მოიძებნა 668042 ჩანაწერი
153921.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
მაგრამ გონებასა და სხეულს შორის მჭიდრო კავშირია და ხორციელ გულისთქმას აყოლილ გონებას მუდამ ნუგბარი და ფუფუნება ენატრება.
But there is an intimate connection between the mind and the body, and carnal mind always lusts for delicacies and luxuries.
153922.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
ნაცვლად იმისა, რომ გრძნობები დაიმორჩლოს, ავხორცი გონება ამ გრძნობების მონად იქცევა და ამიტომ სხეულმა მუდამ სუფთა, არა აღმგზნები საკვები უნდა მიიღოს და პერიოდულად მარხვაც დაიცვას.
The carnal mind, instead of controlling the senses, becomes their slave, and therefore the body always needs clean non-stimulating foods and periodical fasting.
153923.
განდი | ნაწილი IV, თავი XXX
ის, ვინც დიეტურ შეზღუდვასა და მარხვას არასერიოზულად უყურებს, ისევე ცდება, როგორც ის, ვინც მთელს თავის იმედს მასზე ამყარებს.
Those who make light of dietetic restrictions and fasting are as much in error as those who stake their all on them.
153924.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
მარხვა.
FASTING.
153925.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
იმ ხანებში, როცა რძეზე და ბურღულეულზე უარი ვთქვი და ხილის დიეტის გამოცდა დავიწყე, შევუდექი მარხვას, როგორც თვითშეზღუდვის საშუალებას.
Just about the time when I gave up milk and cereals, and started on the experiment of a fruit diet, I began fasting as a means of self-restraint.
153926.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
ამაში მისტერ კალენბახიც შემომიერთდა.
In this Mr. Kallenbach also joined me.
153927.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
ის, რომ მარხვა თვითშეზღუდვისთვისაა აუცილებელი, ჩემი ერთი მეგობრისგან შევიტყვე.
That fasting was necessary for self-restraint I learnt from a friend.
153928.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
ვაიშნაველების ოჯახში აღზრდილი და დედაჩემის შემხედვარე, რომელიც დღენიადაგ რომელიმე უმძიმესი აღქმის აღსრულებაში იყო, ინდოეთში მეც ვიცავდი ეკადაშსა და სხვა მარხვებს.
Having been born in a Vaishnava family and of mother who was given to keeping all sorts of hard vows, I had observed, while in India, the Ekadashi and other fasts.
153929.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
იმ დროს მე არც მესმოდა და არც მწამდა მარხვის ძალისა.
At that time I did not understand, nor did I believe in, the efficacy of fasting.
153930.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
მივბაძე მის მაგალითს და ეკადაშის მარხვის შენახვა დავიწყე.
I followed his example and began keeping the Ekadashi fast.
153931.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
როგორც წესი, ინდუსები თავს ნებას აძლევენ რძესა და ხილს შეექცნენ მარხვის დღეებში, მაგრამ ასეთ მარხვას მე ხომ ისედაც ყოველ დღე ვიცავდი?!
As a rule Hindus allow themselves milk and fruit on a fasting day, but such fast I had been keeping daily.
153932.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
იმ დროს, როცა ამ ექპერიმენტს შევუდექი, ერთმანეთს ინდუსების რავანის თვე და მუსლიმანების რამაზანი დაემთხვა.
When I started on this experiment, the Hindu month of Shravan and the Islamic month of Ramzan happened to coincide.
153933.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
განდიების ოჯახი არამარტო ვაიშნავას, არამედ შაივითის აღთქმასაც იცავდა და როგორც შავითის, ისე ვაიშნავას ტაძრებში დადიოდა.
The Gandhis used to observe not only the Vaishnava but also the Shaivite vows, and visited the Shaivite as also the Vaishnava temples.
153934.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
ამ მნიშვნელოვან ექსპერიმენტებს ტოლსტოის ფერმაში ყოფნისას ვატარებდით, სადაც მისტერ კალენბახი და მე რამდენიმე სატიაგრარელ ოჯახთან ერთად დავსახლდით.
These important experiments were undertaken while we were at Tolstoy Farm, where Mr. Kallenbach and I were staying with a few Satyagrahi families.
153935.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
ამიტომ იმ თვეში მუსლიმანი ბავშვები დავიყოლიე, რომ რამაზანის მარხვა დაეცვათ.
During this month, therefore, I persuaded the Musalman youngsters to observe the ramzan fast.
153936.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
მე თვითონ პრადოშას მარხვის დაცვა მქონდა გადაწყვეტილი და ინდუს, პარს და ქრისტიან ბავშვებსაც ვთხოვე, ჩემთვის მოებაძათ.
I had decided to observe pradosha myself and I asked the Hindu, Parsi and Christian youngsters to join me.
153937.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
ფერმის ბევრი მაცხოვრებელი მიესალმა ჩემს წამოწყებას.
Many of the Farm inmates welcomed my proposal.
153938.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
ინდუსი და პარსი ბავშვები ყველაფერში როდი ბაძავდნენ მუსლიმან ბავშვებს; ეს არც იყო აუცილებელი.
The Hindu and the Parsi youngsters did not copy the Musalman ones in every detail; It was not necessary.
153939.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
მუსლიმანი ახალგაზრდები მზის ჩასვლამდე არაფერს ჭამდნენ.
The Musalman youngsters had to wait for their breakfast until sunset.
153940.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
ამიტომ შეეძლოთ, მუსლიმანი მეგობრებისათვის ნუგბარი მოემზადებინათ და გამასპინძლებოდნენ.
They were thus able to prepare delicacies for the Musalman friends and serve them.