მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144441.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
დაიწყო მოლაპარაკებები შესაბამის სამთავრობო უწყებებთან და დამსაქმებელთა გაერთიანებებთან, რომლებმაც მკაფიოდ დააფიქსირეს ამა თუ იმ ფორმით პარტნიორობის ინტერესი.
Negotiations began with the relevant government bodies and unions of employers, which clearly somehow stated their interest in partnership.
144442.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ახალი მოდელი ასევე წარედგინა საერთაშორისო პარტნიორებს, ექსპერტებს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
The new model was also presented to international partners, experts, and educational establishments.
144443.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 2021 წელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ერთობლივად დააფუძნებენ „უნარების სააგენტოს“.
According to the agreement reached, in 2021 the Chamber of Commerce and Industry of Georgia and the Ministry of Education, Science, Culture and Sports of Georgia will jointly create a "Skills Agency".
144444.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
აღნიშნული მოდელის პრეზენტაცია სექტემბერში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთობლივ ონლაინ კონფერენციაზე გაიმართა.
The presentation of this model took place in September at a joint online conference of the Ministry of Education, Science, Culture and Sports of Georgia and the World Economic Forum (WEF).
144445.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ფორუმმა აღნიშნულ ინიციატივას "closing the skills gap accelerator" სტატუსი მიანიჭა, და საქართველო იმ 12 ქვეყანას შორის დაასახელა, რომელთაც სხარტი პოლიტიკით უპასუხეს თანამედროვე ეკონომიკურ გამოწვევებს და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ე.წ. უნარების აქსელერატორს აფუძნებენ.
The Forum assigned to the initiative the status of "closing the skills gap accelerator" and named Georgia among 12 countries that have responded to contemporary economic challenges with short-sighted policies and in cooperation with the private sector is creating the so-called skills gap accelerator.
144446.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
საინტერესოდ ვითარდება 2019 წელს, კერძო სექტორის მიერ დაწყებული ინიციატივა, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მიმართულებით კერძო კომპანიების მონაწილეობის სისტემატიზაციას და გააქტიურებას.
An initiative launched by the private sector in 2019 is developing interestingly, which involves the systematization and intensification of the participation of private companies in terms of vocational education.
144447.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი მხარდაჭერით, 2020 წელს გაგრძელდა სოფლის მეურნეობის დარგში „დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (SSO) - აგრო დუო“ განვითარება.
With the joint support of the Ministry of Education, Science, Culture and Sports, the Georgian Farmers Association and the United Nations Development Program, the development of a "Sectoral Skills Organisation (SSO) - Agro Duo" in the field of agriculture was continued in 2020.
144448.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
მისი ამოცანაა პროფესიული კვალიფიკაციების განვითარება, პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა, საგანმანათლებლო სერვისების განვითარება სოფლის მეურნეობის დარგში.
Its task is to develop professional qualifications, popularize, improve quality, introduce on-the-job training, and develop educational services in the field of agriculture.
144449.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
აღნიშნული გამოცდილება გაიზიარა და მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატივაზე უკვე მუშაობს საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია.
The Infrastructure Builders Association of Georgia has shared the mentioned experience and is already working on an initiative to create such an organisation.
144450.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის და ფუნქციის მქონე გაერთიანებები განსაკუთრებულ როლს შეასრულებენ სწორედ დარგობრივი ცოდნის აკუმულირების საკითხში, რაც ამჟამად ფრაგმენტული და არა ინსტიტუციონალიზებულია.
It should be noted that associations with a similar format and function will play a special role in the accumulation of sectoral knowledge, which is currently fragmented and not institutionalized.
144451.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
შესაბამისად, მოსალოდნელია რომ მართვის ახალი მოდელის პირობებში სწორედ „სექტორული უნარების ორგანიზაციების“ რესურსების გამოყენებით შეძლებს სააგენტო, დარგობრივი ექსპერტიზის მიღებას.
Accordingly, it is expected that under the new governance model, the agency will be able to obtain sectoral expertise using the resources of "sectoral skills organisations".
144452.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
მსგავსი მოდელი გვხვდება შვეიცარიისა და გერმანიის პროფესიული განათლების სისტემებში და წარმოადგენს წარმატებულ პრაქტიკას.
A similar model exists in the vocational education systems of Switzerland and Germany and is a successful practice.
144453.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
კერძო სექტორის არასტაბილური მდგომარეობისა და მოლოდინების ფონზე, რაც ცხადია განპირობებულია COVID-19 პანდემიით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება 2020 წელს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
Against the background of volatile private sector and expectations, clearly driven by the COVID-19 pandemic, on-the-job training is facing particular challenges in 2020.
144454.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ქვეყანაში დაწესებულმა შეზღუდვებმა, თითქმის ყველა ძირითად სექტორში არსებული ბიზნეს ოპერატორის შეჩერება გამოიწვია, განსაკუთრებით კი ეს აისახა - ტურიზმის სფეროზე, რომელიც დუალური პროგრამების განხორციელებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.
The restrictions imposed in the country have led to the closure of business operators in almost all major sectors, especially in tourism, which is one of the priority areas for the implementation of dual programs.
144455.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
თუმცა მიუხედავად ამისა, ხუთმა საჯარო კოლეჯმა, თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 222 სამოსწავლო ადგილზე დამატებით მოიპოვა საკვალიფიკაციო პროგრამების განხორციელების უფლება, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის მიმართულების კვალიფიკაციებში, ასევე კულინარიის ხელოვნებაში.
However, five state colleges in the regions of Tbilisi, Samegrelo, Shida Kartli and Mtskheta-Mtianeti were eligible to conduct additional qualification programs for 222 apprentices with qualifications in transport and agriculture, as well as culinary arts.
144456.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
13 დუალური პროგრამიდან, ორი მათგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებთან ინტეგრირებული პროგრამაა, რომლის დასრულებისას გაცემული დიპლომი, სრული ზოგადი განათლების ატესტატთან იქნება გათანაბრებული.
Two out of the 13 dual programs are integrated programs with secondary education outcomes and a diploma issued at the end of the program will be equal to the general education certificate.
144457.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
2020 წლის სტუდენტთა ერთჯერადი, ცენტრალიზებული მიღების ფარგლებში, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებულ საკვალიფიკაციო პროგრამებზე.
As part of the 2020 one-time, centralized admission of students to qualification programs through a work-based learning approach.
144458.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
საჯარო და კერძო კოლეჯებმა 384 ახალი სტუდენტი მიიღეს სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტურიზმის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინარიის, ტრანსპორტის მიმართულებებით.
Public and private colleges admitted 384 new students in the fields of agriculture, construction, tourism, food production, veterinary, and transportation.
144459.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
მათგან 14 ახალგაზრდა, ორ კოლეჯში, ინტეგრირებულ- დუალურ პროგრამაზე ჩაირიცხა.
14 of them were enrolled in two colleges with a complex-dual program.
144460.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ყოველივე ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად პანდემიისა, კერძო სექტორი გრძელვადიან გათვლას აკეთებს და არ წყვეტს ინვესტირებას პროფესიულ განათლებაში.
All this suggests that, despite the pandemic, the private sector makes long-term calculations and does not stop investing in vocational education.