მოიძებნა 668042 ჩანაწერი
154001.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
ძალიან ცოტა რამ მახსოვს იქიდან, რასაც მასწავლებელები წიგნებით მასწავლიდნენ, მაგრამ დღესაც ცხადად მახსოვს ყველაფერი, რაც უშუალოდ მათგან ვისწავლე.
I remember very little that my teachers taught me from books, but I have even now a clear recollection of the things they taught me independently of books.
154002.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
ბავშვები გაცილებით მეტს და გაცილებით იოლად ითვისებენ სმენით, ვიდრე მხედველობით.
Children take in much more and with less labour through their ears than through their eyes.
154003.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
არ მახსოვს, რომელიმე წიგნი მე და ჩემს მოსწავლეებს თავიდან ბოლომდე წაგვეკითხოს.
I do not remember having read any book from cover to cover with my boys.
154004.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIII
კითხვა მათთვის სავალდებულო დავალება იყო, ხოლო ჩემი მოსმენა — სიამოვნება, თუკი ვახერხებდი, რომ საგანი საინტერესოდ მიმეწოდებინა.
Reading was a task for them, but listening to me was a pleasure, when I did not bore them by failure to make my subject interesting.
154005.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
სულის წრთობა.
TRAINING OF THE SPIRIT.
154006.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
ყმაწვილების სულიერი წრთობა გაცილებით რთული საქმე იყო, ვიდრე ფიზიკური და გონებრივი აღზრდა.
The spiritual training of the boys was a much more difficult matter than their physical and mental training.
154007.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
თუმცა, ჩემი აზრით, ესეც ინტელექტუალური წვრთნის ნაწილი იყო.
But that, to my mind, was part of the intellectual training.
154008.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
სულიერი აღზრდა ნიშნავს ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებას.
To develop the spirit is to build character.
154009.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
როცა მოსწავლეებს უფრო დავუახლოვდი, მივხვდი, რომ სულიერი წრთობა წიგნების კითხვით არ ხდება.
As I came into closer contact with pupils I saw that it was not through books that one could impart training of the spirit.
154010.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
ვერაფერს გავხდებოდი, მე თვითონ მატყუარა რომ ვყოფილიყავი.
It would be idle for me, if I were a liar.
154011.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
მხდალი მასწავლებელი მოსწავლეს მამაცს ვერ გახდის, ისევე, როგორც ვერასოდეს დაანახვებს მოსწავლეს თვითშეზღუდვის ფასს, თუ თავად მისთვის უცხოა თვითშეზღუდვა.
A cowardly teacher would never succeed in making his pupils valiant, and a stranger to self-restraint could never teach his pupils the value of self-restraint.
154012.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
მივხვდი, რომ მე თვითონ უნდა ვყოფილიყავი მაგალითი იმ ბიჭებისა და გოგონებისათვის, რომლებიც ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ.
I saw, therefore, that I must be an eternal object-lesson to the boys and girls living with me.
154013.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
ერთ-ერთი მათგანი თავშეუკავებელი, ურჩი, მატყუარა და ჩხუბის თავი იყო.
One of them was wild, unruly, given to lying, and quarrelsome.
154014.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
ბიჭებს არასოდეს ვსჯიდი, მაგრამ ამჯერად ძალიან გავბრაზდი.
I never punished my boys, but this time I was very angry.
154015.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
შევეცადე, გონს მომეყვანა, მაგრამ ვერაფერი შევაგონე, თან მეურჩებოდა კიდეც.
I tried to reason with him. But he was adamant and even tried to overreach me.
154016.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
ერთიანად ვცახცახებდი, როცა ვარტყამდი.
I trembled as I struck him.
154017.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
მან ეს შენიშნა.
He noticed it.
154018.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
მათთვის ჩემი ქცევა სრულიად უჩვეულო იყო.
This was an entirely novel experience for them all.
154019.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
ბიჭი ატირდა და პატიება მთხოვა.
The boy cried out and begged to be forgiven.
154020.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
რომ მოენდომებინა, ჩემთვის ხელის შემობრუნებაც კი შეეძლო რადგან ჯან-ღონით სავსე ჩვიდმეტი წლის ჭაბუკი იყო.
He could, if he had been so minded, have paid me back in the same coin, being a stoutly built youth of seventeen.