მოიძებნა 669201 ჩანაწერი
156761.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
მან ყურადღებით შეისწავლა საბუთები და გვითხრა:
He perused the papers, and said:
156762.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
„საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, ნატალის სასამართლომ კი ძნელი წარმოსადგენია, ინდოელი გაამართლოს.“
'The case will be tried by a jury, and a Natal jury will be the last to acquit an Indian'.
156763.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
ამ ადვოკატს კარგად არ ვიცნობდი.
I did not know this counsel intimately.
156764.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
რუსტომჯიმ გააწყვეტინა: „დიდი მადლობა, მაგრამ მე მინდა, ამ საქმეში მისტერ განდი იყოს ჩემი მრჩეველი“.
Rustomji intercepted: 'I thank you, but I should like to be guided by Mr. Gandhi's advice in this case'.
156765.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
„ის ახლოს მიცნობს. თქვენ კი, თუ საჭირო გახდა, დაეხმარებით მას.“
'He knows me intimately. You will advise him whenever necessary.'
156766.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
ასე მოვაგვარეთ ადვოკატის საკითხი და რუსტომჯის ოფისში წავედით.
Having thus shelved the counsel's question, we went to Rustomji's shop.
156767.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
„არ მგონია, რომ ეს საქმე სასამართლომდე მივიდეს“.
'I don't think this case should be taken to court at all'.
156768.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
„მე შემიძლია ორივეს შევხვდე.“
''I can meet both'.
156769.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
„მზად უნდა იყოთ დაპატიმრებისთვის“.
'You must be prepared to go to jail'.
156770.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
„ჩემი აზრით, სირცხვილი ის კი არაა, რომ დაგაპატიმრებენ, არამედ ის, რომ დანაშაული ჩაიდინეთ“.
'I am of opinion that the shame lies not so much in going to jail as in committing the offence'.
156771.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
„სამარცხვინო საქმე უკვე ჩადენილია“.
'The deed of shame has already been done'.
156772.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
მამაცი კაცი იყო, მაგრამ იმ წამს სიმამაცემ უმტყუნა.
He was a brave man, but his courage failed him for the moment.
156773.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
მის სახელსა და რეპუტაციას საფრთხე დაემუქრა.
His name and fame were at stake.
156774.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
„კეთილი, აკი გითხარით, მთლიანად თქვენს ხელთა ვარ“.
'Well, I have told you, that I am entirely in your hands'.
156775.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
„ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ“.
'You may do just as you like.'
156776.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
შევხვდი საბაჟოს უფროსს.
I met the Customs Officer.
156777.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
საბაჟოს უფროსმა მითხრა: „ძალიან მწყინს, რომ ასეთ სულელურ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი“.
The Customs Officer said: 'I am sorry he has made a fool of himself'.
156778.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
„მე გენერალურ პროკურორზე ვარ დამოკიდებული, ასე რომ, გირჩევთ, მის დარწმუნებას შეეცადოთ“.
'I must be guided by the Attorney General and so I would advise you to use all your persuasion with him.'
156779.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
მიმოწერა გავმართე გენერალურ პროკურორთან და მერე შევხვდი კიდეც.
I entered into correspondence with the Attorney General and also met him.
156780.
განდი | ნაწილი IV, თავი XLVII
კმაყოფილი დავრჩი, რადგან მან დააფასა ჩემი გულწრფელობა და დაიჯერა, რომ არაფერი დამიმალავს.
I am glad to say that he appreciated my complete frankness and was convinced that I had kept back nothing.