მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144341.
განდი | ნაწილი IV, თავი V
უკვე სიკვდილის სარეცელზე მყოფმა, გააცნობიერა, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო და გულისამაჩუყებელი წერილი მომწერა.
When almost on his death-bed, he realized that my step had been right and wrote me a most pathetic letter.
144342.
განდი | ნაწილი IV, თავი V
ბოდიშს მიხდიდა, ისე, როგორც მხოლოდ მამამ შეიძლება შვილს მოუხადოს ბოდიში.
He apologized to me, if indeed a father may apologize to his son.
144343.
განდი | ნაწილი IV, თავი V
მისი შვილები კი აღიზარდნენ ძველ, ტრადიციულ გარემოში.
His sons had been brought up in the old atmosphere.
144344.
განდი | ნაწილი IV, თავი V
ეს მათი ბრალი არ ყოფილა.
It was not their fault.
144345.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
ვეგეტარიანიზმისთვის გაღებული მსხვერპლი.
A SACRIFICE TO VEGETARIANISM.
144346.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
იოჰანესბურგში ერთი ვეგეტარიანული რესტორანი არსებობდა.
There was in Johannesburg a vegetarian restaurant.
144347.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
საკმაოდ დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა.
Her circle of friends was fairly large.
144348.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
ჩემი კლიენტები თავიანთ თანხებს სადეპოზიტო შენატანის სახით ჩემთან ინახავდნენ.
My clients used to keep sums as deposits with me.
144349.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
თავიდან სამხრეთ აფრიკაში ხელშეკრულებით მოჯამაგირედ ჩამოვიდა.
He had originally come to South Africa as an indentured labourer.
144350.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
მან მითხრა, თუ გნებავთ, მიეცით ფული.
He said: 'Give away the money, if you like'.
144351.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
ამ საქმისა არაფერი გამეგება.
I know nothing in these matters.
144352.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
მას ბადრი ერქვა, შემდგომში დიდი როლი ითამაშა სატიაგრაჰაში.
His name was Badri. He afterwards took a prominent part in Satyagraha.
144353.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
ამ ფულის გამოყენება ბევრი სხვა მიზნისთვისაც შემეძლო.
There were many other purposes to which I could have applied this amount.
144354.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
რა სინდისით უნდა დამეღალატებინა მიმნდობი ბადრი?
But how could trusting Badri be allowed to suffer?
144355.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
ჩემ გარდა არავის იცნობდა.
He had known me only.
144356.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
ერთმა ჩემმა კლიენტმა, რომელსაც ამ გარიგების ამბავი გავანდე, სიყვარულით დამტუქსა წინდაუხედაობისთვის.
A client friend to whom I spoke about this transaction sweetly chided me for my folly.
144357.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
„ბაი, (იმ დროს საბედნიეროდ „მაჰათმა“, კი არა, ჯერ „ბაპუც“ (მამა) კი არ ვიყავი და მეგობრები ამ საალერსო სახელით მომმართავდნენ, რაც ნიშნავს „ძმას“) — ეგ არ უნდა გექნათ, — მითხრა მან.
'Bhai,' - I had fortunately not yet become 'Mahatma', nor even 'Bapu' (father), friends used to call me by the loving name of 'Bhai' (brother) - said he, 'this was not for you to do'.
144358.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
— ჩვენ ბევრი რამით ვართ თქვენზე დამოკიდებული.
'We depend upon you in so many things'.
144359.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
მაგ თანხას ვეღარასოდეს დაიბრუნებთ.
You are not going to get back this amount.
144360.
განდი | ნაწილი IV, თავი VI
ვიცი, იმას არ დაუშვებთ, რომ ბადრი გაუბედურდეს.
I know you will never allow Badri to come to grief.