მოიძებნა 668042 ჩანაწერი
150881.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
ცვლილებები უფრო შინაგანი იყო, ვიდრე გარეგანი.
The change was more internal than external.
150882.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
ასე რომ, 7 ფუნტად ხელის საფქვავი ვიყიდე.
So I purchased a hand-mill for £7.
150883.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
რკინის ბორბალს ერთი კაცი ვერ აამუშავებდა, მაგრამ ორი იოლად გაართმევდა თავს.
The iron wheel was too heavy to be tacked by one man, but easy for two.
150884.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
როგორც წესი, მას პოლაკი, მე და ბავშვები ვამუშავებდით.
Polak and I and the children usually worked it.
150885.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
მისის პოლაკი ჩამოსვლისთანავე შემოგვიერთდა.
Mrs. Polak now joined us on her arrival.
150886.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
საფქვავის ამუშავება ბავშვებისთვის მეტად სასარგებლო ვარჯიში გამოდგა.
The grinding proved a very beneficial exercise for the children.
150887.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
მაგრამ ბავშვებს, როგორც წესი, არასოდეს გაუცრუებიათ ჩემთვის იმედი.
But the children, as a rule. never failed me.
150888.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
სახლის მოსავლელად მსახური დავიქირავეთ.
We had engaged a servant to look after the house.
150889.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
ისიც ოჯახის წევრივით ცხოვრობდა ჩვენთან და ბავშვებიც ეხმარებოდნენ ხოლმე საქმიანობაში.
He lived with us as a member of the family, and the children used to help him in his work.
150890.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
ესეც კარგი წვრთნა გამოდგა ბავშვებისათვის.
This proved a good training for the children.
150891.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
ვერ ვიტყვი, ჩემი შვილების განათლების მიმართ გულგრილი ვიყავი-მეთქი, მაგრამ ნამდვილად უყოყმანოდ გავიღე მსხვერპლად მათი განათლება.
I will not say that I was indifferent to my children's literary education, but I certainly did not hesitate to sacrifice it.
150892.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
ამიტომ ჩემს შვილებს მართლაც აქვთ მიზეზი გულნატკენი იყვნენ ჩემზე.
My sons have therefore some reason for a grievance against me.
150893.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
ჩემი ყველა შვილი, უფროსი – ჰარილალის გარდა, რომელიც ინდოეთში დარჩა, ასე აღიზარდა იოჰანესბურგში.
All my children, excepting the eldest, Harilal, who had stayed away in India, were brought up in Johannesburg in this manner.
150894.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
დანარჩენებმა კი სულგრძელად მომიტევეს.
The others have generously forgiven me.
150895.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
ღრმად მწამს, რომ ყოველი მშობლის ვალია, სერიოზულად იზრუნოს ამაზე.
I believe it is the duty of every parent to provide for this properly.
150896.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
შვილებს მშობლების თვისებები ისევე, როგორც გარეგნობა, მემკვიდრეობით გადაეცემათ.
Children inherit the qualities of the parents, as well as their physical features.
150897.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
გარემოც ძალიან დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ის საწყისი კაპიტალი, რითაც ბავშვი ცხოვრებას იწყებს, წინაპრებისგან ერგება.
Environment does play an important part, but the original capital on which a child starts in life is inherited from its ancestors.
150898.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
პოლაკსა და მე ხშირად ცხარედ გვიკამათია იმის თაობაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი, ან პირიქით, — საზიანოა ბავშვისთვის ინგლისური განათლების მიცემა.
Polak and I had often very heated discussions about the desirability or otherwise of giving the children an English education.
150899.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ინდოელი მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებს დაბადებიდან ინგლისურრად აზროვნებასა და ლაპარაკს ასწავლიან, შვილებსაც ღალატობენ და სამშობლოსაც.
It has always been my conviction that Indian parents who train their children to think and talk in English from their infancy betray their children and their country.
150900.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIII
ისინი მათ თავიანთი ერის სულიერ და სოციალურ მემკვიდრეობას აკარგვინებენ და, ამდენად, ქვეყნის სამსახურისათვის გამოუსადეგარს ხდიან.
They deprive them of the spiritual and social heritage of the nation, and render them to that extent unfit for the service of the country.