მოიძებნა 668042 ჩანაწერი
145681.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
ორეტაპიანი შერჩევის შემთხვევაში, წინაკვალიფიკაციის პროცესში შეფასებული კრიტერიუმები მეორედ არ უნდა შეფასდეს.
In the case of Two-Stage Selection, criteria evaluated in the Prequalification shall not be evaluated a second time.
145682.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
ამასთან, PEA-ს შეუძლია პრეტენდენტებს მოსთხოვოს იმის დადასტურება, რომ ტენდერის დროს მათი კვალიფიკაცია უცვლელი რჩება.
However, the PEA may request Bidders to confirm that their qualification as of their Application remains unchanged.
145683.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
განაცხადების / წინადადებების ტექნიკური შეფასება გულისხმობს შემოწმებას, შეესაბამება თუ არა და რამდენად შეესაბამება ეს შეთავაზება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
The technical evaluation of Proposals/Bids is to verify if and to which extent the Offer fulfils the technical requirements stipulated in the Tender Documents.
145684.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
შეფასების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ტექნიკური შეფასება შეიძლება იყოს წარმატებული / წარუმატებლი და / ან ჩატარდეს ქულებით შეფასების სისტემის საფუძველზე.
Depending on the evaluation methodology the technical evaluation is on a pass/fail basis or on a point system.
145685.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
ფინანსური შეფასება მიზნად ისახავს არითმეტიკული შეცდომების გამოსწორებას, შემოთავაზებული ტექნიკური შინაარსისა და ფინანსური წინადადების თანმიმდევრულობის შემოწმებას და ფასების კორექტირებას დაკარგული ნივთების გამო ან შეფასების მეთოდის გამო იმ მოცულობით, როგორც დაკონკრეტებულია სატენდერო დოკუმენტებში.
The financial evaluation is to correct arithmetical errors, to verify if the offered technical content and the financial Offer correspond and for price adjustments due to missing items or due to the evaluation method to the extent specified in the Tender Documents.
145686.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
დასაშვებზე საკმაოდ დაბალფასიანი შეთავაზება
Abnormally Low Bids.
145687.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
PEA-მ უნდა მოითხოვოს წერილობითი განმარტებები და ფასების დეტალური გარჩევა შესაბამისი პრეტენდენტისგან.
The PEA shall ask for written clarifications and shall require detailed price breakdown from the Bidder concerned.
145688.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
განსახილველი სატენდერო წინადადება უარყოფილი იქნება, თუ პრეტენდენტი არ წარადგენს მოთხოვნილ განმარტებებს დამაკმაყოფილებელი პასუხებით, ან თუ ფასების დეტალურ გარჩევაში დადგინდება ერთი ან მეტი შეუსაბამობა ტექნიკურ წინადადებასა და შემოთავაზებულ ფასს შორის.
The Offer in question shall be rejected in the absence of satisfactory answers from the Bidder to those requests for clarification or if the detailed price breakdown evidences one or several inconsistencies between the technical Offer and the price offered.
145689.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
შესაბამისად, დარჩება გონივრული ეჭვი იმის შესახებ, თუ რამდენად მოხერხდება მოთხოვნილი სახელშეკრულებო შინაარსის უზრუნველყოფა შემოთავაზებულ ფასად და თუ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ხელშეკრულების შესრულებას.
Therefore reasonable doubts persist as to whether the required Contract content can be provided at the price offered and if this is reasonably expected to pose a considerable risk to the performance of the Contract.
145690.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
განაცხადების / წინადადებების განმარტება შეფასების დროს.
Clarification of Applications/Offers during Evaluation.
145691.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
სატენდერო განაცხადების/წინადადებების განხილვისას, შეფასებისას და შედარებისას დახმარების მიზნით, PEA-ს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს განმცხადებლებისგან / პრეტენდენტებისგან განმარტებები, პასუხის გასაცემად გონივრული ვადის გათვალისწინებით.
To assist in the examination, evaluation, and comparison of the Applications/Offers, the PEA may, at its discretion, ask Applicants/Bidders for a clarification, given a reasonable time for a response.
145692.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
განმცხადებლის / პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი განმარტება, რომელიც არ უპასუხებს PEA-ს მოთხოვნას, არ განიხილება.
Any clarification submitted by an Applicant/Bidder that is not in response to a request by the PEA shall not be considered.
145693.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
PEA-ს მიერ მოთხოვნილი განმარტება და პასუხი უნდა შესრულდეს წერილობით.
The PEA’s request for clarification and the response shall be in writing.
145694.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
აკრძალულია ნებისმიერი ცვლილების შეტანა, შეთავაზება ან ამაზე ნებართვის მოთხოვნა, მათ შორის ფასების ნებაყოფლობითი გაზრდის ან შემცირების ჩათვლით, ან წინადადების შინაარსში, გარდა წინადადების შეფასების დროს PEA-ს მიერ აღმოჩენილი მატემატიკური შეცდომების გამოსწორების დადასტურების შემთხვევებისა, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
No change, including any voluntary increase or decrease, in the prices or substance of the Offer shall be sought, offered, or permitted, except to confirm the correction of arithmetic errors discovered by the PEA during the evaluation of the Offers, in accordance with the Tender Document.
145695.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
შეთავაზების მოქმედების ვადის გაგრძელება.
Extension of Offer Validity.
145696.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
თუ საჭიროა შეთავაზების მოქმედების ვადის გახანგრძლივება, ეს არ გამოიწვევს შეთავაზების ფასების ცვლილებას.
If an extension of the Offer validity period is necessary, this shall not lead to changes in the Offer prices.
145697.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
განახლება პრეტენდენტებს აძლევს უფლებას, უკან გამოითხოვონ თავიანთი წინადადებები თავდაპირველი სავალდებულო პერიოდის ამოწურვისთანავე, საგარანტიო გირაოს გამოყენების გარეშე.
The extension entitles the Bidders to withdraw their Offers upon expiry of the original binding period without allowing the bid bond to be drawn.
145698.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
KfW იტოვებს უფლებას თავი შეიკავოს დაფინანსებისგან, თუ სატენდერო პროცესი უსაფუძვლოდ გადაიდება.
KfW reserves the right to refrain from financing if the Tender Process is unduly delayed.
145699.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
შეფასების ანგარიში.
Evaluation Report.
145700.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 2
PEA-ს შეფასების კომიტეტმა უნდა მოამზადოს და ხელი მოაწეროს სატენდერო განაცხადის / წინადადების შეფასების დეტალურ დასკვნას, რომელშიც მოცემულია მე-6 დანართში აღწერილი მინიმალური შინაარსი და ფორმა.
The PEA’s evaluation committee shall prepare and sign a detailed report on the evaluation of Applications/Offers with the minimum content and in the format as described in Appendix 6.