მოიძებნა 668042 ჩანაწერი
153861.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
ხელში ავიყვანე და ისე მივიყვანე კუპემდე.
I carried her in my arms and put her into the compartment.
153862.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
ფენიქსიდან კი ჰამაკით წავიყვანეთ.
From Phoenix we carried her in the hammock.
153863.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
ჰიდროპათიული მკურნალობის წყალობით თანდათან ძალების მოკრება დაიწყო.
She slowly picked up strength under hydropathic treatment.
153864.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
ფენიქსში ჩასვლიდან ორ-სამ დღეში ერთი განსწავლული სვამი გვეწვია.
In two or three days of our arrival at Phoenix a Swami came to our place.
153865.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
მან შეიტყო, როგორი შეუპოვრობით უარვყავით ექიმის რჩევა.
He had heard of the resolute way in which we had rejected the doctor's advice.
153866.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
რამდენადაც მახსოვს, როცა სვამი შემოვიდა, ჩემი შვილები — მანილალი და რამდასიც იქ იყვნენ.
My sons Manilal and Ramdas were, so far as I can recollect, present when the Swami came.
153867.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
ისიც ვიცოდი, რომ არსებობდა მოსაზრება, რომელიც ამ სტრიქონებს მოგვიანებით ჩამატებულად მიიჩნევდა.
I knew also that there was a school which regarded these verses as interpolations.
153868.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
ვეგეტარიანიზმის შესახებ შეხედულება რელიგიური ტექსტებისგან დამოუკიდებლად ჩამომიყალიბდა, კასტურბაის კი ურყევი რწმენა აღმოაჩნდა.
I held my views on vegetarianism independently of religious texts, and Kasturbai's faith was unshakable.
153869.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
„სვამიჯი, — უთხრა მან, – თქვენ რაც არ უნდა მითხრათ, იცოდეთ, მე არ მინდა ხორცის ნახარშით განვიკურნო.
'Swamiji,' she said, 'whatever you may say, I do not want to recover by means of beef tea.'
153870.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
„გთხოვთ, მეტს ნუღარ შემაწუხებთ.“
'Pray don't worry me anymore.'
153871.
განდი | ნაწილი IV, თავი XXVIII
„თუ გნებავთ, განაგრძეთ მსჯელობა ჩემს ქმართან და შვილებთან, მაგრამ მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს.“
'You may discuss the thing with my husband and children if you like. But my mind is made up.'
153872.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ოჯახური სატიაგრაჰა.
DOMESTIC SATYAGRAHA.
153873.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
საპატიმროში ცხოვრების გამოცდილება პირველად 1908 წელს შევიძინე.
My first experience of jail life was in 1908.
153874.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ის წესები, რომელთა დაცვასაც პატიმრებს აიძულებდნენ, ძალიან ჰგავდა იმას, რასაც ბრაჰმაჩარი, ანუ ის, ვისაც თვითშეზღუდვის გამოცდა სურს, თავისი ნებით იცავს.
The regulations that the prisoners had to observe were such as should voluntarily observed by a brahmachari that is, one desiring to practise self-restraint.
153875.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ასეთი იყო, მაგალითად, წესი, რომლის თანახმად ბოლო საკვების მიღება მზის ჩასვლამდე უნდა მოგვესწრო.
Such, for instance, was the regulation requiring the last meal to be finished before sunset.
153876.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ჩაის ან ყავის დალევის ნება არც ინდოელ და არც აფრიკელ პატიმრებს არ ჰქონდათ.
Neither the Indian nor the African prisoners were allowed tea or coffee.
153877.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
როცა ციხის ექიმს ვთხოვე, ჩვენთვის კარი მოეცათ და საჭმელის მზადების პროცესში დაემარილებინათ, მან მითხრა: „თქვენ აქ პირის ჩასაგემრიელებლად კი არ ზიხართ.“
When I asked the jail medical officer to give us curry powder, and to let us add salt to the food whilst it was cooking, he said: 'You are not here for satisfying your palate.'
153878.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ამიტომ ციხიდან გამოვედი თუ არა, ეს ორი წესი სავალდებულოდ გავიხადე.
So, immediately after release from jail, I imposed on myself the two rules.
153879.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
შევწყვიტე ჩაის სმა და მზის ჩასვლის შემდეგ ჭამა.
I stopped taking tea, and finished my last meal before sunset.
153880.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ვეგეტარიანულ წიგნებში ამოვიკითხე, რომ მარილი არ არის ადამიანისთვის აუცილებელი პროდუქტი, პირიქით, — უმარილო დიეტა უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
I had read in some books on vegetarianism that salt was not a necessary article for man, that on the contrary saltless diet was better for the health.