მოიძებნა 668068 ჩანაწერი
15021.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ამ თავის დასასრულს ავტორი ასკვნის, რომ ,,სომხურ სინამდვილეში რუსთველოლოგიას აქვს ტრადიციები და მონაპოვარი, რომელზე დაყრდნობითაც სრულდება ახალ-ახალი თარგმანები, იწერება სტატიები და გამოკვლევები”.
The author concludes this chapter by stating that “In Armenian reality Rustvelology has traditions and gains, on the basis of which new translations are made, and new articles and essays are being written.”
15022.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
XIII საუკუნის შუა წლებიდან იწყება ქართველი ხალხის და საერთოდ ამიერკავკასიის ცხოვრებაში უმძიმესი საუკუნეები.
The gravest period in the life of the Georgian people and in general, South Caucasia, began from the mid-13th century.
15023.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ამ დროიდან, ვიდრე XVI საუკუნის ბოლომდე საქართველოში თითქმის შეჩერდა მწერლობისა, კულტურისა და მეცნიერების განვითარება.
From this period practically to the close of the 16th century the development of literature, culture and scholarship came to a standstill.
15024.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე არ შემორჩენილა რაიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლი.
At any rate, no important literary monument has survived.
15025.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
წიგნში ძველი ქართული მწერლობის ბოლო მონაკვეთია XVII-XVIII საუკუნეები;
The last segment of old Georgian literature covers the 17th-18th centuries.
15026.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ეს არის ე.წ. ,,აღორძინების ხანა”.
This is the so-called “period of revival”.
15027.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ამ დროს შეინიშნება ერთგვარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა.
Some political, economic and cultural upsurge is noticeable.
15028.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
საქართველოში განახლებას იწყეს მთარგმნელობითი საქმიანობა.
Translation activity begins to renew in Georgia.
15029.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ითარგმნება ,,შაჰ-ნამე”, ,,იოსებ ზელიხანიანი”, ,,ლეილმაჯნუნიანი”, აღმოსავლეთში განთქმული იგავ-არაკთა კრებული ,,ქილილა და დამანა” და სხვა.
The “Shah-nameh”, “Iosebzilikhaniani”, “Leilmaj’nuniani”, “Kilila and Damana”, a collection of fables famed in the East, and so on, are translated.
15030.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
წიგნის ამ მონაკვეთში ავტორი ცალ-ცალკე განიხილავს თეიმურაზ I-ის, არჩილის, სულხან-საბა ორბელიანის, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის და სხვათა ცხოვრება-მოღვაწეობას და მათ ლიტერატურულ მემკვიდრეობას.
In this section of the book the author discusses separately the life and activity of Teimuraz I, Archil, Sulkhan-Saba Orbeliani, Vakhtang VI, David Guramishvili, Besiki, and others, and their literary legacy.
15031.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
სათანადოდაა მითითებული სულხან-საბას განუზომელ როლზე ქართული პროზის განვითარების საქმეში.
Sulkhan-Saba’s immeasurable role in the development of Georgian prose is highlighted.
15032.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ავტორი იმასაც საგანგებოდ უთვალისწინებს სტუდენტებს, რომ ქართული პოეზიის განვითარების თვალსაზრისით დიდია დამსახურება თეიმურაზ I-ის, არჩილის, ვახტანგ VI-ის, მაგრამ რუსთაველის შემდეგ ყველაზე დიდი პოეტი ძველ საქართველოში მაინც დავით გურამიშვილია, რომ მისით იწყება თვისობრივად ახალი ეტაპი ქართული პოეზიის განვითარების გრძელ გზაზე.
The author specially draws the attention of students to the considerable service done from the standpoint of development of Georgian poetry by David Guramishvili, Archil, Vakhtang VI, yet the greatest poet after Rustaveli in old Georgia is David Guramishvili, the latter giving rise to a qualitatively new stage on the road of development of Georgian poetry.
15033.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ავტორი ცალკე ეხება ,,საქართველოს მეფის საზანდარის” საიათნოვას პოეზიას.
For fully understandable reasons, the author deals separately with Sayatnova’s poetry – the “Sazandar of the King of Georgia”.
15034.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ხაზგასმულია საიათნოვას როლი ქალაქური აშუღური პოეზიის განვითარების საქმეში.
Sayatnova’s role in the development of urban ashugh poetry is stressed.
15035.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
სახელმძღვანელოს დიდი ნაწილი, ორ-მესამედზე მეტი ეთმობა XIXს. ქართული ლიტერატურის განხილვას.
More than two-thirds of the textbook is devoted to a discussion of 19<sup>th</sup>-century Georgian literature.
15036.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
თავდაპირველად სახელმძღვანელოს ავტორი მოკლედ მიმოიხილავს მე-19 საუკუნის 20-30-იან წლების პოლიტიკურ ვითარებას, კულტურას.
First the author gives an overview of the political situation and culture in the 1820s-30s.
15037.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
შედარებით ფართოდ იხილავს ლიტერატურული მიმართულებების საკითხს ქართულ სინამდვილეში.
The literary trends in Georgian reality are discussed relatively broader;
15038.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
წარმოაჩენს ქართული რომანტიზმის რიგ თავისებურებებს. ხაზგასმულია ქართული რომანტიზმის პატრიოტული სულისკვეთება, საზოგადოდ ეროვნული შინაარსი.
A number of peculiarities of Georgian romanticism are brought to light, the patriotic spirit of Georgian romanticism, and generally its national content, are highlighted.
15039.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ქართული რომანტიზმის წარმომადგენელთაგან აქ ავტორი ყურადღებას აჩერებს ქართული რომანტიზმის სამ საყრდენ პოეტზე – ალექსანდრე ჭავჭავაძეზე, გრიგოლ ორბელიანზე და ნიკოლოზ ბარათაშვილზე.
Of the representatives of Georgian romanticism attention is focused on three principal poets: Aleksandre Chavchavadze, Grigol Orbeliani and Nikoloz Baratashvili.
15040.
ქართველოლოგი | ტომი 16, ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
განხილულია მათი ცხოვრება და პოეზია, მითითებულია მათ ადგილზე ქართული პოეზიის განვითარებაში.
Their life and poetry are passed under review, and their place in the development of Georgian poetry is indicated.