the idea of brotherhood.
144311.
განდი | ნაწილი IV, თავი V
თვითანალიზის შედეგი.
RESULT OF INTROSPECTION.
144312.
განდი | ნაწილი IV, თავი V
იმ დროს, ბუნებრივია, ინდუიზმს ვსწავლობდი.
At that time I naturally studied Hinduism.
144313.
განდი | ნაწილი IV, თავი V
1903 წელს მდგომარეობა ერთგვარად შეიცვალა.
In 1903 the position was somewhat changed.
144314.
განდი | ნაწილი IV, თავი V
რა თქმა უნდა, თეოსოფ მეგობრებს ჩემი თავიანთ საზოგადოებაში მიზიდვის სურვილი ამოძრავებდათ, ოღონდ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩემგანაც, როგორც ინდუსისგან, მიეღოთ რაღაც.
Theosophist friends certainly intended to draw me into their society, but that was with a view to getting something from me as a Hindu.
144315.
განდი | ნაწილი IV, თავი V
მაგრამ, რაკი მათ სწამდათ სანსკარა (წინარე დაბადებით განპირობებული მიდრეკილებები) და პუნარჯანმა (ხელახალი დაბადება), ვარაუდობდნენ, რომ მცირე დახმარებას მაინც გავუწევდი.
But being believers in samskara (tendencies caused by previous births) and punarjanma (rebirth), they assumed that I should be able to render at least some help.
144316.
განდი | ნაწილი IV, თავი V
მომიხდა პატანჯალის იოგა სუტრების წაკითხვა ერთ მეგობართან ერთად.
I had to read Patanjali's Yoga Sutras with one friend.
144317.
განდი | ნაწილი IV, თავი V
მქონდა ერთი თუ ორი თარგმანი, რომელთა მეშვეობით სანსკრიტზე დაწერილი ორიგინალის გაგებას ვცდილობდი.
I had one or two translations, by means of which I tried to understand the original Sanskrit.
144318.
განდი | ნაწილი IV, თავი V
ასევე განვიზრახე, ყოველდღე ერთი ან ორი ლექსი ზეპირად დამესწავლა.
I decided also to get by heart one or two verses every day.
144319.
განდი | ნაწილი IV, თავი V
თხუტმეტი წუთი კბილების გამოსახეხად და ოცი წუთი აბაზანის მისაღებად.
Fifteen minutes for the toothbrush and twenty for the bath.
144320.
განდი | ნაწილი IV, თავი V
პირველს დასავლური წესით ფეხზე მდგომი ვასრულებდი.
The first I used to do standing in Western fashion.