მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144881.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
იმ ორ ჩინოვნიკს, ვისი დაჭერის ორდერიც გაიცა, მეტ-ნაკლებად გაქნილი ჯაშუშები ჰყავდა.
The two officers against whom warrants had been issued had spies more or less efficient.
144882.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
ისინი ჩემს ოფისს უთვალთვალებდნენ და ჩინოვნიკებს ყოველ ჩემს ნაბიჯს ატყობინებდნენ.
They used to patrol my office and report my movements to the officers.
144883.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
ინდოელები და ჩინელები რომ არ დამხმარებოდნენ, მათ ვერასოდეს დააკავებდნენ.
Had the Indians and the Chinese not helped me, they would never have been arrested.
144884.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
საშინლად გავწბილდი.
I was sorely disappointed.
144885.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
პოლიციის კომისარიც გულნატკენი დარჩა.
The Police Commissioner also was very sorry.
144886.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
შემზიზღდა იურისტის პროფესია.
I was disgusted with the legal profession.
144887.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
თუმცა ორივე მოხელის დანაშაული იმდენად აშკარა იყო, რომ მიუხედავად გამამართლებელი განაჩენისა, მთავრობამ ისინი ვეღარ დაიცვა.
However, the guilt of both these officers was so patent that in spite of their acquittal the Government could not harbour them.
144888.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
ამ შემთხვევამ ჩემი პრესტიჟი აამაღლა და საქმეც მომემატა.
The event enhanced my prestige and brought me more business.
144889.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
მაგრამ ახლა ის მაინც გახდა შესაძლებელი, რომ პატიოსანი კაცი პატიოსნად დარჩენილიყო.
But it was now possible for the honest man to preserve his honesty.
144890.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
პირადად მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა.
I had nothing against them personally.
144891.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
მაშინ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რომ ასეთი ქცევა ჩემი თანდაყოლილი თვისება იყო.
I was not then quite conscious that such behaviour was part of my nature.
144892.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს სატიაგრაჰას განუყოფელი ნაწილი და აჰიმსას შემადგენელია.
I learnt later that it was an essential part of Satyagraha, and an attribute of ahimsa.
144893.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
მაშინ, როცა კეთილი საქმე ქებას იმსახურებს, ხოლო ბოროტი - გაკიცხვას, საქციელის ჩამდენი — სულ ერთია, კეთილს ემსახურება ის, თუ ბოროტს, ყოველთვის, ვითარების შესაბამისად, ან პატივისცემას, ანდა სიბრალულს იმსახურებს.
Whereas a good deed should call forth approbation and a wicked deed disapprobation, the doer of the deed, whether good or wicked, always deserves respect or pity as the case may be.
144894.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
„შეიძულე ჩადენილი ცოდვა და არა ცოდვილი,“ — ამ მცნებას, რაგინდ იოლი გასაგებიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, იშვიათად ვახორციელებთ და სწორედ ამიტომაა სიძულვილის ამდენი შხამი დანთხეული დედამიწაზე.
'Hate the sin and not the sinner' is a precept which, though easy enough to understand, is rarely practised, and that is why the poison of hatred spreads in the world.
144895.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
აჰიმსაა ჭეშმარიტების ძიების საფუძველი.
Ahimsa is the basis of the search for truth.
144896.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
მე ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ყველანაირი ძიება ფუჭია, თუკი მას აჰიმსა არ უდევს საფუძვლად.
I am realizing every day that the search is in vain unless it is founded on ahimsa as the basis.
144897.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
სრულიად დასაშვებია, დაგმო სისიტემა ან ებრძოლო მას.
It is quite proper to resist and attack a system.
144898.
განდი | ნაწილი IV, თავი IX
რადგან ჩვენ ყველა ერთ თარგზე ვართ მოჭრილი და ერთი შემოქმედის შვილები ვართ, ჩვენში არსებული ღვთაებრივი ძალა უსაზღვროა.
For we are all tarred with the same brush, and are children of one and the same Creator, the divine powers within us are infinite.
144899.
განდი | ნაწილი IV, თავი X
წმინდა მოგონება და მონანიება.
A SACRED RECOLLECTION AND PENANCE.
144900.
განდი | ნაწილი IV, თავი X
როცა დურბანში ვმუშაობდი, ჩემი ოფისის კლერკები ხშირად ბინად ჩემთან ჩერდებოდნენ.
When I was practising in Durban, my office clerks often stayed with me.