მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144401.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
OECD საშუალო მაჩვენებლის მიხედვით პროფესიული განათლების სტუდენტთა 65% ჩართულია მხოლოდ ე.წ "school based" პროგრამებში, ხოლო დანარჩენი 35% კი, კომბინირებულ სწავლების რეჟიმს იყენებს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საწარმოს გათვალისწინებით.
According to the OECD average, 65% of vocational students are enrolled in so-called "school-based" programs only, while the remaining 35% use a combined mode of instruction, taking into account an educational institution and an enterprise.
144402.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
საწარმოთა ფუნქციონირების შეჩერებამ, ცხადია შეაჩერა შეგირდების მომზადების პროგრამებიც.
The shutdown of the enterprises has clearly suspended apprenticeship programs.
144403.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
საქართველოს ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად მნიშვნელოვანი რყევებისა 2005-დან 2019 წლამდე 5.3% შეადგენდა.
Georgia’s economic growth, despite significant fluctuations from 2005 to 2019, amounted to 5.3%.
144404.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
სიღარიბის მაჩვენებელი, 2019 წელს 30%-დან შემცირდა 14%-მდე, თუმცა COVID -19 პანდემია გამოიწვევს დადებითი მაჩვენებლების გაუარესებას 2020 წელს, რაც აისახება დასაქმებისა და შემოსავლების შემცირებაში და სიღარიბის მაჩვენებლის 2.8%-ით გაზრდაში.
The poverty rate declined from 30% to 14% in 2019, although the COVID-19 pandemic will lead to a worsening of positive indicators in 2020 being reflected in a decline in employment and income and an increase in poverty by 2.8%.
144405.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ეკონომიკური პროცესების შენელება, ბიზნესის პასიური როლი უარყოფითად აისახება სამუშაო ძალის განვითარებაზე საქართველოში და ეს ზოგადი სურათი უდიდეს გავლენას ახდენს პროფესიული განათლების სისტემის განვითარებასა და ადექვატურ დაგეგმვაზე.
The slowdown in economic processes, the passive role of business have a negative impact on the development of the labor force in Georgia, and this general picture has a great impact on the development of the vocational education system and adequate planning.
144406.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
სამუშაო ბაზარზე მოთხოვნის კომპონენტის არასტაბილურობამ, შეცვლილმა ყოველდღიურმა ცხოვრებამ, ფუნდამენტურად შეცვალა პროფესიული განათლების მიწოდების თავისებურება.
The instability of the demand component in the labor market and changed daylife radically changed the specifics of the supply of vocational education.
144407.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ისევე როგორც განათლების სხვა საფეხურებზე გაძლიერდა დისტანციური სწავლების საჭიროება და არსებული პროცედურების, პარტნიორობის, მეთოდოლოგიებისა და მიდგომების ტრანსფორმაციის აუცილებლობა.
As with other levels of education, there has been an increased need for distance learning and the need for transformation of existing procedures, partnerships, methodologies and approaches.
144408.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ზემოაღნიშნული ზოგადი მიმოხილვა ცხადყოფს, რომ პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის და განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის, 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება ყველა ჩართული მხარის/უწყების განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგია.
The above general overview shows that the implementation of the Strategy for Vocational Education Reform and the Action Plan of the Unified Education and Science Strategy for 2020 is the result of special efforts of all stakeholders / agencies.
144409.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
საანგარიშო პერიოდი მეტწილად მოიცავს ე.წ „გონივრულ გადაწყვეტილებებს“, კრიზისის მართვას, ახალი რეალობის გათვალისწინებით მეტ ორიენტაციას დაგეგმვასა და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერაზე.
The reporting period mainly includes the so-called "smart solutions", crisis management, more orientation to planning and methodological support in the light of new realities.
144410.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
რაც პანდემიის დასრულების/შენელების შემდეგ შექმნის კარგ საფუძველს მეტი ძალისხმევა წარიმართოს სწორედ განხორციელებისა და შეფასების კომპონენტებზე.
Which after the pandemic ends / slows down, will provide a good basis for putting more effort into the implementation and evaluation components.
144411.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
შესაბამისად, ყველა ურთიერთდაკავშირებულ სექტორში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა, გავლენას ახდენს განვითარების იმ ტემპზე რაც პროფესიულმა განათლებამ წლების წინ აიღო და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის მაჩვენებლები/ინდიკატორები, მეტწილად პანდემიის უარყოფით ზეგავლენების და კრიზისული მდგომარეობის შედეგია.
Consequently, the unfavorable situation in all interconnected sectors affects the pace of development of vocational education gained for many years ago, and it should be noted that the indicators for 2020 are largely the result of the negative consequences of the pandemic and the crisis situation.
144412.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა და სისტემის ინტერნაციონალიზაცია.
Compliance of vocational education with the labor market requirements and the internationalization of the system.
144413.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია, მისი მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სისტემის განვითარების ისეთი ორიენტირების შექმნაზე, რომლებიც სწრაფად ცვალებად სამყაროში, უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხო, ადამიანური კაპიტალის ფორმირებას.
Georgia’s Vocational Education Reform Strategy, taking into account its goals and objectives, pays special attention to setting benchmarks for the development of a system that, in a rapidly changing world, ensure the formation of human capital in response to the needs of the labor market.
144414.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
პროფესიული განათლების მნიშვნელობა ხაზგასმულია არაერთ პოლიტიკის დოკუმენტში და მისი მოდერნიზაციის პროცესი სამთავრობო პრიორიტეტს წარმოადგენს.
The importance of vocational education is highlighted in a number of policy documents, and the process of its modernization is a governmental priority.
144415.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
უმუშევრობის შემცირების, უკეთესი სამუშაო ადგილების და ინდივიდებისათვის თვითგანვითარების შესაძლებლობის შექმნისთვის, პროფესიული განათლება, ბოლო ათწლეულია, საუკეთესო მექანიზმად ჩამოყალიბდა.
Over the past decade, vocational education has become the best mechanism for reducing unemployment, creating better jobs and opportunities for self-development for people.
144416.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
განათლებიდან შრომის ბაზარზე ტრანზიციის პროცესი და მასთან დაკავშირებული სირთულეები ყველა ქვეყნისთვის, მიუხედავად საგანმანათლებლო სისტემის მოწყობისა, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.
The process of transition from education to the labor market and its difficulties are still a problem for all countries, regardless of the structure of the education system.
144417.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ბუნებრივია, სირთულეების ხარისხი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით და ამ განსხვავებაში მთავარ როლს ასრულებენ, დასაქმების და განათლების სექტორების პარტნიორობის ფორმები.
It is obvious that the degree of complexity varies from country to country, and forms of partnership in employment and education play an important role in this difference.
144418.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია, მიზნად ისახავს დამსაქმებლების ჩართულობას განათლების ფორმირების ყველა ეტაპზე.
Georgia’s Vocational Education Reform Strategy aims to involve employers at all stages of education.
144419.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნერგავს ან/და ინსტიტუციურად აძლიერებს მათთან პარტნიორობის სხვადასხვა ფორმებს.
Accordingly, in recent years, the Ministry of Education, Science, Culture and Sports of Georgia has introduced and / or institutionally strengthened various forms of partnership with them.
144420.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
2020 წელს სამინისტრომ დაიწყო პროფესიული განათლების მართვის ახალი ინსტიტუციური მოწყობის მოდელის დამუშავება, შეფასება და განხილვა მონაწილე მხარეებთან.
In 2020, the Ministry began developing, evaluating and discussing a new model of institutional organization of vocational education management with stakeholders.