მოიძებნა 668042 ჩანაწერი
153981.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
გაკვეთილების ჩატარება სწორედ იმ დროს მიწევდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა დასვენება.
I used to have the classes just when I was most in need of some rest.
153982.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ კლასში დასვენებული შევსულიყავი, დიდი გაჭირვებით ვიკავებდი თავს, რომ არ ჩამძინებოდა.
Instead, therefore, of my being fresh for the class, I could with the greatest difficulty keep myself awake.
153983.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
დილა ფერმაში შრომასა და საშინაო საქმეებს ეთმობოდა, ასე რომ, სკოლის საათები ნაშუადღევს, სადილის მერე ტარდებოდა.
The mornings had to be devoted to work on the farm and domestic duties, so the school hours had to be kept after the midday meal.
153984.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
ისწავლებოდა ენები: ჰინდი, ტამილური, გუჯარათული და ურდუ.
Hindi, Tamil, Gujarati and Urdu were all taught.
153985.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
ინგლისურსაც ვასწავლიდით.
English was taught as well.
153986.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
ინდუსი ბავშვებისათვის აუცილებელად უნდა გვესწავლებინა ცოტაოდენი სანსკრიტი, ხოლო ყველასთვის ერთად — ელემენტარული ისტორია, გეოგრაფია და არითმეტიკა.
It was also necessary to acquaint the Hindu children with a little Samskrit, and to teach all the children elementary history, geography and arithmetic.
153987.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
მე ტამილურისა და ურდუს სწვლების საქმე ვიკისრე.
I had undertaken to teach Tamil and Urdu.
153988.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
ის ელემენტარული ტამილური, რაც ვიცოდი, ზღვით მოგზაურობისას და ციხეში ვისწავლე.
The little Tamil I knew was acquired during voyages and in jail.
153989.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
სანსკრიტი სკოლის შემდეგ აღარ მისწავლია.
Of Samskrit I knew no more than I had learnt at the high school.
153990.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
არც გუჯარათული ვიცოდი იმაზე უკეთ, ვიდრე სკოლაში შეიძლება ისწავლოს კაცმა.
Even my Gujarati was no better than that which one acquires at the school.
153991.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
მაგრამ სამშობლოს ენების სიყვარულმა, რწმენამ იმისა, რომ მასწავლებლობის უნარი შემწევდა, ასევე მოსწავლეების უმეცრებამ და ყველაზე მეტად მათმა დიდსულოვნებამ, კეთილი სამსახური გამიწია.
But my love for the languages of my country, my confidence in my capacity as a teacher, as also the ignorance of my pupils, and more than that, their generosity, stood me in good stead.
153992.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
ტამილელი ბიჭები ყველანი სამხრეთ აფრიკაში დაიბადნენ და, ამდენად, ცუდად იცოდნენ ტამილური, წერა-კითხვა კი საერთოდ არ შეეძლოთ.
The Tamil boys were all born in South Africa, and therefore knew very little Tamil, and did not know the script at all.
153993.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
ამიტომ მე მათთვის წერა-კითხვისა და გრამატიკის საფუძვლების სწავლება მომიხდა.
So I had to teach them the script and the rudiments of grammar.
153994.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
ჩემმა მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ სალაპარაკო ტამილურში მჯაბნიდნენ და როცა ინგლისურის არმცოდნე ტამილები მესტუმრებოდნენ ხოლმე, ისინი თარჯიმნობას მიწევდნენ.
My pupils knew that they could any day beat me in Tamil conversation, and when Tamilians, not knowing English, came to see me, they became my interpreters.
153995.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
არასოდეს მიცდია მოსწავლეებისთვის ჩემი უმეცრების დამალვა.
I never attempted to disguise my ignorance from my pupils.
153996.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ენებს თითქმის არ ვფლობდი, მათი მხრიდან სიყვარული და პატივისცემა არ დამიკარგავს.
Therefore in spite of my colossal ignorance of the language I never lost their love and respect.
153997.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
მუსლიმანი ბიჭებისთვის ურდუს სწავლება უფრო ადვილად შევძელი.
It was comparatively easier for me to teach the Musalman boys Urdu.
153998.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
მათ წერა-კითხვა იცოდნენ.
They knew the script.
153999.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
არ მიმაჩნდა საჭიროდ ბევრი წიგნით ბიჭების გადატვირთვა.
I did not find it at all necessary to load the boys with quantities of books.
154000.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მოსწავლისთვის ჭეშმარიტი სახელმძღვანელო მისი მასწავლებელია.
I have always felt that the true text-book for the pupil is his teacher.