მოიძებნა 668597 ჩანაწერი
156661.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
მისტერ კალენბახთან განშორება ძალიან მიმძიმდა, მაგრამ ვხედავდი, რომ მას ჩემზე მეტად უჭირდა.
It was a great wrench for me to part from Mr. Kallenbach, but I could see that his pang was greater.
156662.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
ჩვენ მესამე კლასით მგზავრობა გვინდოდა.
We wanted a third class passage.
156663.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
თან წავიღეთ სამხრეთ აფრიკიდან ჩამოყოლილი ჩირები.
We took with us the dried fruit we had carried from South Africa.
156664.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
დოქტორმა ჯივრაჯ მეჰთამ ნეკნები „მედეს“ პლასტირით გადამიხვია და მთხოვა, ნახვევი წითელ ზღვამდე არ მომეხსნა.
Dr. Jivraj Mehta had bandaged my ribs with 'Mede's Plaster' and had asked me not to remove it till we reached the Red Sea.
156665.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
ორი დღე გავუძელი ამ დისკომფორტს.
For two days I put up with the discomfort.
156666.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
დიდი გაჭირვებით მოვახერხე ნახვევის მოხსნა და თავი გავითავისუფლე, რომ წესიერად დამებანა და აბაზანა მიმეღო.
It was with considerable difficulty that I managed to undo the plaster and regain the liberty of having a proper wash and bath.
156667.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
ჩემი დიეტა ძირითადად თხილისა და ხილისაგან შედგებოდა.
My diet consisted mostly of nuts and fruits.
156668.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
დღითი დღე უკეთესად ვხდებოდი და სუეცის არხში რომ შევედით, კიდევ უფრო მოვკეთდი.
I was improving every day and felt very much better by the time we entered the Suez Canal.
156669.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
არ ვიცი, ძველი გამოცდილების გამო თუ სხვა მიზეზით, გემზე თვალში მეცა გაუცხოება ინგლისელებსა და ინდოელ მგზავრებს შორის, ეს სრულებით არ ჰგავდა იმას, რაც თუნდაც სამხრეთ აფრიკიდან გამომგზავრებისას შემინიშნავს.
Whether it was due to past experience or to any other reason, I do not know, but the kind of distance I noticed between the English and Indian passengers on the boat was something I had not observed even on my voyage from South Africa.
156670.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
გულითადი საუბარი, რაც სავსებით ბუნებრივი იყო სამხრეთ აფრიკულ გემებზე, აქ შეუძლებელი აღმოჩნდა.
There were hardly any cordial conversations such as had certainly taken place on the South African boats.
156671.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
ამის მიზეზი ჩემი აზრით ის იყო, რომ ინგლისელები სულის სიღმეში, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, გაბატონებული რასის წარმომადგენლებად თვლიდნენ თავს.
The reason for this was, I think, to be found in the conscious or unconscious feeling at the back of the Englishman's mind that he belonged to the ruling race.
156672.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
რამდენიმე დღეც და ბომბეის მივადექით.
A few days more and we reached Bombay.
156673.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIII
მაგრამ განგებამ სხვაგვარად ინება.
But fate had willed it otherwise.
156674.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIV
მოგონებები ადვოკატთა კოლეგიაზე.
SOME REMINISCENCES OF THE BAR.
156675.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIV
მეგობარმა იურისტებმა მთხოვეს, გამეზიარებინა შთაბეჭდილებები ადვოკატურის შესახებ.
Some lawyer friends have asked me to give my reminiscences of the bar.
156676.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIV
უკვე გითხარით, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში არასოდეს ვცრუობდი.
I have already said that I never resorted to untruth in my profession.
156677.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIV
მაგრამ ამას ჩემზე არ უმოქმედია, რადგან მე არ ვაპირებდი, მდგომარეობა ან ფული ტყუილით მეშოვა.
But this did not influence me, as I had no intention of earning either position or money by lying.
156678.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIV
ჩემი პრინციპი ბევრჯერ დადგა გამოცდის წინაშე სამხრეთ აფრიკაში.
My principle was put to the test many a time in South Africa.
156679.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIV
მაგრამ მე ყოველთვის ვებრძოდი ამგვარ ცთუნებას.
But I always resisted the temptation.
156680.
განდი | ნაწილი IV, თავი XLIV
მახსოვს ერთადერთი შემთხვევა, როცა საქმის მოგების შემდეგ ეჭვი გამიჩნდა, რომ კლიენტმა მომატყუა.
I remember only one occasion when, after having won a case, I suspected that my client had deceived me.