მოიძებნა 668042 ჩანაწერი
154021.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
ამ შემთხვევის შემდეგ არასოდეს გაუბედავს ჩემთან ურჩობა.
Never again after this incident did he disobey me.
154022.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
ყოველთვის ფიზიკური დასჯის წინააღმდეგი ვიყავი.
I have always been opposed to corporal punishment.
154023.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ჩემი ერთ-ერთი ვაჟი გავლახე.
I remember only one occasion on which I physically punished one of my sons.
154024.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
მაგრამ ამ შემთხვევაში სულ სხვა მოტივები მამოძრავებდა.
But the motive in this case was mixed.
154025.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
იმ ყმაწვილმა ინციდენტი სულ მალე დაივიწყა.
The youngster soon forgot the incident.
154026.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
მაგრამ ამან უკეთ დამანახა მასწავლებლის მოვალეობა.
But it made me understand better the duty of a teacher.
154027.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIV
ფიზიკური სასჯელისთვის აღარასდროს მიმიმართავს.
I never resorted to corporal punishment.
154028.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
ღვარძლი და იფქლი.
TARES AMONG THE WHEAT.
154029.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
ტოლსტოის ფერმაში მისტერ კალენბახმა ერთხელ ყურადღება ისეთ პრობლემაზე გამამახვილებინა, რომელიც მანამდე აზრადაც არ გამივლია.
It was at Tolstoy Farm that Mr. Kallenbach drew my attention to a problem that had never before struck me.
154030.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
როგორც უკვე გითხარით, ფერმაში მცხოვრები ზოგიერთი ბიჭი უზნეო და ურჩი იყო.
As I have already said, some of the boys at the Farm were bad and unruly.
154031.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
ჩემს სამ ვაჟიშვილს და დანარჩენ ბავშვებსაც მათთან ყოველდღიური ურთიერთობა უწევდათ.
With these my three boys came in daily contact, as also did other children.
154032.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
ამან მისტერ კალენბახი შეაშფოთა.
This troubled Mr. Kallenbach.
154033.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
ერთ მშვენიერ დღეს მითხრა: არ მომწონს, რომ შვილებს იმ უზნეო ბავშვებთან ურთიერთობის ნებას აძლევთ.
One day he spoke out: 'Your way of mixing your own boys with the bad ones does not appeal to me.'
154034.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
აღარ მახსოვს, ამ საკითხმა მაშინ შემაშფოთა თუ არა, მაგრამ მახსოვს, რა ვუპასუხე:
I do not remember whether the question puzzled me at the moment, but I recollect what I said to him:
154035.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
მართალი გითხრათ, ამათ და მათ აღმზრდელებს მიაჩნიათ, რომ მათი აქ ჩამოყვანით გარკვეული პასუხისმგებლობა დაგვაკისრეს.
To tell you the truth, it is quite likely that they and their guardians believe that, by having come here, they have laid me under an obligation.
154036.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
მაგრამ ჩემი მოვალეობა სრულიად ნათელია.
But my duty is clear.
154037.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
მისტერ კალენბახმა თავი გააქნია.
Mr. Kallenbach shook his head.
154038.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
პირიქით, მგონია, რაღაც შეიძინეს კიდეც.
On the contrary I can see that they gained something.
154039.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
თუკი მანამდე სხვებთან შედარებით რაღაც უპირატესობის გრძნობა მაინც ჰქონდათ, ისიც გაუქრათ და ყველა ჯურის ბავშვთან ურთიერთობა ისწავლეს.
If there was the slightest trace of superiority in them, it was destroyed and they learnt to mix with all kinds of children.
154040.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXV
ამ და სხვა მსგავსმა ექსპერიმენტებმა დამანახა, რომ, თუ წესიერ ბავშვებს უწესოებთან ერთად სწავლა და მათ საზოგადოებაში ტრიალი უწევთ, არაფერს დაკარგავენ, თუ ექსპერიმენტი მათი მშობლებისა და აღმზრდელების ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება.
This and similar experiments have shown me that, if good children are taught together with bad ones and thrown into their company, they will lose nothing, provided the experiment is conducted under the watchful care of their parents and guardians.