მოიძებნა 669201 ჩანაწერი
156801.
განდი | ნაწილი V, თავი I
როცა ჩემი ჯერი დადგა, დამსწრეთ მადლობა გუჯარათულად გადავუხადე, ავუხსენი ჩემი მიკერძოებული დამოკიდებულება გუჯარათულისა და ჰინდის მიმართ.
When my turn came, I expressed my thanks in Gujarati explaining my partiality for Gujarati and Hindustani.
156802.
განდი | ნაწილი V, თავი II
გოქალესთან პუნაში.
WITH GOKHALE IN POONA.
156803.
განდი | ნაწილი V, თავი II
როგორც კი ბომბეიში ჩავედი, გოქალემ შემომითვალა, რომ გუბერნატორს ჩემი ნახვა სურდა.
The moment I reached Bombay Gokhale sent me word that the Governor was desirous of seeing me.
156804.
განდი | ნაწილი V, თავი II
ამიტომ მის ბრწყინვალებას ვეწვიე.
Accordingly I called on His Excellency.
156805.
განდი | ნაწილი V, თავი II
თავაზიანი მოკითხვის შემდეგ მან მითხრა: „მინდა, ერთი რამ გთხოვოთ“.
After the usual inquiries, he said: 'I ask one thing of you'.
156806.
განდი | ნაწილი V, თავი II
„როცა რაიმე ისეთი ნაბიჯის გადადგმას განიზრახავთ, რომელიც მთავრობას შეეხება, გთხოვთ, ჩემთან მობრძანდეთ და გამესაუბროთ“.
'I would like you to come and see me whenever you propose to take any steps concerning Government'.
156807.
განდი | ნაწილი V, თავი II
მე მივუგე: „პირობის მიცემას არაფერი უშლის ხელს, რადგან, როგორც სატიაგრაჰელს, წესად მაქვს, ჯერ გავიგო მათი აზრი, ვისთანაც საქმის გარკვევას ვაპირებ და იმასაც ვცდილობ, შეთანხმებას მივაღწიო“.
I replied: 'I can very easily give the promise, in as much as it is my rule, as a Satyagrahi, to understand the viewpoint of the party I propose to deal with, and to try to agree with him'.
156808.
განდი | ნაწილი V, თავი II
„ამ წესს მკაცრად ვიცავდი სამხრეთ აფრიკაში და ამასვე ვაპირებ ინდოეთშიც“.
'I strictly observed the rule in South Africa and I mean to do the same in India'.
156809.
განდი | ნაწილი V, თავი II
ლორდმა უილინგდონმა მადლობა გადამიხადა და მითხრა: „ჩემთან შეხვედრა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ“.
Lord Willingdon thanked me and said: 'You may come to me whenever you like'.
156810.
განდი | ნაწილი V, თავი II
რაზეც მივუგე: „მეც სწორედ ეგ რწმენა მაძლევს იმედს.“
To which I replied: 'It is that faith which sustains me.'
156811.
განდი | ნაწილი V, თავი II
ამის შემდეგ პუნაში წავედი.
After this I went to Poona.
156812.
განდი | ნაწილი V, თავი II
გოქალე და ინდოეთის მსახურთა საზოგადოების წევრები თავს მევლებოდნენ.
Gokhale and the members of the Servants of India Society overwhelmed me with affection.
156813.
განდი | ნაწილი V, თავი II
როგორც მახსოვს, გოქალემ ყველა მათგანი მოიწვია ჩემს გასაცნობად.
So far as I recollect, Gokhale had summoned all of them to meet me.
156814.
განდი | ნაწილი V, თავი II
გოქალე მოწადინებული იყო, ამ საზოგადოებაში გავერთიანებულიყავი.
Gokhale was keen that I should join the Society.
156815.
განდი | ნაწილი V, თავი II
მაგრამ საზოგადოების წევრებს მიაჩნდათ, რომ, რაკი საკმაოდ განსხვავება არსებობდა ჩვენს იდეალებსა და სამოქმედო მეთოდებს შორის, არ იქნებოდა მართებული, ამ ორგანიზაციის წევრი გავმხდარიყავი.
But the members felt that, as there was a great difference between my ideals and methods of work and theirs, it might not be proper for me to join the Society.
156816.
განდი | ნაწილი V, თავი II
„საზოგადოების წევრებმა ჯერ არ იციან, რომ თქვენ მზადა ხართ კომპრომისზე წასასვლელად“.
'The members of the Society have not yet understood your readiness for compromise'.
156817.
განდი | ნაწილი V, თავი II
„ისინი თავიანთი პრინციპების ერთგულნი არიან და სრულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ“.
'They are tenacious of their principles, and quite independent'.
156818.
განდი | ნაწილი V, თავი II
„იმედი მაქვს, რომ მიგიღებენ, ოღონდ, ასე თუ არ მოხდა, არ იფიქროთ, რომ ან პატივს არ გცემენ, ან არ უყვარხართ“.
'I am hoping that they will accept you, but if they don't, you will not think that they are lacking in respect or love for you'.
156819.
განდი | ნაწილი V, თავი II
გოქალეს ჩემი გეგმები გავაცანი.
I informed Gokhale of my intentions.
156820.
განდი | ნაწილი V, თავი II
იმისდა მიუხედავად, მიმიღებდნენ წევრად თუ არა, მინდოდა, ჩემი აშრამი მქონოდა, სადაც ჩემს ფენიქსელებთან ერთად დავსახლდებოდი.
Whether I was admitted as a member or not, I wanted to have an Ashram where I could settle down with my Phoenix family.