მოიძებნა 668042 ჩანაწერი
153841.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
— თქვენ გინდათ თქვათ, რომ ახლავე უნდა წავიყვანო?
'Do you mean to say that I must remove her at once?'
153842.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
მაგრამ თუ ასეთი მარტივი რამ არ გესმით, იძულებული გავხდები გთხოვოთ, რომ მეუღლე ჩემი ბინიდან წაიყვანოთ.
But if you will not understand this simple thing, you will compel me to ask you to remove your wife from my place.
153843.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
მგონი, ერთ-ერთი ვაჟი მახლდა თან.
I think one of my sons was with me.
153844.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
ისიც დამეთანხმა და თქვა, დედამ ხორცის ნახარში არ უნდა მიიღოსო.
He agreed with me, and said his mother should not be given beef tea.
153845.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
შემდეგ კასტურბაის დაველაპარაკე.
I next spoke to Kasturbai herself.
153846.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
მან გადაჭრით მითხრა: „ხორცის ნახარშს არ შევჭამ.“
She gave a resolute reply: 'I will not take beef tea.'
153847.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
„მირჩევნია შენს მკლავებში ამომხდეს სული, ვიდრე სხეული ამ სისაძაგლით წავიბილწო“.
'I would far rather die in your arms than pollute my body with such abominations.'
153848.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
მე შევევედრე და ვუთხარი, რომ სულაც არ იყო ვალდებული ჩემთვის მოებაძა.
I pleaded with her and I told her that she was not bound to follow me.
153849.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
მაგრამ ვერაფერმა გატეხა.
But she was adamant.
153850.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
„არა, — მითხრა მან, — გთხოვ, წამიყვანე აქედან.“
'No,' said she, 'pray remove me at once.'
153851.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
აღტაცებული ვიყავი.
I was delighted.
153852.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
ექიმს შევატყობინე მისი გადაწყვეტილების შესახებ.
I informed the doctor of her resolve.
153853.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
განრისხებულმა შეჰყვირა: „რა უგულო კაცი ყოფილხართ!“
He exclaimed in a rage: 'What a callous man you are!'
153854.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
„არ გამიკვირდება, გზაში რომ გარდაიცვალოს.“
'I shouldn't surprised if she were to die on the way.'
153855.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
გადავწყვიტეთ, დაუყოვნებლივ წავსულიყავით.
So we decided to leave the place at once.
153856.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
ცრიდა. სადგური ექიმის სახლიდან შორს იყო.
It was drizzling and the station was some distance.
153857.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
დურბანიდან ფენიქსამდე მიმავალ მატარებელს უნდა გავყოლოდით.
We had to take the train from Durban for Phoenix.
153858.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
ღმერთის იმედი მქონდა.
I trusted in God.
153859.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
კასტურბაის გამხნევება არ სჭირდებოდა.
Kasturbai needed no cheering up.
153860.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
ცარიელი ძვალი და ტყავი იყო, რადგან მრავალი დღე არაფერი ეჭამა.
She was mere skin and bone, having had no nourishment for days.