მოიძებნა 668042 ჩანაწერი
150821.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
ისინი უფრო ძვირიც ჯდებოდა და მათ მშენებლობას მეტი დროც დასჭირდებოდა, ჩვენ კი, ყველას, ერთი სული გვქონდა, დროზე დავბინავებულიყავით.
They would have been more expensive and would have meant more time, and everyone was eager to settle down as soon as possible.
150822.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
გაზეთის რედაქტორად კვლავ მანსუკლალ ნააზარი რჩებოდა.
The editor was still Mansukhlal Naazar.
150823.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
მაგანლალ განდიმ კი ყველას გვაჯობა.
Maganlal Gandhi surpassed us all.
150824.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
ასე მგონია, მან თვითონაც არ იცოდა საკუთარი თავის ფასი.
I have always thought that he was not conscious of his own capacity.
150825.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
იოჰენესბურგში ჩასვლისთანავე პოლაკს ვუამბე, თუ როგორი ცვლილებები განვახორციელე ჩემს ცხოვრებაში.
On return to Johannesburg, I informed Polak of the important changes I had made in my life.
150826.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
His joy knew no bounds.
150827.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
„ხომ არ შეიძლება, მეც მივიღო მონაწილეობა ამ ახალ წამოწყებაში?“
'Is it not possible for me to take part in the new venture?'
150828.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
„მე უკვე მზად ვარ, თუ მიმიღებთ,“ — მომიგო.
'I am quite ready,' he replied, 'If you will admit me.'
150829.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
მისმა გადაწყვეტილებამ აღმაფრთოვანა.
His determination captured me.
150830.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
თავისი გულღია ბუნებით ყველას გული მოიგო და მალე ჩვენი ოჯახის წევრად იქცა.
By his sociability he won the hearts of all and soon became a member of our family.
150831.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
მაგრამ იქ მისი დიდხანს დატოვება არ შემეძლო.
But I could not keep him there long.
150832.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
მისტერ რიტჩმა თავისი იურიდიული განათლების დასრულება გადაწყვიტა ინგლისში.
Mr. Ritch had decided to finish his legal studies in England.
150833.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
პოლაკს შევთავაზე, ოფისის საქმეებში ჩაბმულიყო და ვექილის კვალიფიკაცია მიეღო.
I suggested to Polak that he should join the office and qualify as an attorney.
150834.
განდი | ნაწილი IV, თავი XXI
წერილმა დიდად გამახარა.
I heartily welcomed the letter.
150835.
განდი | ნაწილი IV, თავი XXII
ვისაც ღმერთი სწყალობს.
WHOM GOD PROTECTS.
150836.
განდი | ნაწილი IV, თავი XXII
უახლოეს მომავალში ინდოეთში დაბრუნების იმედი უკვე გადაწურული მქონდა.
I had given up all hope of returning to India in the near future.
150837.
განდი | ნაწილი IV, თავი XXII
ჩემს ცოლს დავპირდი, რომ ერთი წლის შემდეგ შინ დავბრუნდებოდი.
I had promised my wife that I would return home within a year.
150838.
განდი | ნაწილი IV, თავი XXII
სამხრეთ აფრიკისკენ მომავალ ხომალდზე რამდასმა, ჩემმა მესამე ვაჟმა, ხელი დაიშავა გემის კაპიტანთან თამაშის დროს.
On the boat bringing them to South Africa, Ramdas, my third son, broke his arm while playing with the ship's captain.
150839.
განდი | ნაწილი IV, თავი XXII
ექიმმა მირჩია, როგორც კი შინ მიხვალთ, გამოცდილ ექიმს ხელი თავიდან გადაახვევინეთო.
The doctor had advised that, as soon as we reached home, the wound should be dressed by a qualified doctor.
150840.
განდი | ნაწილი IV, თავი XXII
ის კი არა, ზოგიერთი ჩემი კლიენტიც კი დავიყოლიე, წყლითა და მიწით მკურნალობა თავის თავზე გამოეცადა.
I had even succeeded in persuading some of my clients to try the earth and water treatment.