მოიძებნა 668040 ჩანაწერი
155981.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVIII
მოხალისეებმა ცნობილი ექიმის — კანტილის ხელმძღვანელობით გაიარეს წინასწარი წვრთნა.
The volunteers began their preliminary training under the well-known Dr.Cantlie.
155982.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVIII
სწავლება ხანმოკლე — ექვსკვირიანი იყო, მაგრამ პირველადი დახმარების სრულ კურსს მოიცავდა.
It was a short course of six weeks, but it covered the whole course of first aid.
155983.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVIII
ექვსი კვირის შემდეგ ჩაგვიტარეს გამოცდა. ერთის გარდა ყველამ ჩააბარა.
In six weeks we were examined. All except one passed.
155984.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVIII
რა შეეძლოთ მოხუცებს, უძლურებსა და ქალებს?
What were the old, the infirm and the women to do?
155985.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVIII
თუმცა, თუ მოისურვებდნენ, სამუშაო მათთვისაც იყო.
There was enough work for them, if they wanted.
155986.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVIII
ქალთა კლუბმა ვალდებულება აიღო, ჯარისკაცებისთვის რაც შეიძლება მეტი ტანსაცმელი შეეკერა.
A ladies' club undertook to make as many clothes for the soldiers as they could.
155987.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVIII
შრიმატი საროჯინი ნადუ ამ კლუბის წევრი იყო და მთელი არსებით ჩაება საქმეში.
Shrimati Sarojini Naidu was a member of this club, and threw herself whole-heartedly into the work.
155988.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXVIII
თარგით გამოჭრილი ტანსაცმლის მთელი ზვინი დამიყარა წინ და მთხოვა, წამეღო და შეკერილი დამებრუნებინა.
She placed before me a heap of clothes which had been cut to pattern, and asked me to get them all sewn up and return them to her.
155989.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIX
ზნეობრივი დილემა.
A SPIRITUAL DILEMMA.
155990.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIX
ეს თემა უკვე განხილული მქონდა ჩემს ნაშრომში „ჰინდ სვარაჯი“.
I had discussed the question in my Hind Swaraj.
155991.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIX
ყველა ჩვენგანი აღიარებდა ომის ამორალობას.
All of us recognized the immorality of war.
155992.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIX
ეგონათ, რომ მას შემდეგ შეხედულებები შემეცვლებოდა.
They thought that my views had since undergone a change.
155993.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIX
ჭეშმარიტების აღმსარებელს ხშირად წყვდიადში ხელის ფათურით უწევს გზის გაკვლევა.
A votary of truth is often obliged to grope in the dark.
155994.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIX
აჰიმსა ყოვლისმომცველი პრინციპია.
Ahimsa is a comprehensive principle.
155995.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIX
ჩვენ, უმწეო მოკვდავები, ჰიმსას ყოვლიშთანმთქმელ ცეცხლში ვიწვით.
We are helpless mortals caught in the conflagration of himsa.
155996.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIX
ღრმა აზრი დევს გამოთქმაში — „სიცოცხლე სიცოცხლეს ასაზრდოებს“.
The saying that life lives on life has a deep meaning in it.
155997.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIX
ადამიანს ერთი წამის განმავლობაშიც არ შეუძლია იცოცხლოს ისე, რომ ნებით თუ უნებლიედ ჰიმსა არ ჩაიდინოს.
Man cannot for a moment live without consciously or unconsciously committing himsa.
155998.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIX
ადამიანის სიცოცხლე – ის, რომ ადამიანი ჭამს, სვამს, მოძრაობს — თავისთავად გულისხმობს ჰიმსას.
The very fact of man's living – eating, drinking and moving about – necessarily involves some himsa.
155999.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIX
ამდენად, აჰიმსას აღმსარებელი მხოლოდ მაშინ შეიძლება თავისი რწმენის ერთგულად ჩაითვალოს, თუ ყველა მისი მოქმედების სათავე თანაგრძნობაა.
A votary of ahimsa therefore remains true to his faith if the spring of all his actions is compassion.
156000.
განდი | ნაწილი IV, თავი XXXIX
გარეგანი ჰიმასგან თავს ბოლომდე მაინც ვერასოდეს დაიხსნის.
He can never become entirely free from outward himsa.