მოიძებნა 668597 ჩანაწერი
156721.
განდი | ნაწილი IV, თავი XLV
მაგრამ მოსამართლე, რომელიც თავიდან ეჭვით მისმენდა, ახლა აშკარად ჩემს მხარეს გადმოვიდა.
But the judge who had originally started with the suspicion had now come round definitely to my side.
156722.
განდი | ნაწილი IV, თავი XLV
„დავუშვათ, მისტერ განდის ეს შეცდომა არ ეღიარებინა, თქვენ როგორ მოიქცეოდით?“ – იკითხა მან.
'Supposing Mr. Gandhi had not admitted the error, what would you have done?' he asked.
156723.
განდი | ნაწილი IV, თავი XLV
„შეუძლებელია ბუღალტერიაში იმაზე უფრო კომპეტენტური და პატიოსანი ექსპერტის პოვნა, ვიდრე ჩვენ ვიქირავეთ“.
'It was impossible for us to secure the services of a more competent and honest expert accountant than the one appointed by us.'
156724.
განდი | ნაწილი IV, თავი XLV
„სასამართლო ვარაუდობს, რომ საქმის ვითარება ყველაზე უკეთ თქვენთვისაა ცნობილი“.
'The Court must presume that you know your case best'.
156725.
განდი | ნაწილი IV, თავი XLV
ასე და ამგვარად, ადვოკატის პროტესტი არ მიიღეს.
And so the counsel's objection was overruled.
156726.
განდი | ნაწილი IV, თავი XLV
აღარ მახსოვს, სასამართლომ ადრინდელი გადაწყვეტილება შეცდომის გასწორების პირობით დაამტკიცა, თუ შეცდომის გასწორება არბიტრს სთხოვა.
The Court either confirmed the award, with the error rectified, or ordered the arbitrator to rectify the error, I forget which.
156727.
განდი | ნაწილი IV, თავი XLV
მე კმაყოფილი დავრჩი.
I was delighted.
156728.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
კლიენტები ჩემი თანამოაზრეები ხდებიან.
CLIENTS TURNED CO-WORKERS.
156729.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
ნატალში ადვოკატთა ერთობლივი კოლეგია მოქმედებდა.
In Natal there was a joint bar;
156730.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
ადვოკატს, რომელსაც დამცველის უფლებებს მიანიჭებდნენ, შეეძლო რწმუნებულიც ყოფილიყო.
a barrister, whilst he was admitted to the rank of advocate, could also practise as an attorney;
156731.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
მაშინ როცა ტრანსვაალში, ისევე, როგორც ბომბეიში, რწმუნებულისა და ადვოკატის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული.
whereas in the Transvaal, as in Bombay, the spheres of attorneys and advocates were distinct.
156732.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
როცა იოჰანესბურგის სასამართლოში დამცველად გამოვდიოდი, აღმოვაჩინე, რომ კლიენტი მატყუებდა.
Whilst I was conducting a case before a magistrate in Johannesburg, I discovered that my client had deceived me.
156733.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
მოსამართლეს ვთხოვე, საქმე გაეუქმებინა.
I asked the magistrate to dismiss the case.
156734.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი განცვიფრებული დარჩა, ხოლო სასამართლო – კმაყოფილი.
The opposing counsel was astonished, and the magistrate was pleased.
156735.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
ჩემს კლიენტს ვუსაყვედურე, რომ საქმის ვითარება გაყალბებულად წარმომიდგინა.
I rebuked my client for bringing a false case to me.
156736.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
მან კარგად იცოდა, რომ ასეთ საქმეებს ხელს არ ვკიდებდი.
He knew that I never accepted such cases.
156737.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ არც გაბრაზებულა.
I have an impression that he was not angry with me.
156738.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
ასეა თუ ისე, იმ შემთხვევას ჩემს პრაქტიკაზე უარყოფითად არ უმოქმედია.
At any rate, my conduct in this case did not affect my practice for the worse.
156739.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
კლიენტს ვურჩევდი, რომელიმე სხვა ადვოკატისთვის მიემერთა ან, თუ მაინც ჩემთან დარჩენას ამჯობინებდა, ვთხოვდი, ნება მოეცა, უფროსი ადვოკატისთვის მეკითხა რჩევა.
I would advise my client to consult some other counsel, or if he preferred to stick to me, I would ask him to let me seek the assistance of senior counsel.
156740.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVI
ასეთი გულწრფელობის გამო კლიენტების სიყვარული და ნდობა დავიმსახურე.
This frankness earned me the affection and trust of my clients.