მოიძებნა 668042 ჩანაწერი
154041.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
ისიც მართალია, რომ, როცა სრულიად განსხვავებულად აღზრდილ ბავშვებს ერთად უწევთ ცხოვრება და სწავლა, ეს მათი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის უმკაცრესი გამოცდაა.
It is true, however, that when boys and girls of all kinds of upbringing are kept and taught together, the parents and the teachers are put to the severest test.
154042.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
ისინი გამუდმებით ფხიზლად უნდა იყვნენ.
They have constantly to be on the alert.
154043.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
დღითი დღე სულ უფრო ცხადი ხდებოდა ჩემთვის, თუ რა ძნელია სწორი აღზრდა-განათლება მისცე ბავშვებს.
Day by day it became increasingly clear to me how very difficult it was to bring up and educate boys and girls in the right way.
154044.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
თუ მე მათს მასწავლებლობასა და მფარველობას ვაპირებდი, მათი გულები უნდა დამეპყრო.
If I was to be their teacher and guardian, I must touch their hearts.
154045.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
მათი ჭირი და ლხინი უნდა გამეზიარებინა, უნდა დავხმარებოდი იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელთა წინაშეც იდგნენ და ახალგაზრდული მგზნებარე მისწრაფებანი სწორ კალაპოტში მომექცია.
I must share their joys and sorrows, I must help them to solve the problems that faced them, and I must take along the right channel the surging aspirations of their youth.
154046.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
უმძიმესი განსაცდელის დაძლევა მომიხდა.
I had to pass through a fiery ordeal.
154047.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
იმ დროს იოჰანესბურგსა და ფენიქსს შორის გამუდმებით მიწევდა წინ და უკან სიარული.
In those days I had to move between Johannesburg and Phoenix.
154048.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
ერთხელ, იოჰანესბურგში ყოფნისას, აშრამის ორი მცხოვრების ზნეობრივი დაცემის ამბავი შემატყობინეს.
Once when I was in Johannesburg I received tidings of the moral fall of two of the inmates of the Ashram.
154049.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
იმავე დღეს გავემგზავრე ფენიქსში მატარებლით.
The same day I took the train for Phoenix.
154050.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
ჩემი მარტო მგზავრობის გაგონებაც არ ისურვა, რადგან თავად იყო იმ საშინელი ამბის მომტანი, რომელმაც ასე ამაღელვა.
He would not brook the thought of my going alone, for he happened to be the bearer of the tidings which had so upset me.
154051.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
ამდენად, ამ ინციდენტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა ჩემთვის დღესავით ნათელი იყო.
So my responsibility regarding the incident in question became clear to me as daylight.
154052.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
ჩემმა მეუღლემ ადრეც გამაფრთხილა ამის თაობაზე, მაგრამ მიმნდობი ხასიათის გამო მისი გაფრთხილება ყურად არ ვიღე.
My wife had already warned me in the matter, but being of a trusting nature, I had ignored her caution.
154053.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
ვგრძნობდი, ერთადერთი გზა, რომ დამნაშავე მხარეებისათვის ჩემი შეძრწუნება და მათი დაცემის სიღრმე დამენახვებინა, ის იქნებოდა, თუ მონანიების მსჯავრს მე დავიდებდი.
I felt that the only way the guilty parties could be made to realize my distress and the depth of their own fall would be for me to do some penance.
154054.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
მისტერ კალენბახმა ჩემი გადარწმუნება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
Mr. Kallenbach tried to dissuade me, but in vain.
154055.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
ამრიგად, ფენიქსში შედარებით გულდამშვიდებული ჩავედი.
Thus considerably eased, I reached Phoenix.
154056.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
საკითხი საგულდაგულოდ გამოვიკვლიე და გავეცანი ყველა წვრილმანს, რისი ცოდნაც აუცილებლად მიმაჩნდა.
I made further investigation and acquainted myself with some more details I needed to know.
154057.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
საკუთარი თავის მიმართ დადებულმა მსჯავრმა ყველა დააღონა, მაგრამ ატმოსფერო განმუხტა.
My penance pained everybody, but it cleared the atmosphere.
154058.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
ყველამ მიხვდა, თუ რა საშინელებაა ცოდვის ჩადენა და კავშირი, რომელიც ჩემსა და ბავშვებს შორის არსებობდა, კიდევ უფრო გულწრფელი და მტკიცე გახდა.
Everyone came to realize what a terrible thing it was to be sinful, and the bond that bound me to the boys and girls became stronger and truer.
154059.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
ამ შემთხვევით გამოწვეულმა ვითარებამ მოგვიანებით მაიძულა, თოთხმეტი დღე მემარხულა, რომლის შედეგმა ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
A circumstance arising out of this incident compelled me, a little while after, to go into a fast for fourteen days, the results of which exceeded even my expectations.
154060.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVI
თუმცა, დარწმუნებული ვარ, ზოგი შემთხვევა მართლაც მოითხოვს ასეთ გადამჭრელ ზომას.
I hold, however, that some occasions do call for this drastic remedy.