მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144321.
განდი | ნაწილი IV, თავი V
ამიტომ პირდაპირ კედელზე ქაღალდის პატარა ბარათები მივაკარი, რომელზეც გიტადან სტროფები ეწერა და დროდადრო ვუყურებდი ხოლმე მეხსიერების გასავარჯიშებლად.
So on the wall opposite I stuck slips of paper on which were written the Gita verses and referred to them now and then to help my memory.
144322.
განდი | ნაწილი IV, თავი V
ეს დრო დღიური ნორმის დასაზეპირებლად და უკვე ნასწავლი ლექსების გასახსენებლად საკმარისი იყო.
This time was found sufficient for memorizing the daily portion and recalling the verses already learnt.
144323.
განდი | ნაწილი IV, თავი V
მახსოვს, ასე ცამეტი თავი დავისწავლე.
I remember having thus committed to memory thirteen chapters.
144324.
განდი | ნაწილი IV, თავი V
ჩემთვის გიტა ქცევის შეუცთომელი სახელმძღვანელო გახდა.
To me the Gita became an infallible guide of conduct.
144325.
განდი | ნაწილი IV, თავი V
სიტყვებმა, როგორიცაა აპირაგრაჰა (უპოვარება) და სამაბჰავა (თანასწორობა) ჩემი ყურადღება მიიპყრეს.
Words like aparigraha (nonpossession) and samabhava (equability) gripped me.
144326.
განდი | ნაწილი IV, თავი V
როგორ აღვზარდოთ ჩვენში და შევინარჩუნოთ ასეთი თანასწორობა, აი, ეს არის ამოცანა.
How to cultivate and preserve that equability was the question.
144327.
განდი | ნაწილი IV, თავი V
როგორ უნდა დათმოს ყველანაირი საკუთრება ?
How was one to divest oneself of all possessions?
144328.
განდი | ნაწილი IV, თავი V
განა, თავად სხეული საკუთრება არ არის?
Was not the body itself possession enough?
144329.
განდი | ნაწილი IV, თავი V
განა, ცოლ-შვილი საკუთრება არ არის?
Were not wife and children possessions?
144330.
განდი | ნაწილი IV, თავი V
უნდა მეთქვა უარი ყველაფერზე, რაც ჩემი იყო და მას გავყოლოდი?
Was I to give up all I had and follow Him?
144331.
განდი | ნაწილი IV, თავი V
პასუხმა არ დააყოვნა: მას ვერ გავყვებოდი, თუ არ დავთმობდი ყველაფერს, რაც გამაჩნდა.
Straight came the answer: I could not follow Him unless I gave up all I had.
144332.
განდი | ნაწილი IV, თავი V
ინგლისური სამართლის ცოდნა გამომადგა.
My study of English law came to my help.
144333.
განდი | ნაწილი IV, თავი V
იურისპრუდენციისადმი პატივისცემა მომემატა.
My regard for jurisprudence increased.
144334.
განდი | ნაწილი IV, თავი V
მასში რელიგია აღმოვაჩინე.
I discovered in it religion.
144335.
განდი | ნაწილი IV, თავი V
მივხვდი, რომ გიტას სწავლება უპოვარების შესახებ იმას ნიშნავდა, რომ, ვისაც სულის ცხონება სწადია, მეურვესავით უნდა იქცეოდეს, რომელიც, მართალია, უდიდეს ქონებას განაგებს, მაგრამ პირად საკუთრებად მისი მცირე ნაწილიც კი არ მიაჩნია.
I understood the Gita teaching of non-possession to mean that those who desired salvation should act like the trustee who, though having control over great possessions, regards not an iota of them as his own.
144336.
განდი | ნაწილი IV, თავი V
ვიწამე, რომ ღმერთი, რომელმაც შექმნა ჩემი ცოლი და შვილები, ისევე, როგორც თავად მე, იზრუნებდა მათზე.
I had become convinced that God, who created my wife and children as well as myself, would take care of them.
144337.
განდი | ნაწილი IV, თავი V
გამიჭირდა ჩემი ძმის დარწმუნება.
I could not easily make my brother understand this.
144338.
განდი | ნაწილი IV, თავი V
ჩემმა ძმამ ჩემზე უარი თქვა და გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა.
My brother gave me up and stopped all communication.
144339.
განდი | ნაწილი IV, თავი V
მაგრამ ამას ჩემი ძმის მიმათ ერთგულებაზე არ უმოქმედია.
But that did not affect my devotion to my brother.
144340.
განდი | ნაწილი IV, თავი V
სიცოცხლის ბოლოს მან სწორად შეაფასა ჩემი ნაბიჯი.
Near the end of his life, however, he appreciated my view-point.