მოიძებნა 669201 ჩანაწერი
156781.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, ამ, თუ სხვა შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩემმა დაჟინებამ და გულწრფელობამ ასეთი რამ ათქმევინა:
I now forget whether it was in connection with this or with some other case that my persistence and frankness extorted from him the remark:
156782.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
რუსტომჯის საქმეში კომპრომისს მივაღწიეთ.
The case against Rustomji was compromised.
156783.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
ეს ნაწერი ჩარჩოში ჩასვა და თავის კაბინეტში კედელზე დაკიდა, როგორც გაფრთხილება შთამომავლებისა და მეგობარი ვაჭრებისათვის.
He got the paper framed and hung it up in his office to serve as a perpetual reminder to his heirs and fellow merchants.
156784.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
როცა ამის შესახებ რუსტომჯის ვუთხარი, მან მომიგო, რა ბედი მეწეოდა, თქვენც რომ მომეტყუებინეთო?
When I told Rustomji about this he said: 'What would be my fate if I deceived you?'
156785.
განდი | ნაწილი V, თავი I
პირველი გამოცდილება.
THE FIRST EXPERIENCE.
156786.
განდი | ნაწილი V, თავი I
ძალიან მინდოდა, ისინი ინდოეთში დაფუძნებულიყვნენ და ისეთივე წესით ეცხოვრათ, როგორითაც ფენიქსში ცხოვრობდნენ.
I wanted them all to stay in India, if possible, and to live the life they had led at Phoenix.
156787.
განდი | ნაწილი V, თავი I
მათ დეპეშით ვაცნობე, მისტერ ენდრიუსს შეხვედროდნენ და ისე მოქცეულიყვნენ, როგორც ის ურჩევდა.
I cabled to them to meet Mr. Andrews and do as he advised.
156788.
განდი | ნაწილი V, თავი I
თავიდან გურუკულ კანგრიში დააბინავეს, სადაც აწ გარდაცვლილმა სვამი შრადჰანანჯიმ ისინი საკუთარი შვილებივით მიიღო.
They were first put in the Gurukul, Kangri, where the late Swami Shraddhanandji treated them as his own children.
156789.
განდი | ნაწილი V, თავი I
შემდეგ შანტინიკეტანის აშრამში გადაიყვანეს, სადაც პოეტმაც და მისმა თანმოაზრეებმაც სიყვარულით მოუარეს.
After this they were put in the Shantiniketan Ashram, where the Poet and his people showered similar love upon them.
156790.
განდი | ნაწილი V, თავი I
იმ ორ ადგილზე ცხოვრებით შეძენილი გამოცდილება მომავალში მათაც გამოადგათ და მეც.
The experiences they gathered at both these places too stood them and me in good stead.
156791.
განდი | ნაწილი V, თავი I
სუშილ რუდრას აშრამი არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ბინა, რომელიც მთლიანად დაუთმო ფენიქსის დიდ ოჯახს.
Principal Rudra had no Ashram, but he had a home which he placed completely at the disposal of the Phoenix family.
156792.
განდი | ნაწილი V, თავი I
მისმა ხალხმა ისეთი შინაურული გარემო შეუქმნა ახალმოსულებს, რომ მათ ფენიქსიც კი აღარ ენატრებოდათ.
Within a day of their arrival, his people made them feel so thoroughly at home that they did not seem to miss Phoenix at all.
156793.
განდი | ნაწილი V, თავი I
ერთი სული მქონდა, როგორც კი გოქალეს შევხვდებოდი, მათთან ჩავსულიყავი.
I was therefore impatient to meet them as soon as I could after my meeting with Gokhale.
156794.
განდი | ნაწილი V, თავი I
მისტერ ჯეჰანგირ პეტიტის სახლში ჩემს საპატივცემულოდ გამართულ წვეულებაზე გუჯარათულად დალაპარაკება ვერ გავბედე.
At the party given in my honour at Mr. Jehangir Petit's place, I did not dare to speak in Gujarati.
156795.
განდი | ნაწილი V, თავი I
იმ ბრწყინვალე და დიდებულ გარემოში მე, კაცმა, რომელმაც ცხოვრების საუკეთესო წლები მოჯამაგირეების გარემოცვაში გავატარე, თავი ნამდვილ სოფლელად ვიგრძენი.
In those palatial surroundings of dazzling splendour I, who had lived my best life among indentured labourers, felt myself a complete rustic.
156796.
განდი | ნაწილი V, თავი I
კათიავადურ მოსასხამში, ჩალმასა და დჰოტიში გამოწყობილი, რა თქმა უნდა, იმაზე უფრო ცივილიზებულად გამოვიყურებოდი, ვიდრე დღეს.
With my Kathiawadi cloak, turban and dhoti, I looked somewhat more civilized than I do today.
156797.
განდი | ნაწილი V, თავი I
შემდეგ გუჯარათელების დარბაზობა გაიმართა.
Then there was the Gujarati function.
156798.
განდი | ნაწილი V, თავი I
გუჯარათელებმა მიღების გარეშე არ გამომიშვეს.
The Gujaratis would not let me go without a reception.
156799.
განდი | ნაწილი V, თავი I
მას მისტერ ჯინაჰიც ესწრებოდა როგორც გუჯარათელი, ოღონდ არ მახსოვს, თავმჯდომარეობდა თუ მთავარი სპიკერი იყო.
Mr. Jinnah was present, being a Gujarati, I forget whether as president or as the principal speaker.
156800.
განდი | ნაწილი V, თავი I
მან მშვენიერი, სხარტი სიტყვა წარმოთქვა ინგლისურად.
He made a short and sweet speech in English.