მოიძებნა 668042 ჩანაწერი
153941.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
ინდუს და სხვა ბიჭებს არ ევალებოდათ, მუსლიმან მეგობრებს შეერთებოდნენ, როცა ისინი მზის ამოსვლამდე ბოლოჯერ ჭამდნენ, ხოლო წყალს, რა თქმა უნდა, მუსლიმანების გარდა, ყველა სვამდა.
Nor had the Hindu and other youngsters to keep the Musalmans company when they had their last meal before sunrise next morning, and of course all except the Musalmans allowed themselves water.
153942.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
ამ ექსპერიმენტებმა შედეგად ის გამოიღო, რომ ყველა დარწმუნდა მარხვის სიკეთეში.
The result of these experiments was that all were convinced of the value of fasting.
153943.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
მუსლიმან ახალგაზრდებს რამადანის დროს, ალბათ, ძალიანაც ენატრებოდათ ხორცი.
The Musalman youngsters must have missed their meat during ramzan.
153944.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
სიამოვნებით შეექცეოდნენ მათთვის მომზადებულ მარტივ ვეგეტარიანულ კერძებს.
They delighted in and relished the vegetarian diet.
153945.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
მიყვარს თანამოაზრეების დაყოლიება იმაზე, რაც სასარგებლოდ მეჩვენება.
I have loved to have my co-workers with me in anything that has appealed to me as being good.
153946.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
ასე ბუნებრივად დამყარდა თვითშეზღუდვის ატმოსფერო ფერმაში.
Thus an atmosphere of self-restraint naturally sprang up on the Farm.
153947.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
რაც, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის სასარგებლო იყო.
Which, I am sure, was entirely to the good.
153948.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რამდენად ღრმად შეეხო ასეთი თვითშეზღუდვა მათ სულებს და რამდენად დაეხმარა ხორციელი ვნებების დამორჩილებაში.
I cannot definitely say how far this self-denial touched their hearts and helped them in their striving to conquer the flesh.
153949.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXI
რაც შემეხება მე, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ამის წყალობით დიდად მოგებული დავრჩი როგორც ფიზიკური, ისე ზნეობრივი თვალსაზრისით.
For my part, however, I am convinced that I greatly benefited by it both physically and morally.
153950.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXII
აღმზრდელის როლში.
AS SCHOOLMASTER.
153951.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXII
იმედი მაქვს, მკითხველს ემახსოვრება, რომ ამ თავებში მხოლოდ იმას გიამბობთ, რაც არ მითქვამს, ან გაკვრით შევეხე სამხრეთ აფრიკული სატიაგრაჰას აღწერისას.
The reader will, I hope, bear in mind the fact that I am, in these chapters, describing things not mentioned, or only cursorily mentioned, in the history of Satyagraha in South Africa.
153952.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXII
მაშ შორის იყვნენ ინდუსი და მუსლიმანი, პარსი და ქრისტიანი ბიჭები და რამდენიმე ინდუსი გოგონა.
There were, among these, Hindu, Musalman, Parsi and Christian boys and some Hindu girls.
153953.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXII
შეუძლებელი იყო და არც იყო აუცილებელი, მათთვის მასწავლებლების საგანგებოდ დაქირავება.
It was not possible, and it wasn't necessary, to engage special teachers for them.
153954.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXII
შეუძლებელი იყო იმდენად, რამდენადაც კვალიფიციური ინდოელი მასწავლებლის პოვნა ჭირდა და რომც გვეპოვა, არავინ დათანხმდებოდა იოჰანსბურგიდან 21 მილით დაშორებულ დასახლებაში დაბალ ხელფასზე მუშაობას.
It was not possible, for qualified Indian teachers were scarce, and even when available, none would be ready to go to a place 21 miles distant from Johannesburg on a small salary.
153955.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXII
არ მწამდა არსებული საგანმანათლებლო სისტემისა და გადავწყვიტე, რომ ექსპერიმენტსა და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით უკეთესი სისტემისთვის მიმეგნო.
I did not believe in the existing system of education, and I had a mind to find out by experience and experiment the better system.
153956.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXII
იდელურ პირობებში სწორი განათლების მიცემა მხოლოდ მშობლებს შეუძლიათ და ამ საქმეში სხვისი დახმარება მინიმალური უნდა იყოს.
Under ideal conditions, true education could be imparted only by the parents, and that then there should be the minimum of outside help.
153957.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXII
უდავოა, რომ ასეთი მიდგომა მთლად უნაკლო არ იყო.
The conception no doubt was not without its flaws.
153958.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXII
ისინი განსხვავებულ პირობებსა და გარემოში აღიზარდნენ და არც რელიგია ჰქონდათ საერთო.
They had been brought up in different conditions and environments, and they did not belong to the same religion.
153959.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXII
მაგრამ პირველ ადგილზე მე ყოველთვის სულიერ აღზრდასა და ხასიათის ჩამოყალიბებას ვაყენებდი.
But I had always given the first place to the culture of the heart or the building of character.
153960.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXII
რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ზნეობრივი წვრთნა ყველას ერთნაირად არგებდა, გადავწყვიტე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში მათთან ერთად მეცხოვრა ნამდვილ მამასავით.
As I felt confident that moral training could be given to all alike, I decided to live amongst them all the twenty-four hours of the day as their father.