მოიძებნა 668042 ჩანაწერი
153901.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
სწრაფვა თვითშეზღუდვისაკენ.
TOWARDS SELF-RESTRAINT.
153902.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
რძე რომ ცხოველურ ვნებას აღძრავს, რაიჩანდბჰაისაგან შევიტყვე.
It was from Raychandbhai that I first learnt that milk stimulated animal passion.
153903.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.
This had a wonderful effect on me.
153904.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
მართალია, მისტერ კალენბახი მკითხველს სამხრეთ აფრიკული სატიაგრაჰასადმი მიძღვნილ წიგნში გავაცანი და ერთ-ერთ წინა თავშიც გესაუბრეთ მის შესახებ, მაგრამ, ვფიქრობ, აუცილებელია, აქაც გიამბოთ მასზე.
Though I have introduced Mr. Kallenbach to the readers of the history of Satyagraha in South Africa, and referred to him in a previous chapter, I think it necessary to say something more about him here.
153905.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით.
We met quite by accident.
153906.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
ის მისტერ კჰანის მეგობარი იყო.
He was a friend of Mr. Khan's.
153907.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
საუბრისას, შემთხვევით შევეხეთ გაუტამ ბუდას განდგომას.
We incidentally talked of Gautama Buddha's renunciation.
153908.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
იმ ხანად ის მარტო ცხოვრობდა.
At that time he was single.
153909.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
ყოველთვიური ხარჯი 120 რუპიამდე შეამცირა.
His expenses came to Rs. 120 per month.
153910.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
მას შემდეგ, რაც საკუთარი მეურნეობა გავაუქმე და პირველი პატიმრობიდან გავთავისუფლდი, ერთად დავსახლდით.
After the breaking up of my household and my first release from jail, we began to live together.
153911.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
სწორედ იმ ხანებში წამოვჭერით რძის საკითხი.
It was during this time that we had the discussion about milk.
153912.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
მისტერ კალენბახმა თქვა: „მე და თქვენ გამუდმებით რძის მავნე ზემოქმედებაზე ვლაპარაკობთ.“
Mr. Kallenbach said, 'We constantly talk about the harmful effects of milk.'
153913.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
„ბარემ უარი ხომ არ გვეთქვა მასზე?“
'Why then do not we give it up?'
153914.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
მაშინ ორივემ დავდეთ აღთქმა, რომ ამიერიდან უარს ვიტყოდით რძის მიღებაზე.
Both of us pledged ourselves to abjure milk there and then.
153915.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
ეს მოხდა ტოლსტოის ფერმაში 1912 წელს.
This was at Tolstoy Farm in the year 1912.
153916.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
მაგრამ ამან ბოლომდე ვერ დამაკმაყოფილა.
But this was not enough to satisfy me.
153917.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
ხილის დიეტა ხელსაყრელიც გამოდგა.
The fruit diet turned out to be very convenient also.
153918.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
საჭმლის მომზადება საერთოდ აღარ გვჭირდებოდა.
Cooking was practically done away with.
153919.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
ნედლი არაქისი, ბანანი, ფინიკი, ლიმონი და ზეთისხილის ზეთი ჩვენს ყოველდღიურ საკვებად იქცა.
Raw groundnuts, bananas, dates, lemons, and olive oil composed our daily diet.
153920.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
ბიწიერებას აზროვნებიდან ვერ ამოძირკვავ ღრმა თვითანალიზის, უფლის მორჩილებისა და, ბოლოს, ლოცვის გარეშე.
The concupiscence of the mind cannot be rooted out except by intense self-examination, surrender to God and, lastly, grace.