მოიძებნა 668042 ჩანაწერი
153881.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ჰიდროპათიულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.
Hydropathic treatment by itself did not answer.
153882.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ჩემი მკურნალობისა მაინცადამაინც ისედაც არ სჯეროდა, მაგრამ წინააღმდეგობას არ მიწევდა.
She had not much faith in my remedies, though she did not resist them.
153883.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
არც სხვა მკურნალს ითხოვდა.
She certainly did not ask for outside help.
153884.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ასე რომ, როცა ყველა ჩემი მცდელობა ამაო გამოდგა, ვთხოვე, მარილი და პარკოსნები აღარ მიეღო.
So when all my remedies had failed, I entreated her to give up salt and pulses.
153885.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
თან მეწყინა და თანაც ძალიან გამიხარდა; გამიხარდა, რადგან საშუალება მომეცა ჩემი სიყვარული დამემტკიცებინა მისთვის.
I was pained and equally delighted, – delighted in that I got an opportunity to shower my love on her.
153886.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ვუთხარი: „ძალიანაც ცდები.
I said to her: 'You are mistaken.'
153887.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
„მე რომ ავად გავხდე და ექიმმა მითხრას, ესა და ეს არ ჭამოო, უყოყმანოდ დავუჯერებ.“
'If I was ailing and the doctor advised me to give up these or any other articles, I should unhesitatingly do so.'
153888.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
„მაგრამ, ახლა სხვისი რჩევის გარეშე შევწყვეტ ერთი წლით მარილის მოხმარებას და პარკოსნების ჭამას.“
'But there! Without any medical advice, I give up salt and pulses for one year'.
153889.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ამან ისე შეძრა, რომ წამოიძახა: „გევედრები, მაპატიე.“
She was rudely shocked and exclaimed in deep sorrow: 'Pray forgive me.'
153890.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
„მე ხომ კარგად გიცნობ, არ უნდა გამომეწვიე.“
'Knowing you, I should not have provoked you.'
153891.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
— ოდნავაც არ მეპარება ეჭვი, რომ გაცილებით უკეთ იგრძნობ თავს.
'I have not the slightest doubt that you will be all the better.'
153892.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
— რაც შემეხება მე, დადებულ აღთქმას უკენ ვეღარ წავიღებ.
'As for me, I cannot retract a vow seriously taken.'
153893.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
— თან ვიცი, ნამდვილად მარგებს, რადგან ნებისმიერი თვითშეზღუდვა, რაც არ უნდა იყოს მისი გამომწვევი მიზეზი, კაცისთვის მარგებელია.
'And it is sure to benefit me, for all restraint, whatever prompts it, is wholesome for men.'
153894.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
— ჩემთვის ეს გამოცდა იქნება, შენთვის კი — მორალური მხარდაჭერა, რომელიც შენი გადაწყვეტილების შესრულებაში დაგეხმარება.
'It will be a test for me, and a moral support to you in carrying out your resolve.'
153895.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
„მეტისმეტად ჯიუტი ხარ. არასოდეს არავის ყურს არ უგდებ,“ – მითხრა.
'You are too obstinate. You will listen to none,' she said.
153896.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ამის შემდეგ კასტურბაიმ სწრაფად დაიწყო მოკეთება.
After this Kasturbai began to pick up quickly.
153897.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
რამეს თუ ვთმობდი, არასოდეს ვნანობდი.
I never craved for the things I had left.
153898.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
ამ ექსპერიმენტმა კიდევ უფრო მეტი თვითშეზღუდვისკენ მიბიძგა.
The experiment stimulated the inclination for self-restraint.
153899.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
სამედიცინო თვალსაზრისით ამ დიეტის მიზანშეწონილობაზე აზრი, შესაძლოა, გაიყოს, მაგრამ რაც შეეხება ზნეობრივ მხარეს, ეჭვი არ მეპარება, რომ ადამიანის სულისთვის სასარგებლოა ნებისმიერი თვითშეზღუდვა.
Medically there may be two opinions as to the value of this diet, but morally I have no doubt that all self-denial is good for the soul.
153900.
განდი | ნაწილი IV, თავი XXIX
განსხვავებული უნდა იყოს მათი ცხოვრების ნირი.
Their ways of life must be different.