მოიძებნა 668042 ჩანაწერი
151201.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
მშვიდად ამოსუნთქვა დავაპირე თუ არა, მოულოდნელი რამ მოხდა.
Just when I felt that I should be breathing in peace, an unexpected event happened.
151202.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
გაზეთებმა ახალი ამბავი შეგვატყობინეს: ნატალში ზულუსების აჯანყება დაწყებულიყო.
The papers brought the news of the outbreak of the Zulu 'rebellion' in Natal.
151203.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
ზულუსების საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, ისინი ინდოელებს არ ერჩოდნენ.
I bore no grudge against the Zulus, they had harmed no Indian.
151204.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
მე თავად „აჯანყების“ არსი მაეჭვებდა.
I had doubts about the 'rebellion' itself.
151205.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
იმ დროს მწამდა, რომ ბრიტანეთის იმპერია მთელი მსოფლიოს კეთილდღეობისთვის არსებობდა.
But I then believed that the British Empire existed for the welfare of the world.
151206.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
თავს ნატალის მოქალაქედ ვთვლიდი, რადგან სისხლხორცეულად ვიყავი მასთან დაკავშირებული.
I considered myself a citizen of Natal, being intimately connected with it.
151207.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
ამიტომ გუბერნატორს წერილი გავუგზავნე, რომელშიც მზადყოფნა გამოვხატე, ინდური სანიტარული რაზმი ჩამომეყალიბებინა, თუკი ამას საჭიროება მოითხოვდა.
So I wrote to the Governor, expressing my readiness, if necessary, to form an Indian Ambulance Corps.
151208.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
ასეთ სწრაფ რეაგირებას არ მოველოდი.
I had not expected such prompt acceptance.
151209.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
ამიტომ, როგორც კი გუბერნატორის პასუხი მივიღე, სახლის მეპატრონე, წესისამებრ, ერთი თვით ადრე გავაფრთხილე, რომ სახლს ერთ თვეში დავცლიდით და ნივთების ნაწილი ფენიქსში გავაგზავნე, ზოგიც პოლაკს დავუტოვე.
As soon, therefore, as I got the reply from the Governor, I gave the landlord the usual month's notice of vacating the house, sent some of the things to Phoenix and left some with Polak.
151210.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
დურბანში გავემგზავრე და ხალხის შეკრებას შევუდექი.
I went to Durban and appealed for men.
151211.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
დანარჩენები ყოფილი ხელშეკრულებით დაქირავებული სამხრეთ ინდოელი მოჯამაგირეები იყვნენ.
The rest were ex-indentured men from South India.
151212.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
მთავრობამ უნიფორმებიც დაგვირიგა.
We also received our uniforms from the Government.
151213.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
ჩვენს რაზმს აქტიური სამსახური ექვსიოდე კვირას მოუწია.
Our Corps was on active service for nearly six weeks.
151214.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
ასეა თუ ისე, გულით ზულუსებს ვემხრობოდი და ძალიან გამიხარდა, როცა შევიტყვე, რომ ჩვენი ძირითადი საქმე სწორედ დაჭრილი ზულუსების მოვლა იქნებოდა.
At any rate, my heart was with the Zulus, and I was delighted to hear that our main work was to be the nursing of the wounded Zulus.
151215.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
თანდათან ჯარისკაცებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება შევძელი და ისინი ხელს აღარ გვიშლიდნენ.
Gradually I came into closer touch with the soldiers, and they ceased to interfere.
151216.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
მეთაურებს შორის იყვნენ პოლკოვნიკი სპარკსი და პოლკოვნიკი უაილი, რომელიც ასე მწვავედ გამოდიოდა ჩემ წინააღმდეგ 1896 წელს.
Among the commanding officers were Col. Sparks and Col. Wylie, who had bitterly opposed me in 1896.
151217.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
ჩემი დამოკიდებულებით გაოცებულებმა საგანგებოდ მომინახულეს და მადლობა გადამიხადეს.
They were surprised at my attitude and specially called and thanked me.
151218.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
მათ გენერალ მაკენზის წარუდგინეს ჩემი თავი.
They introduced me to General Mackenzie.
151219.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
პოლკოვნიკი უაილი ცნობილი დურბანელი ვექილი იყო.
Col. Wylie was a well-known Durban lawyer.
151220.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIV
პოლკოვნიკი სპარკსი — დურბანში საყასბოს მეპატრონე.
Col. Sparks was the owner of a butcher's shop in Durban.